აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თვის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ოკლაჰომის დიდი შტატიდან უაღრესად პატივცემული აშშ-ის სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან გახდება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) მდივანი. ამჟამინდელი მდივანი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალი და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალურ წარმომადგენლად „ამერიკის ფარისთვის“, ჩვენი ახალი უსაფრთხოების ინიციატივისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს დორალში, ფლორიდაში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის თავისი სამსახურისთვის“, – წერს ტრამპი.
მისივე თქმით, მალინს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაუღალავად იმუშავებს.
„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში – 10 წლის და სენატში 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობის შემდეგ მარკვეინმა უდიდესი სამუშაო გასწია ოკლაჰომის შესანიშნავი ხალხის წარმოსადგენად, სადაც მე მოვიგე 77 ოლქიდან 77 – 2016, 2020 და 2024 წლებში! MAGA-ს მეომარი და ყოფილი დაუმარცხებელი პროფესიონალი MMA მებრძოლი მარკვეინი ნამდვილად კარგად ეწყობა ხალხს და იცის, რა სიბრძნე და გამბედაობაა საჭირო ჩვენი „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის წინსვლისთვის.
სენატში ერთადერთი მკვიდრი ამერიკელი – მარკვეინი ჩვენი წარმოუდგენელი ტომობრივი თემების ფანტასტიკური დამცველია. მარკვეინი დაუღალავად იმუშავებს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიგრანტების დანაშაულის, მკვლელებისა და სხვა დამნაშავეების ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის შესაჩერებლად, უკანონო ნარკოტიკების დასასრულებლად და ამერიკის კვლავ უსაფრთხოდ გასახდელად. მარკვეინი შიდა უსაფრთხოების შესანიშნავი მდივანი გახდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

