ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

აფხაზეთში სამმა მოქალაქემ ფულის სანაცვლოდ 199.8 ტონა აზიური ფაროსანა დაიჭირა

აფხაზეთში მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რამდენიმე დღის განმავლობაში, 199.8 ტონა აზიური ფაროსანა დაიჭირა. თანხა, რომელიც ფაროსანას დაჭერის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ მოქალაქეებს უნდა გადასცეს 200 მილიონ რუბლს აჭარბებს. ამის შესახებ “ლაივპრესი” აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღნიშნული პირების ვინაობა არ საჯაროვდება.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას განუმარტა, მავნებლის შეგროვების მოტივაცია სწორედ ფულადმა ჯილდომ მისცა.

„თუ ადრე აზიურ ფაროსანას ვწვავდით, ახლა ვიჭერთ პლასტმასას ბარელებით და მიგვაქვს სპეციალურ პუნქტებში“, – თქვა რესპოდენტმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსული მხარე მზადაა აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს.

მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულათ ხატუოვი თვლის, რომ ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებლეთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

2 აპრილიდან, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო“ მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას აკრზალავს, შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დანილო დელა ვალე – ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ

საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია. და ეს მზია ამაღლობელის კონტექსტში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ იყოს ცარიელი ლაპარაკი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„უნდა მივყვეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელსაც ამჟამად ვაშინგტონი ახორციელებს. დღეს დაახლოებით 300 ადამიანია დაკავებული ამერიკაში. ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს, რომლებსაც აკავებენ, რადგან, მაგალითად, ამერიკაში არ სურთ ჯარში მსახურება. ჟურნალისტებს ყველგან აკავებენ. აქ განსაკუთრებით ვსაუბრობთ საქართველოზე – ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

პეტრ ბისტრონი – მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ

ევროპარლამენტი მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებასა და ენჯეოაქტივისტს, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ახლა დაპატიმრებულია. თუ მართლა გაინტერესებთ სიტყვის თავისუფლება და დაპატიმრებული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, შეხედეთ, რა ხდება ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპალრამენტარმა პეტრ ბისტრონმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„მაგალითად, დევიდ ბენდელსი გერმანიაში, რომელიც შვიდი თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას სძულს სიტყვის თავისუფლება; „იუთუბერი“ შტეინი, რომელიც ციხეში ცხრა თვით გაუშვეს. მას არ უცემია პოლიციელი, უბრალოდ მხარს უჭერდა სიტყვის თავისუფლებას. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ“,- განაცხადა ბისტრონმა.

გორში 24 წლის კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი თვითდაზიანება მიიყენა

გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა. ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.რა გახდა ახლად დაქორწინებულ ოჯახში დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

🎥სოფო ხორგუანის პასუხი კითხვაზე, – გიორგი გახარია თუ იყო გუნდური მოთამაშე, როგორ გახსნა საგუშაგო ისე, რომ საქმის კურსში არავინ არ ჩააყენა?

 ყველა იყო საქმის კურსში - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, სოფო ხორგუანმა კითხვის („გიორგი გახარია თუ იყო გუნდური მოთამაშე, როგორ გახსნა საგუშაგო ისე, რომ საქმის კურსში არავინ არ ჩააყენა?“) პასუხად განაცხადა. 

ნაჩო სანჩესი – გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი,

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.„ყველაზე შემაშფოთებელი ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არ მხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის ქმედებები, როგორც მოქალაქეებს ეპყრობიან – ბავშვებივით, არასრუწლოვნებივით. გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ დარბაზში კეთდება ქვეყნის შესახებ. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები აკეთებენ, როგორიცაა მზია ამაღლობელი. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი პრესის თავისუფლების წინააღმდეგ სასაცილო ზომებით.ზოგჯერ, მაგალითად, თუ ჟურნალისტები იყენებენ სიტყვებს: არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, ოლიგარქიული მთავრობა, რეჟიმის პატიმრები ან რუსული რეჟიმი – ყველა ეს გამონათქვამი, ყველა ეს გამოხატულება აკრძალულია იმ ქვეყანაში“,- განაცხადა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას.

ბოლო სიახლეები