სამშაბათი, აგვისტო 12, 2025

ასტრონომებმა უძველესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

 ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა სამყაროს ყველაზე ადრეული შავი ხვრელი გამოავლინა, რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში მდებარეობს. ისინი დიდი აფეთქებიდან 500 მილიონ წელში უკვე არსებობდა, ანუ მათი სახით ვუმზერთ კოსმოსურ ობიექტებს, რომელთა ასაკიც 13.3 მილიარდი წელია. ეს კოსმოსის ევოლუციის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს.

ავტორები აცხადებენ, რომ რამდენიმე უფრო ძველი სავარაუდო შავი ხვრელიცაა დაფიქსირებული, მაგრამ მათთან ასოცირებული სპექტროსკოპული კვალი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი მათგანის არსებობა არაა დადასტურებული. სპექტროსკოპიის მეთოდი სინათლის სხვადასხვა ტალღებად განცალკევებად გულისხმობს, რაც სხივების წყაროს მახასიათებლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

შავი ხვრელების მთავარი ინდიკატორი სწრაფად მოძრავი აირის ნაკადია, რომელიც წრიულად გადაადგილდება და მათში ჩაედინება. ამ პროცესში მსგავსი მატერიის სინათლე ჩვენთან დაშორებისას სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის, მოახლოებისას კი — ლურჯში. ეს სწორედ შავი ხვრელების “ანაბეჭდია”, რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში აღმოაჩინეს. ამისთვის მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ პროგრამა CAPERS-ის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.

ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული შავი ხვრელის მშობელი გალაქტიკა ამ ობიექტთა “პატარა წითელი წერტილების” ახალ კატეგორიას მიეკუთვნება. ისინი სამყაროს მხოლოდ პირველ 1.5 მილიარდ წელში ფიქსირდება, ძალიან კომპაქტური, წითელი და მოსალოდნელზე მეტად კაშკაშაა.

მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს, ამიტომ იმედოვნებენ, რომ CAPERS-LRD-z9 პასუხების გაცემაში დაგვეხმარება. მაგალითად, უკვე გავიგეთ, რომ ამგვარი გალაქტიკების გამორჩეული ელვარების მიზეზი მათი ზემასიური შავი ხვრელებია და არა ვარსკვლავთა სიმრავლე. შავი ხვრელების სინათლეს მათ მიერ მიზიდული მატერიის გაცხელება და შეკუმშვა განაპირობებს, რაც ძალიან ენერგიული პროცესია.

შესაძლოა, უკანასკნელი მიგნებით ისიც შევიტყოთ, თუ რატომაა ეს გალაქტიკები განსაკუთრებულად წითელი. არ გამორიცხავენ, რომ ეს შავი ხვრელების გარშემო თავმოყრილ აირის ღრუბელს უკავშირდებოდეს, რომელში გამავალი სხივებიც უფრო წითელ ტალღებში გადადის.

აღსანიშნავია, რომ CAPERS-LRD-z9-ის შავი ხვრელის სავარაუდო მასა მზისას 300 მილიონჯერ აღემატება. ეს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების მასის ნახევარს უდრის. ახალგაზრდა კოსმოსში ასეთი უზარმაზარი შავი ხვრელის მიკვლევა მეცნიერებისთვის საინტერესოა, რადგან მას ამ ზომამდე გასაზრდელად საკმარისი დრო, წესით, არ უნდა ჰქონოდა.

