შაბათი, ივლისი 11, 2026

ბათუმში ასამდე უცხოელი წყვილის დაქორწინება იგეგმება

ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას.

„ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში და სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში. გრანდიოზული წვეულება კი გაიმართება ქართველი მუსიკოსებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი არის არა მხოლოდ მასობრივი ცერემონია, არამედ ღია სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის. „და მათთვის, ვისაც სურს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი ქორწილი ჰქონდეს“.

ორგანიზატორების აზრით, ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ცნობადობის გაზრდას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია

კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზობაში200-მეტრიანი დისტანცია 41,09 წამში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.     

თბილისის მერია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„ცვლილების ფარგლებში შეიცვალა ბელიაშვილის ქუჩიდან მინდელის სახელობის ხიდისკენ გადამხვევი ზოლი. აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიხაზა სხვა საგზაო მონიშვნებიც.მინდელის სახელობის ხიდზე არსებული ავტობუსის ზოლის დაგრძელება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისა და სწრაფად გადაადგილებისთვის, აგრეთვე, ამ ტერიტორიის მარშრუტებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებისთვის.ჯორჯ ბალანჩინის ქუჩიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსებია: N292, N293, N304, N313, N321, N335, N351, N459, N518. ამ მარშრუტებზე დაწესებული 10-15-წუთიანი ინტერვალები, ფაქტობრივად, შეუსრულებელი იყო. გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო ინტერვალები მინიმუმ ორ-სამჯერ იზრდებოდა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაადგილდებოდა შემდგომი გადაჯდომის მიზნით და ასევე, პირიქით.როდესაც მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ საღამოს პიკის საათებში მგზავრები ელოდებოდნენ დიდი დიღმიდან წამოსულ N293 და N321 ავტობუსებს, მოლოდინის დრო 30-45 წუთს აღწევდა. ამ დროს მეტროდან ამოსული დიდი რაოდენობით მგზავრის ერთიანად გადაყვანა არ შეეძლო ავტობუსს და დარჩენილი მოქალაქეები თავისთავად დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.დღეის მდგომარეობით სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება და ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ბევრად თავისუფლად მოძრაობს. ამასთან, N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა, N293 მარშრუტს კი ორი ერთეული ავტობუსი დაემატა, რის შედეგადაც მოლოდინის დრო შემცირდა.ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

🎥დაპირისპირება RAF-ის პრესკონფერენციაზე – რა მოხდა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვის თანაგუნდელს შორის

თბილისში, RAF-ის პრესკონფერენციაზე, მერაბ დვალიშვილსა და სავარაუდოდ, უმარ ნურმაგომედოვის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ინფორმაციას ამის შესახებ La Gazzeta Georgia ავრცელებს.მათი ცნობით, რუსი მებრძოლის თანაგუნდელი მერაბთან მივიდა და ჰკითხა, თუ რა პრობლემა ჰქონდა უმარ ნურმაგომედოვთან.

„იმედის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა

„იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა.შეგახსენებთ, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.ამასთან, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან."საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მზადდებოდა, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს, საჭიროების შემთხვევაში, დივერსია უნდა მოეწყოთ. როგორც გახსოვთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან", - განაცხადა მაღრაძემ.

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერს 14 ივლისს გახსნიან

ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებაზე.„ევრონიუსის“ ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ელჩებმა მხარი დაუჭირეს მეექვსე კლასტერის გახსნის შესახებ საერთო პოზიციას, რომელიც საგარეო ურთიერთობებს მოიცავს.აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ირლანდიამ, ქვეყანამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.ოფიციალური ცერემონიები 14 ივლისს ბრიუსელში ცალ-ცალკე გაიმართება.„ევრონიუსის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოთხი კლასტერი კვლავ განსახილველი რჩება: მეორე კლასტერი (შიდა ბაზარი), მესამე კლასტერი (კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა), მეოთხე კლასტერი (მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირი) და მეხუთე კლასტერი (რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა).ევროკომისია მიიჩნევს, რომ როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა ტექნიკურად მზად არიან ყველა მათგანის გასახსნელად.თუმცა, შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებდა, რომ ეს „დაჩქარებული გაწევრიანების“ ტოლფასი იქნებოდა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან წევრობის მოლაპარაკებებს ძირს გამოუთხრიდა.

ბოლო სიახლეები