ორშაბათი, მარტი 2, 2026

აუდიტის ფინანსური აუდიტი შესაძლოა საერთაშორისო კომპანიამ განახორციელოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი პარლამენტის დროებითი კომისიის ნაცვლად სასურველია, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ განახორციელოს.

როგორც ირაკლი კოვზანაძე განმარტავს, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან“ მიმართებაში პარლამენტი კონტროლის ორ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ფლობს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელიც განიხილავს აუდიტის სამსახურის დასკვნებს და მის საფუძველზე კომიტეტი შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე პარლამენტის დროებით კომისიას, რომელიც ათეულ წელზე მეტია, ახორციელებს აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

„ვფიქრობ, შესაძლებელია და დროა, რომ პარლამენტის დაკვეთით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი პირდაპირ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს „დიდი ოთხეულიდან“, დაახლოებით, იმავე პრინციპით და წესით, როგორც ეს ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ-ის) მხარდაჭერით ბორჯომში მიმდინარეობს.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი წევრები, საქართველოს გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ასევე უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სახელწიფო აუდიტის სამსახურის თანაშრომლები და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოჰან ვადეპული – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება

გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა.მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

ირანის განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას ირანული მედია "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით ავრცელებს."ირანის სახელმწიფო მედია, ირანის "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანში აშშ-ისრაელის იერიშების დაწყებიდან, სულ მცირე 555 ადამიანი დაიღუპა", - წერს Reuters-ი.

ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სურვილზე, რომ ირანის მსგავსი ამბავი საქართველოშიც განვითარდეს: ეს ხმა ტკბილი – უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში განვითარებულ მოვლენებზე შემდეგი რამ დაწერა: "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში", ანანიძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ ეს ტკბილი ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უკვე გაიგონა."ეს ხმა ტკბილი - უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს", - წერს ანანიძე.

გიგა ფარულავა: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები რომ გადაიტვირთოს, ამას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოკლებულია

ჩვენი ინფორმაციით, ეს ოფიციალური ვიზიტი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოფიციალური მიწვევა არ არის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაცია შტატებში ამერიკელი კონგრესმენის მოწვევით გაემგზავრა.„მათ შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება. ეს არის ამერიკელი კონგრესმენის პირადი მიწვევა. ექნებათ შესაბამისი შეხვედრები და ამას დადებითი ეფექტი ვერ ექნება.ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ურთიერთობები რომ გადაიტვირთოს, ამას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მოკლებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მმართველი გუნდი.ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი არ აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული ურთიერთობა გადატვირთოს, ეს დიდი უბედურებაა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ასეთ პოლიტიკურ გასაჭირში არ მიატოვებს“,- განაცხადა ფარულავამ.​შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია. ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში – მიხეილ სააკაშვილი

ირანის ლიდერების მკვლელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ანალოგიური სცენარი საქართველოში სურს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა."დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" - წერს სააკაშვილი, რომლის განცხადებაც მმართველი გუნდისთვის მავნებლობის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გაგრძელებაა.

ბოლო სიახლეები