შესაძლოა, ეს მიუთითებდეს, რომ ადრეული შავი ხვრელები მასას უფრო სწრაფად იმატებდა ან თავიდანვე იმაზე დიდი იყო, ვიდრე ასტრონომიული მოდელები პროგნოზირებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალეკო ელისაშვილი – ლევან ხაბეიშვილი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ენერგიული, მონდომებული, პატივს ვცემ, თუმცა მას თავის გზაზე გაუმარჯოს, ჩვენ – ჩვენს გზაზე

ლევან ხაბეიშვილი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ენერგიული, მონდომებული, პატივს ვცემ, თუმცა სოციოლოგიურ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს. ასე რომ, მათ თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ, ჩვენ – ჩვენს გზაზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვას 4 ოქტომბრის აქციასთან  დაკავშირებით, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა გამოკითხვას თავისი მეთოდოლოგია აქვს.ამასთან, ალეკო ელისაშვილის თქმით, „ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის აქციაზე არ იქნება, რადგან არჩევნებში მონაწილეობით ხედავენ თავიანთ გზას.„ლევანი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ძალიან პატივს ვცემ, ძალიან ენერგიული, მონდომებული, მებრძოლი ბიჭია, უშიშარი, რასაც მე ადამიანებში ძალიან ვაფასებ. თუმცა სოციოლოგიურ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს და მეთოდოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, მათ თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ, ჩვენ – ჩვენს გზაზე. ორივე გზა, წესით, ერთად უნდა იყრებოდეს და ეს ამათი დამარცხებაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თავად პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და მისთვის სულერთია, იქნება თუ არა მერობის კანდიდატი.„კონსულტაციები მიდის, მაქსიმალური ვადა არის 4 სექტემბერი, როცა შეგვიძლია დავასახელოთ. თუმცა მერობის კანდიდატების, მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმება როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში მიდის გახარიას პოლიტიკურ გუნდთან. ეს არის ძალიან სწორი, ჯანსაღი პროცესი. ძალიან მომწონს ეს პროცესი, ბოლოს და ბოლოს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში 2 ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ კოორდინირებულად იმოქმედოს. ერთმანეთი კი არ ლანძღოს, არამედ კოორდინაციაში იყოს საერთო საქმისთვის, საერთო მიზნისთვის და ძალიან მალე გაირკვევა, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი კანდიდატი. მე ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, აბსოლუტურად სულერთია. არანაირი პოლიტიკური ამბიცია არა მაქვს, აი, ამ მავნებლების დამარცხების გარდა. სადაც საჭიროა, იქ ვიქნები“, – განაცხადა ელისაშვილმა.ოპოზიციის შანსებზე საუბრისას ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის სხვა ნაწილი თუ ლანძღვას მორჩება, ეს შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.„შანსები გვაქვს. დანარჩენი ოპოზიცია ჩვენს ლანძღვას რომ მორჩება და კარგად გაიაზრებს რეალობას, ეს შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ პოზიციას. პატივისცემით ვეკიდებით ჩვენდამი დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ მათგან პატივისცემით ნაკარნახევი არ არის. თუმცა ვიცი, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვამოძრავებს, ამათი დამარცხება, უბრალოდ ისინი სხვაგვარად უყურებენ, ჩვენ – სხვაგვარად. შანსები გვაქვს და თბილისში უნდა დავამარცხოთ, თბილისი უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობილია დამკვეთები – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე გახსნა, რომელშიც ბრალდებულები, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები არიან. მათგან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გელა უძილაურია დაკავებული, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსული მხარის ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.მხარეებმა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.„ორივე მხარემ დაადასტურა ღონისძიების წარმატებით ჩატარების სურვილი“, – აღნიშნულია რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცნობისთვის, 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოსთვის ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული  ბრიფინგისას განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას სხვადასხვა ფორმატში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„მსურს, პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენი პერსონალური წვლილისთვის  და საქართველოს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ფორმატში. ამასთან, ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგოს დღეა…“ – გიორგი ძოწენიძის ემოციური მილოცვა ცოლს

გიორგი ძოწენიძის მეუღლე, მია მაჩაბელი იუბილარია.მომღერალი საყვარელ ადამიანს ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს.„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგოს დღეა! გილოცავ ჩემო სიყვარულო. სიხარულით, ღიმილით და ბედნიერებით სავსე ცხოვრება გქონდეს ჩვენთან ერთად. ძალიან მიყვარხარ“,- წერს გიორგი.

ბოლო სიახლეები