პარასკევი, აპრილი 25, 2025

აშშ: 12 შტატი ტრამპის ადმინისტრაციას „უკანონო“ ტარიფების გამო უჩივის

12 შტატი ტრამპის ადმინისტრაციას ნიუ-იორკში, აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უჩივის და თეთრ სახლს „უკანონო“” ტარიფების დაწესებაში ადანაშაულებს, რომელიც აშშ-ს ეკონომიკაში „ქაოსს“ იწვევს.

სარჩელის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა ექვემდებარება მის „ახირებებს და არა ლეგიტიმური უფლებამოსილების სათანადო განხორციელებას“.

ასევე ეჭვქვეშ არის დაყენებული ტრამპის მტკიცება, რომ „საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის მიხედვით, მას შეუძლია თვითნებურად დააწესოს ტარიფები. სარჩელი შეიცავს სასამართლოსადმი თხოვნას, ტარიფები უკანონოდ გამოაცხადოს და მათი აღსრულება დაბლოკოს.

მოსარჩელე შტატები არიან: ორეგონი, არიზონა, კოლორადო, კონექტიკუტი, დელავერი, ილინოისი, მენი, მინესოტა, ნევადა, ნიუ მექსიკო, ნიუ იორკი და ვერმონტი.

არიზონას შტატის გენერალურმა პროკურორმა, კრის მეისმა ტრამპის სატარიფო რეჟიმს უწოდა „არა მხოლოდ ეკონომიკურად გაუმართლებელი, არამედ უკანონოც“.

სარჩელში ხაზგასმულია, რომ ტარიფების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ კონგრესს აქვს და „საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონით მინიჭებული უფლებები პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ შეუძლია გამოიყენოს, როდესაც ქვეყანას საზღვარგარეთიდან „უჩვეულო და განსაკუთრებული საფრთხე“ დაემუქრება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – ბურჭულაძე ამბობს, ცესკო-ს თავმჯდომარე ვიქნები, ზურაბიშვილი არჩევნებს დანიშნავსო, ვაშაძე გამზადებულია პრემიერობისთვის, ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ვუყურებთ

„ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით იმაზე ვერ ჩამოყალიბდა, ეუთო-ს გენერალურ მდივანს უნდა შეხვდეს თუ არა და ვინც შეხვდა, უნდა იყოს თუ არა კმაყოფილი. შეხვედრაზე ვერ შეთანხმებულან და რომელ ახალ არჩევნებსა და კოალიციაზე საუბრობენ? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში ერთიანი პოზიციები არ აქვთ.„ერთი განცხადება ვერ გაუკეთებიათ, სადაც ხელმომწერი იქნება ყველა – ერთი შინაარსის განცხადებაზე. წარმოიდგინეთ, ზოგი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ზოგი ამბობს, რომ არ მიიღებს. ასევე, ზოგიერთი ამბობს, რომ ეუთო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა კარგია, ზოგი ამბობს, რომ არ არის კარგი, ზოგიც იმას ამბობს, რომ კარგიც არის და ცუდიც. როგორ შეიძლება, ეს ხალხი პოლიტიკაში არსებობდეს და, საერთოდ, კოალიციაზე იყოს საუბარი? რაც შეეხება არჩევნებს, მგონი, პაატა ბურჭულაძემ ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა და ყველა დავისვენებთ. ის ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვიქნები, ჩვენ ჩავატაროთ არჩევნები და ზურაბიშვილი არჩევნების დანიშვნას ხელს მოაწერსო. მას ვეთანხმები – შეიძლება, მათ ტერიტორიაც კი გამოვუყოთ და ცესკო-ს თავმჯდომარე ბურჭულაძე იყოს, პრეზიდენტად ჰყავთ ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებს დანიშნავს. ვაშაძე გამზადებულია პრემიერობისთვის. დანარჩენი, რაც სანახავი იქნება, ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ამ სერიას ვუყურებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მერაბ კოკოჩაშვილი 90 წლის გახდა

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. რეჟისორი 90 წლის გახდა."სიმართლე გითხრათ, ასაკს ვერ ვგრძნობ. ვცდილობ, სპორტულად ვიცხოვრო.იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ, შრომაა საჭირო. ბუნებრივია, საყვარელი საქმის კეთებას ვგულისხმობ. თავიდანვე ვცდილობდი ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა."

მაია ბითაძე – საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად, მათ შორის, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები და ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მაია ბითაძემ საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განახლებად ენერგიაზე გადასვლის საკითხზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.„საქართველო, როგორც განახლებადი ენერგიის გამომუშავების ძლიერი პოტენციალის მქონე ქვეყანა, თანმიმდევრულად აახლოებს ეროვნულ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან. მათ შორის, 2024 წელს პარლამენტის მიერ მიღებულმა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულმა ინტეგრირებულმა გეგმამ განსაზღვრა 2030 წლის მიზნები – სათბურის აირების ემისიების შემცირების, განახლებადი ენერგიის ზრდისა და ენერგოსისტემების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.მისი თქმით, კლიმატის ცვლილების დაძლევის მიმართულებით საქართველოს ამბიცია ძლიერდება – 2025 წელს იგეგმება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლება და 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 47%-ით შემცირების მიზნის განსაზღვრა.ამასთან, საქართველო ნერგავს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემას, რაც უზრუნველყოფს ემისიების გამჭვირვალე აღრიცხვას შესაბამის სექტორებში და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ემისიებით ვაჭრობას.მაია ბითაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აქტიურად მუშაობენ „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონზე, რომელიც 2050 წლისთვის განსაზღვრავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის მიზანს.ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის პირველი ივლისიდან და გაერთიანების სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით შესაბამის რეფორმებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წელს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან, ძლიერ პოლიტიკურ ძალად, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა გარანტი

დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა.„მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად! მსურს ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის! წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად „ქართული ოცნების“ დიდ გუნდს! მადლობა ქართული ოცნების წევრებს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ! მადლობა საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს! მჯერა,  „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ მომავალს, შექმნის შესაბამის პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის! უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ბოლო სიახლეები