ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025

ბათუმში ახალი ყინულის არენა შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ტიფლისნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდა აცნობეს, ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

„სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადას მსოფლიო მასშტაბის ღონისძება შეიძლება დავარქვათ. 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა, 10 000-მდე სტუმარს ველოდებით რეგიონში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ბათუმი ღირსეულად უმასპინძლებს ოლიმპიადას. სპორტული ინფრასტრუქტურა დროულად დასრულდება. თქვენ ახლა ხედავთ სამუშაოების მიმდინარეობას ახალი სპორტული სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს არის პროექტის მესამე ფაზა, რომელიც გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მარტის ბოლომდე ისევ ველოდებით „ფიდეს“ მაღალჩინოსნებს. მოხდება უშუალოდ ამ ლოკაციების ინსპექტირება. ჭადრაკის ჩემპიონატის შემდეგ, აქ მოეწყობა მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი. ასევე ყინულის სასახლე. ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ბათუმს ეყოლება ბევრი ტურისტი, მათ შორის სპორტული ტურიზმის მიმართულებით“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა დილის 10 საათიდან დაიწყება. ეს დღე 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ- ერთია, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა შორის, რომლებიც ეკლესიის მიერ არის დადგენილი.

შალვა პაპუაშვილი – ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე

ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს.„დღეს 4 დეკემბერია. ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არდაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არდაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების   შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები  - 760 გრამზე მეტი  ,,მდმა", 762 გრამი ,,კლეფედრონი" და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება ,, კეტამინი" აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.სამართალდამრღვევ მოქალაქეს,  სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული საშუალებები ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ  ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა განთავსებული.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად,  მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ საბაჟო საზღვრების უმკაცრეს მონიტორინგს და  ამ მიმართულებით კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება.

