ვლადიმერ პუტინმა ირანის სამხედრო ძალისხმევას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა სენატორებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კეინმა უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე მოსმენის საჯარო ხასიათის მოტივით, თუმცა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, გარკვეული ქმედებები მიმდინარეობს“.
კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი დაეთანხმა ამ მოსაზრებას.
„ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი სერიოზულ ზომებს იღებს ირანში წარმატების მისაღწევად ჩვენი ძალისხმევის შესასუსტებლად“, – განაცხადა ვიკერმა.

