ამერიკის შეერთებულ შტატებში კაცს არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმის მცდელობისთვის სასამართლომ 60 წელი მიუსაჯა. სიტუაციას ის გარემოება ამძიმებს, რომ ბრალდებული ბავშვის მამაა, გოგო კი სულ რაღაც 4 წლისაა. ამის შესახებ washingtonpost-ი წერს.
გაირკვა, რომ ბავშვის სექსისთვის გაყიდვის შესახებ განცხადება ენდრიუ ჯეიმს თარლიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამის სანაცვლოდ 2 საათში 1000 დოლარს ითხოვდა. მას 70 პოტენციური კლიენტიც გამოუჩნდა. ის კლიენტებს დაჰპირდა, რომ თავის შვილს “მომსახურებამდე” დამამშვიდებელ აბებს დაალევინებდა. ინციდენტი ვისკონსიში მოხდა.
მას შემდეგ რაც პოლიციისთვის განცხადების შესახებ ცნობილი გახდა, ერთ-ერთი პოლიციელი მას როგორც კლიენტი ისე გაეცნო. ბავშვი პოლიციელმა სახლში, ლოგინში მწოლიარე და შიშველი იპოვა. ეჭვმიტანილი მამა მაშინვე დააკავეს, ხოლო დედამ თქვა, რომ ქმრის ზრახვების შესახებ არაფერი იცოდა.
30 წლის კაცს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს.