პარასკევი, ივლისი 18, 2025

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, – ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.

დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.

„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა…მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.

ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: palitravideo.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი: ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს...

ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსა და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.მისი თქმით, ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ - კაცი შეიძლება გახდეს ქალი.„ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ ყოველ წელს მზადდება ანგარიში, წლის ბოლოს და არა აგვისტოში, მაგრამ პერიოდულად ვაწვდით ანგარიშს, მათ შორის, შუალედური ანგარიშები გაგზავნილია უკვე ევროკავშირში, ევროკომისიაში და ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა გვექნება თანამშრომლობა. თუმცა, საქმე იმაშია საიდან აღმოჩნდა ეს აბსოლუტურად დაუკავშირებელი საკითხები ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ბრტყელ დედამიწას. რას გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეთ. არა შეცვალეთ, რაღაც ასე შეცვალეთ ან ცოტა სხვანაირად მოაწესრიგეთ. პირდაპირ გააუქმეთ, ანუ არის მიუღებელი და მიუღებელი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი ევროკავშირისთვის. ახლა ვნახოთ მაშინ რა არის ევროპული ღირებულება.რას აწესრიგებს ოჯახური ღირებულების შესახებ კანონი. არის სულ რამდენიმე პუნქტი. სულ არის 5 გვერდიანი კანონი, უმარტივესი კანონია. კერძოდ, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ კაცსა და ქალს შორის. რაიმე პრეტენზია ამ მხრივ არსებობს? ლგბტ პირს არ შეუძლია არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აკრძალულია ე.წ. სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება. ყველა დოკუმენტში უნდა იყოს ბიოლოგიური სქესი მითითებული, რაც აქვს ადამიანს. ბაღებში, სკოლებში არ შეიძლება პროპაგანდა. ამ საკითხების მიმართ რა პრეტენზიები არსებობს. ეს ნაწილია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნის. მათ შორის, ამ კანონებით გავედით ჩვენ არჩევნებზე და იმ რეფერენდუმში, რომელიც გამოაცხადეს, ამ კანონებით გავიმარჯვეთ. ანუ, რა გამოდის საერთო ჯამში, როდესაც გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონი, თუ უნდა გავაუქმოთ ამის საპირისპირო უნდა იყოს დაშვებული. დაშვებული უნდა იყოს ქორწინება კაცსა და კაცს შორის, ქალსა და ქალს შორის. ანუ, ეს არის მოთხოვნა. დაშვებული უნდა იყოს არასრულწლოვანის აყვანა ლგბტ პირის მიერ, შვილად აყვანა. დაშვებული უნდა იყოს, რომ პასპორტში ჩაწერილი იყოს არა მისი ბიოლოგიური სქესი, არამედ, მისი სურვილისამებრ ჩაწერონ სქესი და ა.შ. ის, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ქალი შეიძლება გახდეს კაცი. ის აბსოლუტური ანტიმეცნიერება და მეცნიერული აბსურდი, რასაც წლებია ამტკიცებდნენ და რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა მკვეთრი პასუხი, როდესაც ითქვა, რომ ეს არის აბსოლუტური ცრუ იდეოლოგია, რომელსაც ნერგავდნენ, მათ შორის, ამერიკული ფულით, რომელიც ახლა ჩახსნილია, თუმცა დარჩენილია ევროპული ფული. ანუ, რა არის პრინციპი, რომ სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე თუ სქესი დამოკიდებულია სურვილზე. აი, ამას გვეუბნებიან. რა კავშირშია ახლა ეს ვიზალიბერალიზაციასთან.მეორე, ამ ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ანუ, მრგვალი კი არ არის დედამიწა, დედამიწა არის ბრტყელი. დღესაც ვთქვი, რომ ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი: „ახლები“ და ძველები – ნაცები ხომ ამბობებნ, რომ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ ცესკოში რეგისტრაციაზე

,,ახლები“ ხომ ამბობენ და ძველები - ნაცები რომ არ მივიღებთო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ რეგისტრაციაზე ცესკოში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ცესკო-ს ინფორმაციას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებას ეხება.„ლელო“ და გახარია სულ რაღაც ორი თვის წინ ამბობდნენ ენის ჩლექვით, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ დაფიქრდებოდნენ და ასე შემდეგ. დღეს ამბობენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას, შეიძლება ერთი კვირის მერე თქვან, რომ აღარ მიიღებენ. „ახლები“ ხომ ამბობენ და ძველები - ნაცები რომ არ მივიღებთო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ რეგისტრაციაზე ცესკოში. როგორც დაალაგებენ ამ 4 პარტიას, ისე იქნება, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალს, რომლებმაც ცესკო-ს მიმართეს რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.

შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის – ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა

რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერს - მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის სალომე ზურაბიშვილი, მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ვერც ამჯერად ჩამოყალიბდა. ნაწილს არჩევნების ჩაშლის სურვილი აქვს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება. ამ ფონზე ოპოზიციას ისევ ერთიანობისკენ მოუწოდებს მამუკა ხაზარაძე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება.კანონპროექტი 216 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თანხის უმეტესი ნაწილი, რომელიც მცირდება, გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, მაგალითად, დაავადებების, ომის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს. ასევე, მცირდება 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო.ახლა კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.„წარმომადგენელთა პალატამ ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხარჯების, სადაც წელიწადში მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. რესპუბლიკელებიამას 40 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ეს დიდი ამბავია!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტემი ბრუსი აცხადებს, რომ აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.„ამერიკის შეერთებული შტატები ნათლად გმობს ძალადობას. ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს და ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, რომელიც ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას მოიტანს“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას.„ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ ძალისხმევას რეალური დეესკალაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინ აღნიშნა, ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“,- განაცდადა ბრუსმა.ბრუსმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება დამოკიდებულია ყველა მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.„ეს მოითხოვს ყველა მხარისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, და ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით მათგან“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, მისივე თქმით, აშშ-მა არ დაუჭირა მხარი ისრაელის დარტყმებს.

ბოლო სიახლეები