კვირა, მარტი 15, 2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი – ევროკომისიამ ზეწოლა მოახდინა, რათა სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში არჩევნების წინ „ტიკ-ტოკი“ დაცენზურებულიყო

ევროკომისიამ ზეწოლა მოახდინა პლატფორმებზე, რათა მათ კონტენტი დაეცენზურებინათ სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, მოლდოვაში, რუმინეთსა და ირლანდიაში დაგეგმილი არჩევნების წინ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.

ანგარიშის თანახმად, არასაჯარო დოკუმენტები აჩვენებს, თუ როგორ ახდენდა ევროკომისია რეგულარულად ზეწოლას პლატფორმებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნების წინ, კონსერვატიული ან პოპულისტური პოლიტიკური პარტიებისთვის არახელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია 2023 წლის სლოვაკეთის არჩევნები, სადაც „ტიკ-ტოკმა“ ევროპის მხრიდან ზეწოლის გამო დააცენზურა შემდეგი „სიძულვილის ენა“: „არსებობს მხოლოდ ორი სქესი“; „ბავშვები არ შეიძლება, იყვნენ ტრანსგენდერები“; „მე ვფიქრობ, რომ ლგბტ იდეოლოგია, გენდერული იდეოლოგია, ტრანსგენდერული იდეოლოგია დიდ საფრთხეს წარმოადგენს სლოვაკეთისთვის, ისევე როგორც კორუფცია“ და ა.შ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს განცხადებები არ არის „სიძულვილის ენა“, ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ მოსაზრებებს მიმდინარე საკამათო სამეცნიერო და სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, „ტიკ-ტოკმა“ თავად აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკური მოსაზრებებიდან ზოგიერთი „ხშირი იყო სლოვაკეთის პოლიტიკურ დისკუსიებში“, თუმცა, „ევროკომისიის ზეწოლის ქვეშ, „ტიკ-ტოკმა“ ეს განცხადებები სლოვაკეთის ეროვნული საპარლამენტო არჩევნების წინ დააცენზურა“.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ ყველაზე აგრესიული ცენზურის ზომები 2024 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო. 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელშიც კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, მას შემდეგ, რაც რუმინეთის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ფარულად უჭერდა მხარს ჯორჯესკუს კოორდინირებული „ტიკ-ტოკ“ კამპანიის მეშვეობით.

„კომიტეტისთვის წარდგენილი შიდა დოკუმენტები, როგორც ჩანს, ამ ნარატივს ძირს უთხრის. „ტიკ-ტოკმა“ ევროკომისიას განუცხადა, რომ ვერ აღმოაჩინეს რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიის მტკიცებულება და ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. თუმცა არჩევნების შედეგები არასოდეს აღდგენილა და 2025 წლის მაისში, განმეორებით არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მერი: სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი  ექიმები და ფსიქოლოგები მოსახლეობას ეხმარებიან… ქუთაისი-ტყიბულის გზა ისევ გადაკეტილია

12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „ტყუილების გავრცელების გამო“

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ამერიკული მაუწყებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისა დროს „ტყუილებისა და დამახინჯებული ახალი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.ბრენდან კარმა, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში „ყალბი ამბები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მაუწყებლობის ინდუსტრია „გეზს არ გამოასწორებს“, მათ შესაძლოა, მაუწყებლობის ლიცენზიები გაუუქმდეთ.„მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ლიცენზიებს“, – თქვა კარმა.მის ჩანაწერს ერთვოდა სოციალურ ქსელში, „თრუს სოშიალში“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის ამერიკული მედიის ნაწილის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას „შეცდომაში შემყვანსა“ და „საშინელს“ უწოდებს.

ჰაკან ფიდანი – აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ თუ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განაცხადებით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს.„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი  გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევები „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ფიდანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მდგომარეობა მუდმივ ხასიათს არ მიიღებს“.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამით მან კომენტარი გააკეთა იმ ინციდენტებზე, როდესაც ირანიდან გაშვებული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.„ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ასევე ჩვენი გაგება და კონსტრუქციული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე წავალთ. როგორც იცით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ იყო მიმართული, ჰაერში განეიტრალდა. ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ირანელ კოლეგებთან“,- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად შესაძლო პროვოკაციებისა.

დონალდ ტრამპი – მოვისმინე, რომ მოჯტაბა ხამენეი აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს „ჭორები“ უწოდა.„არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება“, –  განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „ენბისისთან“ სატელეფონო ინტერვიუში.„მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, თუმცა ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.ზოგიერთი ინფორმაციით, ხამენეი, შესაძლოა, დაჭრილი იყოს. ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.13 მარტს აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა  განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებული“.

დონალდ ტრამპი – ზელენსკისთან შეთანხმება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ტრამპმა კითხვას უპასუხა, რომელიც რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას ეხებოდა.ცნობისთვის, აშშ-მა დროებით დაუშვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვა, რომელიც უკვე ტანკერებზეა, რათა შემცირდეს ენერგომატარებლების ფასები, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.ტრამპმა განაცხადა, რომ მას „მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს“.მისივე განმარტებით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება. შემდეგ კი მან უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა.„მიკვირს, რომ ზელენსკის არ უნდა შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, წავიდეს შეთანხმებაზე, რადგან პუტინს უნდა შეთანხმება“, – თქვა ტრამპმა.ამავე ინტერვიუში ტრამპმა უარყო უკრაინის შეთავაზება, დაეხმაროს აშშ-ს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.მან განაცხადა, ზელენსკი ბოლო ადამიანია, რომლისგანაც ვაშინგტონს დახმარება სჭირდება.ტრამპს ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.„შესაძლოა, რუსეთი აწვდის ინფორმაციას, შესაძლოა – არა“, – თქვა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა „იმავეს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ“:„ჩვენც ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას უკრაინას და ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები