ორშაბათი, აგვისტო 3, 2026

აქციის დროს სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 43 პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 43 პირია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობასთან აქციაზე 32 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც 3 აგვისტოს, დღისით უნდა წაიკითხოთ

3 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია იხსენიებს წინასწარმეტყველ ეზეკიელს და ამ დღეს იკითხება მისი ხსენების ტროპარი-კონდაკი.წინასწარმეტყველი ეზეკიელის კონდაკი:წინაისწარმეტყუელად ღმრთისა გამოსჩნდი შენ, ეზეკიელ საკვირველო, და უფლისა განხორციელებაი უმეტესად ყოველთასა მოგვითხრენ, ვითარმედ ესე კრავი და დამბადებელი ყოველთა საუკუნეთა ძე ღმრთისა გამოსჩნდეს.

შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

სამი წელი შოვის ტრაგედიიდან - ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება თავს დაატყდა. 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასშტაბური და მოულოდნელი სტიქიის შედეგად შოვი გარე სამყაროს მოწყდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენის საშუალებით კურორტზე ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა. სამწუხაროდ სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი.ასეთი მასშტაბური კატასტროფის მიზეზი რამდენიმე მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა - ამ ყველაფერმა ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სგპ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის - 79 აბი „სუბოტექსი”, ასევე 12 აბი „მდმა“ და „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებები კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მალულად (სამგზავრო ჩანთასა და ქურთუკის ჯიბეებში) შემოჰქონდა. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სტუ-ის რექტორი პროფესორ გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქაშაკაშვილების ოჯახს, კოლეგებსა და აღზრდილებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„გურამ ქაშაკაშვილის წასვლა მძიმე დანაკლისია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო საზოგადოებისთვის. მან თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის განვითარებას, საინჟინრო განათლების გაძლიერებასა და მეტალურგიის დარგის წინსვლას მიუძღვნა.იგი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი და ემერიტუსი, საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრი, 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 65 გამოგონების ავტორი. მისი პროფესიული გზა არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა, თუმცა ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ის ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური ღირსებებია, რომლებიც მან თავის სტუდენტებს, კოლეგებსა და მომავალ თაობებს დაუტოვა.გურამ ქაშაკაშვილის ღვაწლი არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა. იგი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, დამსახურებული გამომგონებელი, ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის მფლობელი. ეს ჯილდოები მისი განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, მეცნიერული მიღწევებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის დასტურია.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ბატონი გურამ ქაშაკაშვილი იყო არა მხოლოდ გამორჩეული მეცნიერი და პედაგოგი, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის, პრინციპულობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი. მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უნივერსიტეტის ისტორიაში, ხოლო მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. გურამ ქაშაკაშვილის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ – აქტიურად მიმდინარეობს ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია, კომპანია კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან

შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლის პირველ ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. კომპანიის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.„2026 წლის 3 ივლისს „ბლექ სი პეტროლიუმსა“ და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის  გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთბოს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრესბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ბლექ სი პეტროლიუმი“ მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.„ბლექ სი პეტროლიუმი“ განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი – მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები