ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

„აქსიოსი“ – პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

პორტალ „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისადმი სერიოზულ დაინტერესებას ავლენს.

„აქსიოსის“ ცნობით, ამერიკელმა ლიდერმა გამოხატა რწმენა, რომ რუსეთი მზადაა, დადოს შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამასთან, ტრამპის საუბრიდან გამომდინარე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლასთან ახლოსაა.

წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროპელი ლიდერები იყვნენ „გაოცებულები და შოკირებულები“.

პორტალის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ ტრამპი აცნობებდა მათ რუსეთის თანხმობას ცეცხლის შეწყვეტაზე ან აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

გავრცელებული ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ პუტინი დათანხმდა პირდაპირ მოლაპარაკებებს და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ამ სიტყვებს რამდენიმეწამიანი სიჩუმე მოჰყვა. შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი მანამდეც დათანხმდა მოლაპარაკებებს და პირველი რაუნდი ჩატარდა სტამბოლში გასულ კვირას. წყაროების ცნობით, ამავე საუბრისას ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს შეახსენეს, რომ მოლაპარაკებების დაწყება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით მისი იდეა იყო.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს საუბარი უარყოფითად შეაფასა. ზელენსკის გარდა, ამ საუბარში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ინტერნეტპორტალის წყაროების თქმით, მელონი ჩაერთო საუბარში და დაინტერესდა, „რატომ არ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყებამდე თუნდაც ორი კვირით გამოცხადდეს ზავი?“ იტალიის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მონაწილეობა რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში.

„ვიღაც ხომ უნდა იყოს მსაჯული“, – მოჰყავს „აქსიოსის“ წყაროს მელონის სიტყვები. გავრცელებული ცნობით, მერცი გამოვიდა ინიციატივით, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეხვედრა ჩატარდეს.

საუბრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ იქნება ჩართული ამ მოლაპარაკებებში. მან განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს თავის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ პუტინს სთხოვა, წარმოედგინა „ისეთი ვარიანტი, რომელზეც თანხმობა იქნება შესაძლებელი“ და არა წინადადება, რომელიც „დაუყოვნებლივ იქნება უარყოფილი“, – წერს „აქსიოსი“.

ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების წინა რაუნდებმა არ გამოიღო შედეგი და თუ ტრამპი არ მოახდენს ზეწოლას, პუტინი არ გაინძრევა.

ცნობისთვის, 19 მაისს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გამართეს სატელეფონო საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდუბეში, კაცს თბილისი-ბათუმის მატარებელი დაეჯახა

თბილისი - ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა დიდუბეში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მამუკა ხაზარაძე – გერმანიის ელჩზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს!

გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს! - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს."მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ. ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი! კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვგმობ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ელჩს და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მეგობრობას!" - წერს ხაზარაძე.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს."საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – პარტნიორებთან განვიხილავთ დონალდ ტრამპთან საუბრის დეტალებს, მნიშვნელოვანია, აშშ დარჩეს მშვიდობასთან მიახლოების პროცესში ჩართული, რუსეთს სწორედ ამერიკის ეშინია

რუსეთს ამერიკის ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.მისივე თქმით, ამჟამად მოკავშირეებთან ერთად განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დეტალებს.„დიპლომატია უფრო ძლიერია, როცა გაერთიანებულები ვართ. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან გუშინდელი საუბრის დეტალებსა და იდეებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა დარჩეს ჩართული მშვიდობასთან მიახლოების პროცესში. სწორედ ამერიკის ეშინია რუსეთს და სწორედ ამერიკის გავლენას შეუძლია, გადაარჩინოს ბევრი სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის ახალი, რიგით მეჩვიდმეტე სანქციების პაკეტის დამტკიცება. ზელენსკის შეფასებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი.„ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და უნდა იყოს იმდენი სანქცია, რამდენიც საჭიროა რუსეთის მშვიდობით დაინტერესებისთვის, მისი აგრესიისა და ომის გახანგრძლივების სურვილის სრული ფასის შეგრძნებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება“, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

გედევან ფოფხაძე: მომხრე ვარ რადიკალიზაციის. უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება

„აბსოლუტურად შესაძლებელია ყველაფრის დაორგანიზება, იმ დღეს, 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ, რომ 26 მაისს, ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია ან მიგაჩნია, რომ ეს მსხვერპლი არ ღირს ამ ეტაპზე...სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გადაცემა „სპექტრში“ განაცხადა.„მე არავის არ ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიას, რომელმაც გადაწყვიტა, ჩვენ წაგვართვას სამშობლო და მომავალი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება – როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი

