აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მინისტრის თქმით, წითელას ვირუსი 20% ერთ წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, 50% კი 16 წელს ზემოთ პირებში.
მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვაქცინაქცია ჩაიტარონ.