ლოს-ანჯელესის ნორთ ჰილსის უბანში მკვლელობა-თვითმკვლელობის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება abc7.com.
ლოს-ანჯელესის პოლიციის თანამშრომლები ლონდელიუსის გამზირის 16200-ე კვარტალში მდებარე სახლში მივიდნენ, მას შემდეგ, რაც გასროლის შესახებ შეტყობინება შევიდა. ადგილზე ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს.
ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა მოგვიანებით სამი მსხვერპლი ამოიცნო: 6 დღის ელა ბასმაჯიანი, 2 წლის ალეკ ბასმაჯიანი და 31 წლის ხაჯაგ ბასმაჯიანი. 30 წელს გადაცილებული ქალის სახელი არ გახმაურებულა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს არ ეძებენ და საქმეს დადასტურებულ მკვლელობა-თვითმკვლელობად იძიებენ.
სროლას წინ უძღოდა ხმაური, შესაძლო ინციდენტების გამო. დამატებითი დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.

