არჩილ თალაკვაძე – ხელისუფლება გამჭვირვალობის კუთხით პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი

Read Time:41 Second

ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას მომავალშიც შეასრულებს და გამჭვირვალობის სტანდარტს უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული.

„ვეთანხმები შალვა პაპუაშვილს, რომ ანგარიშვალდებულება უნდა ვაჩვენოთ ჩვენც, რომლებსაც გვთხოვენ, ანგარიშვალდებული ვიყოთ, მაგრამ მათაც მართებთ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა. თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნაა, ყველამ იცოდეს, ვინ ვისი სახელით ლაპარაკობს და ვინ რა ინტერესებით არის მოტივირებული. ამ მიმართულებით, სხვათა შორის, თვითონ არასამთავრობო სექტორს აქვს არაერთი დასკვნა, კვლევა, შეფასება გაკეთებული წარსულში, სადაც ჩანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ნამდვილად აქვთ ანგარიშვალდებულების პრობლემა. საკუთარ დასკვნებში და შეფასებებში თავად აღნიშნავენ ამას. ამიტომ, ამ მიმართულებით ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას შეასრულებს მომავალშიც და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის სტანდარტს. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას თუ სთხოვენ, თვითონაც უნდა აჩვენონ ამ მხრივ მაგალითი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა არ ვაპირებ პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ ვეტყოდი, მის ადგილზე რომ ვიყო, ამ პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი
Next post „ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი… იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ – ლუკა კურტანიძე