აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” სახელითაა ცნობილი.
კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
კანონპროექტი წარდგენილია და ის გადაეგზავნა საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად. კომიტეტები შეისწავლიან კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც მათ კომპეტენციაში შედის.