ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

აჭარაში იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ვირუსის 197 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ  განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მინისტრის თქმით, წითელას ვირუსი 20% ერთ წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, 50% კი 16 წელს ზემოთ პირებში.
მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვაქცინაქცია ჩაიტარონ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტო საზოგადოება ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად ჩამოყალიბების შესახებ”.როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, სწრაფად ცვალებადი გლობალური რეალობა, შრომის ბაზრის მოთხოვნები და ინოვაციური ეკონომიკის განვითარება თანამედროვე, მოქნილ და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას მოითხოვს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალით სრულ მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს კონსტრუქციული, ღია და პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს როგორც აკადემიური საზოგადოების პოზიციას, ისე ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტერესებს: ტექნიკური უნივერსიტეტის - როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების ცენტრის - თვითმყოფადობის შენარჩუნება და მისი სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის გამოკვეთა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკის ფორმირებისთვის.მიღებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების სისტემის დივერსიფიკაციის, სპეციალიზაციისა და ინსტიტუციური იდენტობის განმტკიცების საერთაშორისო პრაქტიკასთან.გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების, ციფრული ტრანსფორმაციისა და შრომის ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნების პირობებში, განათლების სისტემის რეფორმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. რეფორმის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ინსტიტუციური რეორგანიზაცია, არამედ საგანმანათლებლო პროცესის შინაარსობრივი განახლება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და უმაღლესი განათლების მჭიდრო კავშირი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან. ამ კონტექსტში ტექნიკური განათლება განიხილება როგორც კომპონენტი ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, სისტემურად და აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. უნივერსიტეტი ფლობს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, აკადემიურ და სამეცნიერო რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მას მონაწილეობა მიიღოს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მართვას, სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციას, ინოვაციური პედაგოგიური მოდელების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.სტრატეგიული განვითარების პერსპექტივაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ტექნიკური და საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას, კვლევითი და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებას, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავებას და ტექნოლოგიური ტრანსფერის მექანიზმების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოებას და ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინჟინრების პროფესიულ განვითარებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განიხილავს საკუთარ მისიას როგორც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთიან პლატფორმას, რომელიც ემსახურება ეროვნული და რეგიონული განვითარების მიზნებს. სახელმწიფოსა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების პარტნიორობა ამ პროცესში განიხილება კრიტიკულ ფაქტორად რეფორმის ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტი მზად არის, გააგრძელოს პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განათლების სისტემის იმგვარი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.დარწმუნებული ვართ, სახელმწიფოსა და აკადემიური საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ისეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს და მომავლის საჭიროებებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში“, - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად. სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები მილევად რეჟიმში გადავა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჯეი დი ვენსის მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება

პირველ დღეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად იყვნენ ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების და ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მისალმების შემდეგ მარკო რუბიო მომესალმა და შემდეგ ჯეი დი ვენსი, რომელთანაც პატარა, თბილი, გულწრფელი პოზიტიური საუბარი შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა თბილად მოიხსენია საქართველო და პატრიარქზეც ისაუბრა.„ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა და გაკვირვებული ვიყავი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა. შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახან და რომ ვუთხარით, რომ ჩვენ 10 წლის წინ ზუსტად 17 მაისი, სწორედ პატრიარქის ინიციატივით მოხდა, რომ ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა. აი ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო. შეიმჩნეოდა კიდევაც, მე მგონი, საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს ქრისტიანულ ღირებულებებზე, ძალიან თამამები ვართ ქართველები, იმიტომ, რომ ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ, თან ისიც განვუცხადეთ, რომ 1700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.მისივე თქმით, ჯეი დი ვენსთან მცირე საქმიანი საუბარიც შედგა და მან აღნიშნა, რომ ინფორმირებულია საქართველოს შესახებ და აუცილებლად მოხდება ურთიერთობების განახლება.„რა თქმა უნდა, მცირე საქმიანი საუბარიც შედგა. მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ბევრი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში, მან განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალი ძიუდოისტია

პარიზში მიმდინარე 2026 წლის პირველ გრანდ სლემზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის შედეგების მიხედვით რვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.მსოფლიოში საუკეთესო ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა 2025 წელს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.პარიზში ქართველებმა კიდევ ორ ნომონაციაში გაიმარჯვეს – ეთერ ლიპარტელიანი ასევე საუკეთესო გახდა ნომინაციაში „წლის მოვლენა“.მესამე ჯილდო – წლის „საუკეთესო სამწვრთნელო გუნდი“ კი, ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელებს ერგოთ.პარიზში დაჯილდოებაზე იმყოფებოდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელსაც ჯილდო ევროპის ძიუდოს გაერთიანების პრეზიდენტმა, ლასლო ტოტმა გადასცა.

გივი მიქანაძე: მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას – ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, ხოლო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი მილევად რეჟიმში გადავა

შეჯერებული პოზიციებით, რეფორმის კონცეფციის მთავარი პრინციპების დაცვით, ერთობლივად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.მისივე თქმით, ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში გადავა.„ჩვენ ორიენტირებულები ვართ აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივიღეთ მილევად რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მინისტრმა.როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ერთხმად უჭერენ მხარს რეფორმის განხორციელებას და პროცესებში ჩართვისთვის მზად არიან.,,აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები და მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლობა ერთხმად აღიარებს და მხარს უჭერს იმ რეფორმის კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ისინი პროცესებში ჩართულობისა და მონაწილეობის სრულ მზაობას გამოთქვამენ.კომუნიკაცია რექტორებთან არაერთხელ შედგა - იყო კონსულტაციები ამ გადაწყვეტილებისა და არსებული არგუმენტების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ჯამში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და, ვფიქრობ, ამ შეხვედრებმა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა მინისტრმა.ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.

ხატია დეკანოიძე – ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყულევის პორტი რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო შეიძლება გაჩერდეს – „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს ეკონომიკური...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყულევის პორტი „რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო“ შეიძლება გაჩერდეს.კერძოდ, ხატია დეკანოიძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ყულევის პორტს შესაძლოა ევროკავშირის სანქციები დაემუქროს.როგორც დეკანოიძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა ან მშვიდობა.„რადიო თავისუფლების ინფორმაციის თანახმად, ყულევის პორტს შეიძლება სანქციები შეეხოს.თვეებია ვლაპარაკობ ამ თემაზე, რომ ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დააყენა და სანქციების თავიდან აცილებისთვის რუსეთის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება მისცა.ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტი რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო შეიძლება გაჩერდეს.ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური თუ სავაჭრო ინფრასტრუქტურა საფრთხეშია ივანიშვილის გამო.ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა ან მშვიდობა”, - წერს ხატია დეკანოიძე.ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“. სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:„ გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“, - აღნიშნავს გამოცემა.

ბოლო სიახლეები