ორშაბათი, მარტი 31, 2025

აშშ-ში უკრაინის ელჩი – უკრაინა მხარს უჭერს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ტანგოსთვის ორია საჭირო

ტანგოსთვის ორია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოკსანა მარკაროვამ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოკსანა მარკაროვას თქმით, უკრაინა ამ იდეას მთელი გულით უჭერს მხარს.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ამას რუსეთი დაეთანხმოს“, – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება კრიტიკული რესურსების შესახებ შეთანხმებას, რომელზემ მოლაპარაკებას უკრაინა და შეერთებული შტატები აწარმოებენ, მარკაროვამ თქვა, რომ ორივე ქვეყნის გუნდი ორიენტირებულია სამუშაოს სწრაფ დასრულებაზე.

„ბევრი სექტორია, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. ჩვენ ნამდვილად გვსურს, მეტად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ევროპელ პარტნიორებთან და სხვებთან“, – აცხადებს ელჩი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ალექსანდრე იაშვილი – სომხეთთან მომხდარი ინციდენტის გამო ჯერ კონკრეტული გაფრთხილება არ მიგვიღია, იმედია, თურქეთთან უმაყურებლოდ არ ვითამაშებთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.„ჩვენთვის მნიშვნელოვანი B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იყო, რადგან ეს უფრო ძლიერ მეტოქეებთან თამაშისა და განვითარების წინაპირობაა. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ნოემბრის თამაშების შემდეგ წარმატებისთვის მიგვეღწია.სანიოლმა გუნდი ახალი ტაქტიკით ათამაშა. ეს დიდი ხანია, იგეგმებოდა და ბიჭებმა დავალებები კარგად შეასრულეს. გუნდის ტაქტიკას ფეხბურთელები განაპირობებენ და ახლა ვინც ნაკრებში თამაშობს, ოთხმცველიან სქემაზე გადასვლა შეუძლიათ, ეს სომხეთთან თამაშებში გამოჩნდა.რაც შეეხება სომხეთთან მომხდარ ინციდენტს – შევეცდებით, შემდეგ თამაშზე უფრო მაღალ დონეზე იყოს უსაფრთხოება დაცული, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს. რა სახის სანქცია იქნება, ამის შესახებ კონკრეტული გაფრთხილება ჯერ არ მიგვიღია. იმედია, ძალიან მკაცრი სასჯელი არ იქნება და თურქეთთან მატჩს მაყურებელი დაესწრება“.

გია აბაშიძე: მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება, რომლის ოჯახიც რეჟიმმა 2009 წლის მაისში აქციაზე საჭმლის მიტანის გამო დასაჯა, ხოლო „თიბისი“ ბანკმა თავისივე შეფასებული ქონება, რომელიც 500 000 დოლარის იყო, სახელმწიფოსგან 150 000 დოლარად იყიდა და სულ რაღაც 8 თვეში ეს ქონება 600 000 დოლარად გადაყიდა.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცჩაფრების გარდა, მრავალი ოჯახი გაძარცვა მამუკა ხაზარაძის ბანკმა და არც ერთი ე.წ. მენეჯერი არ უნდა დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა. მისივე თქმით, მრავალი ადამიანის სისხლსა და ცრემლზე დროებითად გამდიდრებულნი ვერ უნდა ბედავდნენ თავისუფლად ცხოვრებას, თემიდამ მათ კუთვნილი სასჯელები უნდა გამოუტანოს.„მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს. სულისშემძვრელია, რაც 31 მარტის პარლამენტის საგამოძიებო სხდომაზე მოისმინა საზოგადოებამ. ნაცჩაფრების გარდა, მრავალი ოჯახი გაძარცვა გარეწარი მამუკა ხაზარაძის ბანკმა და არც ერთი ე.წ. მენეჯერი არ უნდა დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა.მრავალი ადამიანის სისხლსა და ცრემლზე დროებითად გამდიდრებულნი ვერ უნდა ბედავდნენ თავისუფლად ცხოვრებას, თემიდამ მათ კუთვნილი სასჯელები უნდა გამოუტანოს“, - წერს გია აბაშიძე.

შალვა პაპუაშვილი – მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, აქ დაბალი ღობე არავინაა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერისთვის, მარინ ლე პენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.„მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა, – წერს შალვა პაპუაშვილი.საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. მარინ ლე პენს საფრანგეთის სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება, მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი. ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა.მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.

გიორგი ჩიკვაიძე – საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე

საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.„ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე.რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება არის დანაშაულებრივი და არის რუსული.ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!დღეს ჩემი შიმშილობის მეოცე დღეა. მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, შევნიშნე, რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი, შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის შემხედველი ქართველი ხალხი.ხშირად ისმის ფრაზა - ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ; ის კი, მშვიდად, მოწამებრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე - ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია - ერთი ერთზე - მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარია“,- წერს ჩიკვაიძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების - „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება“, „ჭაბურღილების ბურღვა“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი)“ წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა, კარლო კოპალიანმა და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასო ქარსელაძემ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში ხორციელდება.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერი, დოქტორი რატი გურგენიძე და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.ღონისძიებაზე მუნიციპალური პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები შეაჯამეს, ასევე, მისი განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოცემულ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი წარმატებით გაიარა თბილისში რეგისტრირებულმა 40 მოქალაქემ, „ჭაბურღილების ბურღვის“ სრული კურსი 15-მა, ხოლო „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის“ სრული კურსი, ასევე, 15-მა მოქალაქემ.პროგრამის მონაწილეებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა და უახლოეს მომავალში ღირსეულად დასაქმება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა. კარლო კოპალიანმა უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ სამომავლო სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების გავლის შედეგად, წარმატებული მსმენელები სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრის მიიღებენ.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, საშუალება ეძლევა მოქალაქეებს შესთავაზოს მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული და შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი პროფესიული კურსები, რომლებსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სასიხარულოა, რომ პროექტის ეს ეტაპი კარგი შედეგით დასრულდა - სერტიფიკატები გადაეცა სამი კურსის 70 წარმატებულ მსმენელს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტიურობაა და მომდევნო ეტაპებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების გავლის სურვილი 600-ზე მეტმა თბილისელმა გამოთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში რეგისტრაცია შეუძლია სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი შეზღუდული არ არის. თბილისის მერიასთან პარტნიორობით, გავაგრძელებთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, ამ შესაძლებლობას თბილისელები, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები ეფექტიანად გამოიყენებენ, წარმატებით დასაქმდებიან და ყველა მათგანი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს”, - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასო ქარსელაძის თქმით, პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედებით, თბილისის მერია მიზნად ისახავს დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების შესწავლას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას. როგორც ვასო ქარსელაძემ აღნიშნა, თბილისის მერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას პროგრამის მომდევნო ეტაპებზეც აქტიურად გააგრძელებს.„ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს სრული ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც კადრების ნაკლებობაა. პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო საშუალებაა ყველა იმ თბილისელისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნივერსიტეტში შეისწავლოს მოთხოვნადი პროფესიები, გადამზადდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. სამუშაო ადგილების მოძიებაში მათ თბილისის მერიისგან მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა ვასო ქარსელაძემ.ცნობისათვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში - მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში. პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა.

ბოლო სიახლეები