კვირა, ივნისი 22, 2025

„ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო…“ – რა ვიდეო ვრცელდება ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან

ლომისას წმინდა გიორგის ტაძრიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებს პატარა გოგონა მძიმე ჯაჭვს.

ლომისის ჯაჭვი ლომისის ხატის ატრიბუტია. ეს არის საყელურიანი, დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება ლომისას, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და აწ უკვე ქრისტიანულ ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ვიდეოს სოციალურ ქსელში გოგონა მშობელი ავრცელებს და წერს:

„რომ ვუთხარი მძიმეა ეს ჯაჭვი მისთვის, ასეთი პასუხი გამცა, რისთვის გამოვიარე ამხელა გზაო. მადლობელი ვარ  ბიჭებო, რომ არ დასწყვიტეთ გული ჩემს კუდრაჭას…“

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მიზანი იყო ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელსაც არავინ ელოდა“, – აშშ-მა ირანს აცნობა, რომ ბირთვულ ობიექტებზე იერიში ერთჯერადი ოპერაცია იყო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებას დაუკავშირდა და მიანიშნა, რომ ბირთვულ ობიექტებზე დატყმა ერთჯერადი ოპერაცია იყო და მიზნად თეირანში რეჟიმის შეცვლას არ ისახავდა, - წერს The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.მანამდე, 19 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ირანს ორ კვირას მისცემდა აშშ-ის მოთხოვნებზე დასათანხმებლად, თუმცა, უკვე ორი დღის შემდეგ, ტრამპმა ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის ბრძანება გასცა.„მიზანი იყო ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელსაც არავინ ელოდა“, - განუცხადა გამოცემას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო და ამ პროცესში პირდაპირი კოორდინაციას ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.

კომისია უარს ამბობს გახარიას დისტანციურ გამოკითხვაზე — ფიზიკურ გამოცხადებას ითხოვს 23 ივნისს

,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე. როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ - ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული. გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება''.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, ჩემს საკუთარ ცხოვრებაში, ასე მარტოს რამდენჯერ მივლია, ღიმილით და ცხოვრების მშვენიერების იმედით, იმის რწმენით რომ ყოველ ნანგრევზე ახალ ცხოვრებას ავაშენებ-საქართველო დედაა...

,,ვუყურებდი და ვფიქრობდი, ჩემს საკუთარ ცხოვრებაში, ასე მარტოს რამდენჯერ მივლია, ღიმილით და ცხოვრების მშვენიერების იმედით, იმის რწმენით რომ ყოველ ნანგრევზე ახალ ცხოვრებას ავაშენებ! ასე მხოლოდ მაშინ დადიხარ, როცა სამართალი შენს მხარესაა.2008 წლის შემდგომ პირველად გამიჩნდა იმედი, რომ ჩვენი რეგიონის მოსასპობად გადაჯაჭვული რუსეთი და ირანი დასუსტდებიან და ჩემს საქართველოს დიადი მომავალი ელის, ჩვენი მზეც ამოვა.დიდი მადლობა, ჩემო ერეც ისრაელო რომ შენი ბრძოლა ჩემს სამშობლოსაც დაიხსნის! საქართველო დედაა ჩემი, შენ კი დედობილი''-წერს ისრაელში მყოფი ქართველი ებრაისტიკი ლაშა შაყულაშვილი

ირანმა ისრაელში რამდენიმე ობიექტი დაბომბა, მათ შორის ბენ-გურიონის აეროპორტი, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება

ირანმა ისრაელში რამდენიმე ობიექტი დაბომბა, მათ შორის ბენ-გურიონის აეროპორტი, - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.მათივე ინფორმაციით, სხვა სამიზნეებს შორისაა დამხმარე ბაზები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები და ბიოლოგიური კვლევის ცენტრი.ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თავდასხმა შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.

“მოსალოდნელია, რომ ამერიკელებმა უფრო მძიმე ზარალი და დარტყმა განიცადონ, ვიდრე ოდესმე გადაუტანიათ“ – ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი

აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმები გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რომ „ამ საზარელი დანაშაულის მძიმე და სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა“ აშშ-ის მთავრობას ეკისრება.„ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ,„სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“.უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების დაგმობის მიზნით საგანგებო სხდომა ჩაატაროს.

ბოლო სიახლეები