პარასკევი, ივლისი 4, 2025

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს

ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაფართოვდა იმ კლინიკათა რიცხვი, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ. მათ შორის ერთი იქნება ქობულეთშიც. მისივე თქმით, მომატებული შემთხვევების მიუხედავად, აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივლისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი და წვიმა იქნება.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +22 - წვიმასოხუმი +22 - მოღრუბლულიზუგდიდი +20 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +19 - წვიმაქუთაისი +19 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +18 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +18 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 -წვიმასტეფანწმინდა +13 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +23 - მოღრუბლულირუსთავი +25 - მოღრუბლულითბილისი +23 - წვიმა

ირაკლი კობახიძე – კარგი ნაბიჯი იყო, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე, ეს გვაძლევს...

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მზად არის, სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.„ჩვენ მოთმინებით ველოდებით ნაბიჯებს, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი არის გადადგმული. ჩვენ გვაქვს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ ერთი რამ, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მეტიც, მზად ვართ, დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი ამ სტრატეგიული პარტნიორობისათვის, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, როგორც აშშ-სთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე მკაფიო შეთავაზება, რაც კი ჩვენგან შეიძლებოდა, გაკეთებულიყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს და იმედია, ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული. თავისთავად, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა სახელმწიფო დეპარტამენტშიც „დიფ სთეითის“ მიმართ. თუ ასე განვითარდება პროცესები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან აუცილებლად გადაიტვირთება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა თუ შეიცვლება, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ვერაფერი დაუდგება წინ, ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება და ეს პირობები, მათ შორის, უკავშირდება დემოკრატიულ სისტემას.„ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ სისტემებს. თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ ნაწილში, თვალნათლივ ჩანს, რომ დემოკრატიის, მედიაპლურალიზმის, მედიის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების ხარისხი, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ხარისხი და ა.შ., ყველა მიმართლებით გვაქვს უპირატესობაც კი, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან, შეიძლება, უმრავლესობასთანაც კი. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ა.შ., ჩვენ დღესაც ვართ მზად იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და 2030 წლისთვისაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ კუთხით ყველა პარამეტრი იყოს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში. საბოლოო ჯამში, როცა მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მთავარი პარამეტრი მაინც იქნება ეკონომიკის განვითარების დონე. აქ პირველ ადგილზე ვართ ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხითაც ყველაზე მეტად ვიქნებით მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეკონომიკურ ზრდას მოაქვს კეთლდღეობის შედარებით მაღალი ხარისხი და სოციალური საკითხებიც არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და აქაც ვიქნებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული მხარის განაცხადი ამ მიმართულებით დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე და ტენდენციებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია ქვეყანაში, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომაზე.„დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომა არის აბსოლუტურად უსამართლო. თუ ეს უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, ამ შემთხვევაში ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის ვერაფერი დაუდგება წინ. ვნახოთ, როგორი იქნება ევროპული ბიუროკრატიის, ჩინოვნიკების დამოკიდებულება. ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხის პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის, თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში

ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის პოზიცია არის ქვეყნის შემდგომი განვითარების განმსაზღვრელი და ვინც ამას ვერ შეეგუება, სწორედ ქართველ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდება.„რაც მოხდა, ყველაფერი დევს ხელისგულზე. რეალურად, ვერც ამბობდნენ, როგორ გაყალბდა არჩევნები. ხომ ამტკიცებდნენ, არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ კითხვაზე – როგორ გაყალბდა, პასუხი არ აქვთ. რომ ამოიბეჭდა ღილაკზე თითის მიჭერით კონკრეტული ოქმები, იქ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო? – რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. არჩევნების დღემდე უპრეცედენტოდ მშვიდი და სამართლიანი იყო საარჩევნო გარემო. არჩევნების დღეს, ყველამ აღიარა, რომ ორ მლნ-ზე ბევრად მეტი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, მათ მისცეს ხმა, ღილაკზე თითის დაჭერით ამოიბეჭდა ოქმები და დადგა ის შედეგი, რომელიც არ ესიამოვნა კონკრეტულ უცხოურ ძალებსა და შიდა რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში, მთელი ამ ყალბი დელეგიტიმაციის კამპანიის მთავარი მიზეზი ხომ ეს იყო, ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ვიღაცა ვერ შეეგუა ამ შედეგს და ვიღაცამ პატივი არ სცა ქართველი ხალხის ნებას.საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ამის გამო ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როდესაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ეს პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა, ის დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, ის მხარდაჭერაც დაკარგა, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან

დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ, უცხოელი ბიუროკრატების შეფასებების მიუხედავად, მთავარია, თუ რა ხდება ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება.„ჩვენ მიჩვეული ვართ მოვლენების მსგავსი სახით განვითარებას, არის ხოლმე პოლემიკა, დებატები, სხვადასხვა მოსაზრება, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენთვის მთავარია, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. სწორედ ქართული საზოგადოების რეაქციაა, პირველ რიგში, მთავარი. დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დაკარგა ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალურად მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ ან ასეთი, ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა. ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის ოთხი მცდელობა იყო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები