სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ოსკარის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ, მთავრობის დელეგაციის წევრებმა მიიღეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი გურია, სოფელი გოგიეთია.ბიძგების სიმძლავრემ 2.0 მაგნიტუდა შეადგინა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ზოჰრან მამდანი თუ გაიმარჯვებს, ქალაქისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის მერის არჩევნებში მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს ენდრიუ კუომოს გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვებული თუ დემოკრატი ზოჰრან მამდანი გახდება, მაშინ ის ნიუ იორკისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეამცირებს.როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მამდანის არ შეუძლია, სამუშაო ფანტასტიკურად შეასრულოს.„მოგწონს თუ არა ისეთი პერსონა როგორიც ენდრიუ კუომოა, არჩევანი რეალურად მაინც არ გაქვს. მხარი კუომოს უნდა დაუჭირო და იმედოვნო, რომ ის ფანტასტიკურ სამუშაოს შეასრულებს. მას ეს ძალუძს, მამდანის არა. თუ კომუნისტი კანდიდატი ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მე ფედერალურ დაფინანსებას გამოვუყოფ ჩემს საყვარელ მშობლიურ ქალაქს, გარდა მინიმალური საჭიროებებისა“, – წერს ტრამპი.ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ზოჰრან მამდანი და აღნიშნა, რომ ტრამპსა და კოუმოს დაუსჯელობის შეგრძნება აქვთ.„ტრამპს და კუომოს ერთი და იგივე დონორები ჰყავთ, ისინი იზიარებენ ვიწრო ხედვას და იზიარებენ დაუსჯელობის შეგრძნებას“, – განაცხადა მამდანიმ.„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობამ 2026 წელს ნიუ იორკს 7,4 მილიარდი დოლარი უნდა გამოუყოს, რაც ქალაქის ბიუჯეტის 6,4%-ს შეადგენს.ნიუ იორკში მერის არჩევნები დღეს იმართება.„როიტერის“ ინფორმაციით, გამოკითხვებით, სწორედ წარმოშობით უგანდელი, 34 წლის მამდანი ლიდერობს, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს. არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატი კურტის სლაივაა, რომელსაც ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.ნიუ იორკის მერის არჩევნებში ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობს, რადგანაც ის პრაიმერისის დროს მეტოქე დემოკრატ ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა.

დავით სონღულაშვილი – ჩინეთში ხელს მოვაწერთ რამდენიმე მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას, მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მემორანდუმს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.„მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. ამ მიმართულებებით თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოცდილებების გაზიარება ეკოტურიზმთან მიმართებით, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, კიდევ ბევრი სხვა მიმართულებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება თანამშრომლობის. ეს ყველაფერი გვაძლევს სამინისტროების დაახლოების შესაძლებლობას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება სურსათის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის და, შესაბამისად, მათი ხარისხის სანდოობის მიმართ. სოფლის მეურნეობაში ასეთი შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

რევაზ სოხაძე – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით

საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით.„მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში, ეს არის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, ორ სახელმწიფოს შორის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით. იცით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ვიზიტი სწორედ ამას ემსახურება – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები