კვირა, იანვარი 5, 2025

ახალი დასასვენებელი კომპლექსი

200 მილიონი ლარის ინვესტიცია დაბა სიონში. სამშენებლო კომპანია „არქი“ „ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ახალ დასასვენებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის პრეზენტაცია სიონში გაიმართა. პროექტის ავტორების განმარტებით, „ლე მერიდიანისა“ და „არქის“ პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის, რაც დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ​კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

წყარო – https://1tv.ge/

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„დღევანდელი კადრები…“ – ვრცელდება ილია მეორეს ვიდეო საპატრიარქოდან

ვრცელდება ილია მეორეს კადრები საპატრიარქოდან. ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და საპატრიარქოს ტელევიზიის წამყვანი ელისაბედ აბულაძე ავრცელებს. „დღევანდელი კადრები. ვულოცავთ ჩვენს დიდ პატრიარქს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით და მადლიერებით 04.01.2025“, - წერს ტელეწამყვანი. ცნობისთვის, დღეს, 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 92 წლის გახდა.

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:  თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108 ლიბერთი: #GE11LB0711192526466000 საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635  დანიშნულება: #ნინი  საკონტაქტო ნომერი: 500880528

“ვისოლმა” სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა

"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა.„პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული „კაცო!“ და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა - ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა.სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: „კაცო, ამბროლაურში ძველ დროს იყო ძალიან საჭირო აეროპორტი, სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა ეგ ამბავი...“

საპროტესტო აქცია რუსთაველზე

პარლამენტთან  აქცია გრძელდება – ცოტა ხნის წინ სამანქანო გზა გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.

ბოლო სიახლეები