შაბათი, მარტი 1, 2025

ბადრი ჯაფარიძე – შალვა პაპუაშვილის განცხადება მოგონილი ისტორიაა, რათა ჩვენი ქვეყნის უერთგულესი მეგობრების დისკრედიტაცია მოხდეს

შალვა პაპუაშვილის განცხადება პროპაგანდისტული კამპანიის, ამერიკის ყოფილი ელჩის დემონიზაციის გაგრძელებაა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო.“

ჯაფარიძის თქმით, მეორე ფრონტის გახსნა არის პაპუაშვილისა და მისი გარემოცვის შეგნებულად მოგონილი ბრალდება ევროკავშირისა და აშშ-ს დისკრედიტაციისთვის.

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება გაგრძელებაა პროპაგანდისტული კამპანიის, ამერიკის ყოფილი ელჩის დემონიზაციის, რადგან შალვა პაპუაშვილს ყურში იმას ვერ ეტყოდა, რაც ამ ადამიანს არასოდეს უთქვამს. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოგონილი ისტორიაა, რადგან მაშინ კელი დეგნანს საშუალება უნდა მიეცეს, რომ მას პასუხი გასცეს. ვფიქრობ, რომ რაზეც პაპუაშვილი საუბრობს, არც კი მოუთხოვია ჩვენი ქვეყნიდან, რომ ორმხრივი სანქცია დაწესებულიყო. საუბარი იყო სანქციებთან შეერთებაზე და საქართველო სანქციებს შეუერთდა, როგორც ფინანსურ სანქციებს, ასევე ვალდებულება აიღო, რომ ისეთი პროდუქცია არ გაეტარებინა, რომელიც შეიძლება, რუსეთის სამხედრო მანქანამ გამოიყენოს. ეს ვალდებულება აღებული გვაქვს. ის, რომ ქართული ვაშლი ან ქართული ღვინო არ გასულიყო რუსეთში, ეს არავის მოუთხოვია და ამის გამო სანქცია არავის დაუწესებია, ეს მოგონილი ისტორიაა, რათა ჩვენი ქვეყნის უერთგულესი მეგობრების დისკრედიტაცია მოხდეს და მათ ის დააბრალონ, რაც არასოდეს გაუკეთებიათ და მოუთხოვიათ. ეს არის პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელება. მეორე ფრონტის გახსნა არის პაპუაშვილისა და მისი გარემოცვის შეგნებულად მოგონილი ბრალდება ჩვენი ერთგული მეგობრების დისკრედიტაციისთვის, რადგან ჩვენს მეგობრებს სურთ, საქართველო იყოს მშვიდობიანი, აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო. ხოლო მათ უნდათ, ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნონ, თითქოს ევროკავშირსა და ამერიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ეს არის სიცრუე. წამყვანი ქვეყნების ელჩებმა „ქართული ოცნების“ სპიკერები ამ ტყუილში არაერთხელ ამხილეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეონა აქუბარდია – ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია

თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც ჩვენთვისაც საერთოა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.მისი თქმით, მთავარია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.„ეს მოლაპარაკებები არის დასაწყისი. გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც, მათ შორის, ჩვენთვისაც საერთოა. ეს არის პროცესი და ამ პროცესში საბოლოო შედეგია მთავარი, ეს შედეგი უნდა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. თქვენ ნახეთ, რომ იმ მთავარი მიზნის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უკავშირდება, პირველი საწყისი მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებები მარტივი ვერ იქნება იმ აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.მისი თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია.„რაც შეეხება ივანიშვილის „ოცნების“ პოზიციას, ბალანსის პოლიტიკის დარღვევა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის დამაზიანებელი იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია. ბალანსის პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად არ დაურღვევია. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე იკავებს ერთ მხარეს და უპირისპირდება მეორე მხარეს იმ საერთო მიზანში, რასაც ჰქვია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის საფრთხის შემცველი იმ საერთო მიზნისთვის, რასაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია, საფრთხის შემცველია ჩვენი საერთო ინტერესისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შსს – სოფელ სურებში მცხოვრები პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეხანძრე-მაშველებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებიდან ოზურგეთში, სამედიცინო დაწესებულებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაჰყავთ მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული. ისინი შესული შეტყობინების შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.მისი თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა.„ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმეს ძალუძს ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.

გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები