შაბათი, მარტი 7, 2026

„ასეთი ადამიანები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან“ – ბარბარა სამხარაძე გამომწერებს მიმართავს

ბევრისთვის საყვარელი და ნიჭიერი მომღერალი ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს.

მომღერლის თქმით, მისთვის წითელი ხაზია, როდესაც ბიჭი აგრძნობინებს რომ მესამე ვარიანტია.

„ყველაზე ცუდი თვისება ბიჭებში არის, როდესაც გაგრძნობინებს რომ შენ ხარ მესამე ვარიანტი. როდესაც ამას შეამჩნევთ, ამ Red flag-ს ჩაეჭიდეთ და სხვა მიზეზებს აღარ დაუწყოთ ძებნა. [ასეთი ადამიანები უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან]“, – საუბრობს ბარბარა სამხარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გენერალი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ეუბნებოდნენ, სად შეიძლება იყოს საქართველოში სისუსტეები

პარლამენტის წევრს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები გაცხადებული მტკიცებულებაა საქართველოში უცხო ძალების აგენტურის.„აგენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ და უცხო ქვეყნის ბომბებს მოუყვებიან. 1921 წელს მეტი არაფერი მომხდარა, როცა საოკუპაციო ჯარს ზოგიერთი ქართველი მოუძღვოდა. დღეს გენერლიდან დაწყებული, თავდაცვის მინისტრით დასრულებული უცხო ქვეყანას ეუბნებიან – მობრძანდით, ბატონო, აგერ არის დასარტყამი, აქ არის ის ტერიტორია, სადაც უნდა შემოხვიდეთ, ეკონომიკას ამ ნაწილში დაარტყით და ჩამოაქციეთო. ჩემი აზრით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ იმით, როგორ შეიძლება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გენერალი, რომელთაც საიდუმლოებაზეც მიუწვდებათ ხელი, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საჯაროდ ეუბნებოდნენ, სად შეიძლება იყოს სისუსტეები საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.ამასთან, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა: „ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს – საქართველოშია აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე“.

მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

გაერო-ში ირანის ელჩი – არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურებით

გაერო-ში ირანის ელჩი ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში, ირანში, სულ მცირე, 1 332 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.მისი თქმით, ირანი იძიებს ინფორმაციას სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.ამასთან, ირავანიმ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის მომავალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.„ირანი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში. ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად და მხოლოდ ირანის ხალხის ნებით — ნებისმიერი უცხოური ჩარევის გარეშე“, – განაცხადა ამირ საიდ ირავანიმ.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.კრემლის ცნობით, ფეზეშქიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირანელი ხალხის სოლიდარობისთვის“ და მას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად აცნობა.ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დიპლომატიური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. კრემლის ცნობით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კონტაქტები სხვადასხვა არხით განაგრძონ.ცნობისთვის, მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს.

ვერონაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

იტალიის ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცერემონიაზე მონაწილე პარასპორტსმენების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსმა, იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, ბოლოს კი ოლიმპიური ცეცხლი აინთო.წელს პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 56 ქვეყნის 650-ზე მეტი სპორტსმენი გამოვა და სპორტის ექვს სახეობაში მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება.შეჯიბრებაში მონაწილეობას ორი ქართველი პარასპორტსმენიც მიიღებს – თემურ დადიანი პარაქროს-ქანთრის დისციპლინაში გამოვა, ხოლო ლუკა ლომაია პარასნოუბურდში მიიღებს მონაწილეობას.ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება.

ბოლო სიახლეები