პარასკევი, ივნისი 6, 2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები“-წერს ქვრივიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

რა გახდა პატარა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?-შემზარავი ტრაგედია ხაშურში,ბავშვი გარდაიცვალა, დედა სიცოცხლეს ებრძვის

 ხაშურში დღეს შემზარავი ტრაგედია მოხდა – სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მამამ 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზაში მუშაობს და ღამის მორიგე ცვლაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა სკოლაში დადიოდა.ამ დროისთვის, ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, საკვების მოწამვლას განიხილავენ.„ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ ჰქონდა ნაჭამი, მაგრამ ნაჭამია სახლში დამზადებული აჯაფსანდალი და, მგონი, ძეხვიც. აღებულია ნიმუშები და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ბავშვის დედა კომაშია, გულიც აქვს დაზიანებული. შესაძლოა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში ნახა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა მისი მდგომარეობა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ფრიდრიხ მერცი – 6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე...

6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გავლენა იქონიოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.როგორც მერცმა აღნიშნა, ყველა ეძებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს.„მე აქ ვარ ბატონო პრეზიდენტო, რომ მოგვიანებით გესაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ყველანი ვეძებთ ზომებს და ინსტრუმენტებს, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ხვალ, 6 ივნისს აღინიშნება დღე, როცა ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში. მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენს ხელშია, და, რა თქმა უნდა, ჩვენსაში“, – აღნიშნა მერცმა.მერცის რეპლიკას, რომ ამერიკელებმა 6 ივნისს ევროპაში ომი უკვე ერთხელ დაასრულეს, ტრამპა უპასუხა, რომ ეს დღე ალბათ არასასიამოვნო იქნებოდა. ფრიდრიხ მერცმა კი აღნიშნა, რომ არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ამან გერმანია ნაცისტური დიქტატურისგან გაათავისუფლა.„ნამდვილად არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ეს იყო ჩემი ქვეყნის გათავისუფლება ნაცისტური დიქტატურისგან. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად ვართ ვალში თქვენთან. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ამერიკა დღესაც ძლიერ პოზიციაშია, რათა გავლენა იქონიოს ომის დასრულებაზე. მოდით, ვისაუბროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. თქვენ კარგად იცით, რომ უკრაინას აქტიური მხარდაჭერა გავუწიეთ და ახლა კიდევ უფრო ძლიერ ზეწოლას ვახდენთ რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერცმა.

ბოლო სიახლეები