Reuters- ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისლამური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ჰანიე ეგვიპტეში მოქმედ ორ ისლამურ დაჯგუფებასა და პალესტინის ტერიტორიაზე ერთ დაჯგუფებასთან ერთად გლობალურ ტერორისტად სახელდება.
სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განმარტებით, შავ სიაში შეყვანილი დაჯგუფებები ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან და თავს ესხმიან აშშ-ს მოკავშირეებს: ეგვიპტესა და ისრაელს.