ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას.
„ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში და სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში. გრანდიოზული წვეულება კი გაიმართება ქართველი მუსიკოსებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი არის არა მხოლოდ მასობრივი ცერემონია, არამედ ღია სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის. „და მათთვის, ვისაც სურს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი ქორწილი ჰქონდეს“.
ორგანიზატორების აზრით, ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ცნობადობის გაზრდას.