გურამ მაჭარაშვილი: ის ადამიანები, რომელთა მტკიცებულებებზეც BBC-მ გაავრცელა ეს ფეიკნიუსი, ამბობენ, რომ არ იციან, საერთოდ ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა მავნე, არც კვლევა...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი BBC-ს ფილმის მონაწილეების შეცვლილ პოზიციას აფასებს. მისი განცხადებით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ იციან, საერთოდ ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა მავნე.„ის ადამიანები, რომელთა მტკიცებულებებზეც BBC-მ გაავრცელა ეს ფეიკნიუსი, ამბობენ, რომ არ იციან, საერთოდ ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა მავნე, არც კვლევა ჩაუტარებიათ. აქედან გამომდინარე, ეს ჰგავს იმას, როდესაც მაგალითად, კაცს მოწმეების ჩვენებების საფუძველზე აპატიმრებენ ადამიანის მკვლელობისთვის და როცა გამოძიება მოწმეებს მიადგება, ისინი ამბობენ, რომ არ დაგვინახავს, არ ვიცით, ვინ მოკლა, საერთოდ მოკლა თუ არა ადამიანი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.სუსი-ს მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა მკვეთრად შეცვალეს - ე.წ კამიტის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. როგორც ისინი გამოკითხვაზე აცხადებენ, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ნივთიერების გამოყენების საკითხი მათ საერთოდ არ უკვლევიათ. ფილმის მონაწილეები აღარ ახსენებენ აკრძალულ ნივთიერებას და პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ.ჩახუნაშვილთა ოჯახის სამი წევრი ირწმუნება, რომ ე.წ. კამიტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და არც BBC-სთან ინტერვიუში უხსენებიათ. საქართველოს იმიჯის შემლახავ ფილმში BBC-ის სწორედ აქტივისტი ჩახუნაშვილების დასკვნას დაეყრდნო. ისინი უარყოფენ კავშირს ბრიტანული მედიის ფილმის შინაარსსა და ფილმში გამოყენებულ დასკვნას შორის.გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ საია-ს წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე არ ადასტურებენ კავშირს BBC-ის ფილმის შინაარსთან. პოლიტიკოსთა შეფასებით, აქტივისტებმა რიტორიკა მას შემდეგ შეცვალეს, რაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათგან კომპანიის საქმიანობის, სტრატეგიის, სამომავლო გეგმების, ასევე, სტაჟირების პროგრამების გავლისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაიზიარეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, SOCAR Midstream Gas Operations-ი მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და პირველ ეტაპზე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე ახაგალზრდა მკვლევრები კომპანიის სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში დასაქმების პერსპექტივით დააინტერესოს. სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებთან 2-დღიან შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულებების - ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები. სტუდენტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ი წარუდგინა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ზაზა ბუაჩიძემ. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-თან, რაც ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს, უშუალოდ ჩართონ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვის პროცესებში. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს ახალი პარტნიორობა ესახება ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გზად იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეცნიერები ჩაერთონ თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრაში და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დარგის საერთაშორისო პროფესიონალებისგან მიიღონ. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, SOCAR Midstream Gas Operations-ი მათ თანამშრომლობის მაღალ სტანდარტს შესთავაზებს. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, უზრუნველყოს საუკეთესო საინჟინრო კადრების მომზადება, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მსხვილ ენერგოპროექტებში წარმატებით ჩაერთვებიან“, - აღნიშნა ზაზა ბუაჩიძემ. SOCAR Midstream Gas Operations-ის ბაქოს და თბილისის ოფისების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებმა - ჯამილა მურსალოვამ, აიტენ მამედოვამ, გუნაი გულიევამ და ნინო მაისურაძემ ახალგაზრდებს 2015 წელს სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის უშუალო მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის მისია, მიზნები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს. მათი თქმით, SOCAR Midstream Gas Operations-ი რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენებისა და ობიექტების, მათ შორის უმსხვილესი საინჟინრო ნაგებობების - სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას; როგორც SMGO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანიის სურვილია მჭიდროდ ითანაშრომლოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთა ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო მილსადენები გადის და უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთ მნიშვნელოვან აქტორთან, როგორიც საქართველოა. მათი თქმით, SMGO კარიერული განვითარების პროგრამებსა და სტრუქტურებს მაღალ დონეზე აყალიბებს, ქმნის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის სამუშაო პირობებს, რათა სარგებელი მოუტანოს როგორც კომპანიას, ისე თანამშრომლებს. SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლებმა კომპანიის სახელით, გამოხატეს მზაობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზონ. აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოს ოფისის საინჟინრო მიმართულების მენეჯერებმა - სერგო სამხარაძემ, გიორგი ასანიძემ, მერაბ სალუქვაძემ და იასე სიჭინავამ სტუდენტებს კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნეს და იმ ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც კომპანია სამუშაო პროცესში იყენებს და ეტაპობრივად ნერგავს ახალი ტექნოლოგიების სახით; მათ შორის ესაუბრნენ SCP-ის კომერციული ოპერატორის ფუნქციებზე, SCP სისტემის კომერციული და ტექნიკური გაფართოების შესაძლებლობებზე, SCP-ის, TANAP-ის და TAP-ის კომერციულ, ტექნიკურ და ოპერაციულ საქმიანობაზე, კომპლექსური ოპერაციული რისკების შემცირებაზე. მომდევნო დღის შეხვედრა SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებმა ფოკუს-ჯგუფების ფორმატში გააგრძელეს. სტუ-ის სტუდენტები, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სასურველი მიმართულების ფოკუს-ჯგუფებში გაერთიანდნენ და კომპანიის წარმომადგენელთა ბლიც ამოცანების გადაჭრაზე იმუშავეს. როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, სხვადასხვა მიმართულების ფოკუს-ჯგუფი კომპანიის მხრიდან მიზნობრივად შეიქმნა, რათა ყველაზე მეტად მოტივირებული და ნიჭიერი სტუდენტები, კურსდამთავრებულები თუ დარგის მკვლევრები პროფესიების მიხედვით გამოავლინოს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი პასუხისმგებლობაა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც მათ პროფესიულ ზრდას, კარიერულ წინსვლასა და რეალურ დასაქმებას უზრუნველყოფს. ჩვენი ამოცანაა, თეორიული ცოდნა მაქსიმალურად დავაკავშიროთ პრაქტიკულ შესაძლებლობებთან და სტუდენტები თანამედროვე საინჟინრო ბაზრის მოთხოვნებისთვის მოვამზადოთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორობა SOCAR Midstream Gas Operations-თან და მსგავსი პროფილის რეგიონულ თუ საერთაშორისო მოთამაშეებთან, რომლებიც ახალგაზრდებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოცდილებას სთავაზობენ. რაც უფრო მეტი სტუდენტი დასაქმდება რეგიონულ და საერთაშორისო კომპანიებში, მით უფრო გაიზრდება ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი კურსდამთავრებულების რეპუტაცია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ასეთ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის პროფესიული რესურსის გაძლიერებისთვის. უნივერსიტეტი ზრუნავს, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუქმნას შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ პოტენციალი. ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც SOCAR Midstream Gas Operations-თან ერთად შევქმენით, საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საუკეთესო ახალგაზრდები და მათ კარიერული წინსვლის რეალური გზები შევთავაზოთ“, - ამბობს ნატო ქათამაძე. სტუ-ის ინფორმაციით, ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის შედეგებს კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს გაუზიარებს, შესაბამისად, სტაჟირების პროგრამებში ფოკუს-ჯგუფებით გამოვლენილ საუკეთესო კანდიდატურებს მიიწვევს.

ბოლო სიახლეები