ნათელი გონება გაქვთ? – შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ დედას. მეცნიერების კვლევის შესახებ fox25boston-ი წერს.
მეცნიერების აზრით, ინტელექტი შვილს მემკვიდრეობით დედისგან გადაეცემა. საქმე ეხება გენოკოდს, რომელიც მონაწილეობას იღებს მომავალი ბავშვის ინტელექტის ფორმირებაში.
“გენ ინტელექტი” მდებარეობს Х-ქრომოსომაში და დედებს ორჯერ მეტი შესაძლებლობა აქვთ გადასცენ თავიანთი ინტელექტი პატარას. დედის გენები დიდ როლს ასრულებს ნაყოფის თავის ტვინის სააზროვნო ცენტრების განვითარებაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ მამის Х ქრომოსომა პრაქტიკულად არავითარ ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის ტვინის ფორმირებაზე. როდესაც “ინტელექტის გენი” გადმოდის დედისგან და მამისგან, მამის გენი დეაქტივირდება, რის შედეგადაც აქტიურდება დედის გენი.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ მამას არ შეაქვს ძირითადი გენეტიკური ნედლეული. ან ის, რომ ისინი არ მონაწილეობენ ნაყოფის ინტელექტის ჩამოყალიბებაში.