პეპელა, როგორც სიმბოლო, ყოველთვის იპყრობდა ხალხის ყურადღებას. სხვადასხვა კულტურაში ის არა მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს წარმოადგენს, არამედ სულების მნიშვნელოვან შეტყობინებებსაც. სტატიაში განვიხილავთ, თუ რა ნიშნები ასოცირდება პეპლებთან, როდის არის მათი გამოჩენა სასიხარულო ამბის მომასწავებელი და როდის უნდა იყოთ ფრთხილად.პეპელა სახლში: სიმბოლიზმი სხვადასხვა კულტურაში მრავალ კულტურაში პეპელა გარდაცვლილი წინაპრების სულთან ასოცირდებოდა. მისი გამოჩენა სახლში ხშირად აღიქმებოდა, როგორც სულის არსებობის ნიშანი, რომელიც შთამომავლებს უყურებს. პეპელა ასევე იყო აღორძინებისა და მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, რომელიც ხშირად იყო გამოსახული ქრისტიანულ ხელნაწერებში, სადაც ჩვილი იესო პეპელას ხელს უწვდის, როგორც ახალი დასაწყისის სიმბოლოს. იაპონურ კულტურაში პეპელა ასევე სიმბოლურად გამოხატავს სულს, განსაკუთრებით გარდაცვლილი საყვარელი ადამიანის სულს. მისი სახლში გამოჩენა იმის ნიშნად ითვლებოდა, რომ გარდაცვლილთან ყველაფერი კარგად იყო და ის სასიხარულო ამბავს გადასცემდა. წყვილად ფრენა პეპლებს ხანგრძლივ და ბედნიერ ურთიერთობებთან აკავშირებდა. იაპონიაში პეპლები ასევე ითვლება აღორძინებისა და სულიერი ზრდის პროცესის სიმბოლოდ.ჩინურ კულტურაში პეპლები ბუნების სულების მაცნეები არიან, ასევე სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოები. თუ სახლში პეპლები წყვილ-წყვილად ჩნდებიან, ეს ურთიერთობისთვის კარგ ნიშნად ითვლება. გარდა ამისა, ფენ-შუი გვირჩევს სახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პეპლების სურათების გამოყენებას სიყვარულში წარმატების მოსაზიდად.თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტია პეპლის ფერი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ნიშნის ინტერპრეტაცია.თეთრი პეპელა კარგი ცვლილებების, სინათლისა და სასიხარულო ამბების სიმბოლოა.ყვითელი და ნარინჯისფერი პეპლები გპირდებიან ფინანსურ წარმატებას, საჩუქრებს და ბედის კეთილშობილებას. ეს პეპლები განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის. ლურჯი ან ღია ცისფერი პეპელა იშვიათი, მაგრამ ძლიერი ნიშანია იმისა, რომ სანუკვარი ოცნება ახდება, განსაკუთრებით თუ ადამიანმა ძალისხმევა გასწია.წითელი პეპელა არის ვნებიანი სიყვარულის ან პირად ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებების სიმბოლო.შავი პეპელა - ხშირად აღიქმება, როგორც მწუხარების ნიშანი ან გარდაცვლილის შეხსენება, რომელსაც ხსოვნა და ყურადღება სჭირდება.ფერადი პეპელა სიმბოლოა შერეული მოვლენების, სიხარულისა და სიურპრიზების, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრების.ნიშნის სწორად წასაკითხად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადგილს, სადაც პეპელა ჩერდება.ფანჯარაზე სიახლეების მაუწყებელია, ხშირად შორეული ადამიანებისგან. ეს შეიძლება იყოს წერილი ან სატელეფონო ზარი.კარზე - სიმბოლოა წარსულიდან ვინმეს დაბრუნების, ვინც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ გინახავთ.ხელზე არის საჩუქრის ან ბედნიერი შემთხვევის ნიშანი, რომელიც შთაგონებას მოიტანს.თავზე - აზროვნების ან გამჭრიახობის ცვლილებების საწინდარი. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს ხანგრძლივი გამოცდილებისგან განთავისუფლებას.მხარზე - სიმბოლოა საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის ან საიმედო მოკავშირის გამოჩენის. ყვავილზე - ახალი გრძნობებისა და ურთიერთობების აყვავების.ხატებზე ან ფოტოებზე - ეს შეიძლება იყოს გარდაცვლილი ნათესავების გზავნილი, რომელიც სიფრთხილისა და დაბალანსებული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს.თუ პეპელა უბრალოდ წრეზე დაფრინავს დაშვების გარეშე, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისთვის, ვინც პირველად შენიშნა იგი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რა განწყობაზე იყავით და რას აკეთებდით იმ დროს, როდესაც მწერი შენიშნეთ, რათა სწორად გაიგოთ შეტყობინების მნიშვნელობა.

ბოლო სიახლეები