ორშაბათი, თებერვალი 17, 2025

ახალ საგადასახადო ინიციატივას ბათუმსა და ქუთაისში გაეცნობიან

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში.

5 მარტს ქალაქ ბათუმში, ხოლო 6 მარტს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან, თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური 1%-იანი ბრუნვის გადასახადით. გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები. შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება.

მცირე ბიზნესი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენებს სასაქონლო ზედნადებს, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში შეიცვალა სიტუაცია, ვიგრძენით, რომ უკვე არის სიტუაცია, საქართველოშიც ვეძიოთ სამართალი. აი, ეს იყო მთავარი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ...

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა და განიხილა რა იყო მთავარი მიზანი პროკურატურაში ამ სარჩელის შეტანის. „მას შემდეგ, რაც მსოფლიოში შეიცვალა სიტუაცია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე აღიარა და თქვა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ფონდები, როგორიც არის USAID -ი, NED-ი და EED - ი, აფინანსებდნენ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების გადატრიალებებს და იღებდნენ მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში, ვიგრძენით, რომ უკვე არის იმის სიტუაცია, საქართველოშიც ვეძიოთ სამართალი. აი, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ ეს სარჩელი პროკურატურაში. ოპოზიციური ძალები ფაქტობრივად იყენებდნენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც თავიანთ ყულაბას. თქვენ იცით, რომ კანონით აკრძალულია ქვეყნის შიგნით პოლიტიკის დაფინანსება გარე ძალების მიერ, ამიტომ ისინი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, როგორც თავის ყულაბას და ამ ორგანიზაციის დაფინანსების ხარჯზე ხდებოდა ასეთი მიტინგების ორგანიზება. ასევე, მაგალითად პოლიტიკურმა პარტია „დროამ“ შექმნა ზუსტად იმავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“, რომელიც ქვეყნის გარედან იღებდა დაფინანსებას და ამ დაფინანსებას ის ახმარდა პირდაპირ რევოლუციურ სცენარებს, ანუ ქვეყნის ხელისუფლების გადატრიალების სცენარს. მთავარი არის, რომ ჩვენ მტკიცებულებებზე ვისაუბროთ. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ შენობაში ჩატარდა ჩხრეკა, იქიდან ამოიღეს ის პიროტექნიკა, რომელიც გამოყენებული იყო მიტინგებზე და მანიფესტაციებზე პოლიციელების წინააღმდეგ ცეცხლის გაჩენის მიზნით, პარლამენტის შენობის ოთახების გადაწვის მიზნით. თქვენ იცით რომ 47-მდე ოთახი დამწვარია პარლამენტის შენობაში“, - განაცხადა ნანა კაკბაძემ.

ცნობილი ქართველი ტიკ ტოკერის ოჯახს თავს დაესხნენ

ტიკტოკში ცნობილ მრავალშვილიან წყვილს მარიამ მამარდაშვილსა და გიორგი შუკაკიძეს უცნობი პირები სახლთან მიუცვივდნენ და საცხოვრებელს ქვები დაუშინეს, ამის შესახებ ცოლ-ქმარი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. „ხუთბავშვიან ოჯახს წუხელ, ღამის ორის ნახევარზე, თავს დაგვესხნენ. სახლს ქვები ესროლეს და დააზიანეს გარე ფასადი. ჩემს მოსაკლავად იყვნენ მოსული —სამი ბიჭი. გადამეკიდნენ, რადგან დიდი აუდიტორია მყავს და ხალხი გვეხმარება,“ - ამბობს შუკაკიძე. ვრცლად ↓

ანა დოლიძე – ქვეყანა მიშვებულია, ავტოპილოტზეა

საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა - ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მისი თქმით, „ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა“. "საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აღუწერელი უსამართლობა. რა სიტყვებით უნდა ანუგეშო ადამიანმა ოჯახები ამ დროს. ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს. ბიძინას სისტემა აკეთებს ამას. კორუფცია და სიხარბე, რომ არაფერი საჯარო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს, 10-15 ოჯახის კუჭის უსაფრთხოების გარდა. ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა. დანარჩენი ავტოპილოტზეა. ამას ეწირება ყველაფერი, ბავშვებიც" , - წერს ანა დოლიძე.  

დიმიტრი ხვთისიაშვილი: რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა?ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე..პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ბერიკ, ჩემო...

„ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე..პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ბერიკ, ჩემო ძმაო! რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა? რას გვერჩოდი? რატომ დაგვაბერე ასე უცებ?“-წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

მარკო რუბიო – მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ

მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიბიეს ნიუსთან“ განაცხადა. რუბიოს თქმით, პუტინმა გამოხატა მშვიდობისადმი ინტერესი ტრამპთან საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებისთვის და ბრძოლის დასასრულებლად, რუბიომ განაცხადა, რომ ზარს უნდა მოჰყვეს ქმედება. „ერთი სატელეფონო ზარი ვერ გადაწყვეტს ისეთ კომპლექსურ ომს, როგორიც ესაა, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი არის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ამ პროცესის დაწყება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რუბიომ განაცხადა, რომ ნახავენ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში. „მშვიდობისკენ მიმავალი პროცესი არ არის ერთი შეხვედრის საქმე. ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ეს რთულია, კომპლექსურია, ომი სისხლიანი იყო, ძვირი დაჯდა. ასე რომ, არ იქნება ადვილი ასეთი კონფლიქტის დასრულება და არიან სხვა მხარეებიც, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები ამის შესახებ“, – ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ბოლო სიახლეები