საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 745 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

