ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

ბადრი ჯაფარიძე – ე.წ. საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

ჯაფარიძის თქმით, „ე.წ. საგამოძიებო კომისია გამოყენებულია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს სხდომა ჩაიწერება და საზოგადოებას ექნება საშუალება, გაეცნოს ამ სხდომას, მის მიმდინარეობას, შინაარსს. ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება გათელო კანონის უზენაესობა ფეხქვეშ. აბსოლუტურად დაუქვემდებარო პროკურატურა, სასამართლო პოლიტიკურ ნებას. პირდაპირ გეტყვით, რომ არ სჭირდება თეორიული ცოდნა იმას, რომ კონსტიტუციის 42 მუხლით განსაზღვრულია საგამოძიებო კომისიის შედგენის წესი, სადაც წერია შავით-თეთრზე, რომ მინიმუმ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისაგან, ანუ ოპოზიციური პარტიების წევრებისაგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია არამხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. რადგან კონსტიტუციამ ეს იმპერატიული მოთხოვნა განსაზღვრა იმისთვის, რომ ერთმა პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამაზე იყო საუბარი. დარღვეულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნა, დარღვეულია თვითონ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.

ანუ, უკანონო კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ამავდროულად მოთხოვნილ იქნა იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვა, რომელთაც მოითხოვეს ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანუ ვინც იჩივლა პროკურატურაში, იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად, სასამართლომაც. იმიტომ რომ მათი მოყვანა მოწმეებად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამოკითხვისას გამოვლინდება კიდევ ერთხელ, თუ როგორ ფეხქვეშ გაითელა კანონის უზენაესობა. მაგრამ ამ ადამიანებს პროკურატურა სპეციალურად არ იბარებს მოწმეებად, სასამართლოც პრაქტიკულად დაქვემდებარებულია პროკურატურაზე და დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა პროკურატურას. ასე რომ, სახეზე გვაქვს ყველა შესაძლო ბრალდება, რაც შეიძლება განხორციელდეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და საქმეს არსებით განსახილველად გადასცემდა.

„ცხადია, მოსალოდნელიც იყო, რომ სასამართლო დააკმაყოფილებდა პროკურატურის ბრალდებას, რომ არსებით განხილვაზე გადაეცეს, მაგრამ იმდენად დიდია ეს დარღვევები, ჩემი აზრით, ეს არის მკაფიო, თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოექცე მართლმსაჯულებას, როგორ შეიძლება მართლმსაჯულება გადააქციო პოლიტიკური ნების აღსასრულებლად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, ეს იცოდეს საერთაშორისო საზოგადოებამ, თუ რა ვითარებაა შექმნილი, როდესაც ერთი პარტია იყენებს ყველა ინსტიტუციას მისი ნების აღსასრულებლად“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას

ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წერს.როგორც კალასი წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ბირთვულ პროგრამაზე.ამასთან, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას.„ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას. ხელშეკრულებიდან გასვლის ნებისმიერი მუქარა არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას“, – წერს კალასი.როგორც ცნობილია, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანმა უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა… დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს…“ – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგა შოუს, „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა.მან მაყურებლის ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორი სიმღერა შეასრულეს.

“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბოლო სიახლეები