აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ჩემი ძირითადი “მესიჯის” გადაცემა შევძელი, რომ საქართველოში რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ – ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.
„ინაუგურაციამდე შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი რამდენიმე წინასაინაუგურაციო მიღებას, რომლებიც ამ ქალაქში მიმდინარეობდა. ამ ღონისძიებებზე კაბინეტის რამდენიმე მინისტრთან წარმადგინეს, რომლებიც ჯერ დამტკიცებული არ არიან სენატის მიერ, მაგრამ ეს პირველი კონტაქტები იყო.