ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

არჩილ თალაკვაძე – საზღვარზე, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის საქართველოს კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე

მინდა, შეგახსენოთ, რამდენად არათანმიმდევრული იყო ზოგიერთი მედია, როდესაც ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პროცესებს აშუქებდა, სულ ცოტა ხნის წინ ზოგიერთი მედია ამბობდა, რომ ის გააპარეს და გაიქცა საქართველოდან, ახლა იგივე ადამიანები, იგივე ტელევიზიები ამბობენ, რომ ის აეროპორტით დაბრუნდა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის საქართველოს კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე.

„ელემენტარულად, თქვენი წინა კამპანია და კითხვები ეწინააღმდეგება იმას, რასაც ახლა ამბობთ და რაზეც სვამთ კითხვებს; მეორე, თუ ის აეროპორტით, საზღვრის გავლით დაბრუნდა საქართველოში, გარწმუნებთ, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვიზიტორების შემოსვლას აკონტროლებს, არის სრულ მზადყოფნაში და მათი კომპეტენციის ფარგლებში, მერწმუნეთ, რომ ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონიერი კონტროლის ქვეშ. ასე რომ, ამაში არაფერი სკანდალური არ არის და ახალი სენსაცია აქედან არ გამოვა. ვინ შემოიყვანეს და ვინ ჩამოვიდა ვითომ განსაკუთრებული მისიით საქართველოში, კარგად უნდა გახსოვდეთ. კითხვა იყო, რომ დაინახეთ აეროპორტში, ანუ, შემოვიდა საზღვრით, ჩვეულებრივი გზით, შესაბამისად, გეუბნებით, საზღვარზე, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის საქართველოს კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საუკეთესო ფეხბურთელი, მამა და მეუღლე-28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპ ,,ლივერპულის“ ფეხბურთელ დიოგუ ჟოტას ემშვიდობებიან

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის” ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

კუნძულ კრეტას შემდეგ, ტყის ხანძარს ათენის გარეუბანშიც ებრძვიან

საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ხანძარი დღეს შუადღისას ათენის გარეუბანში, პიკერმში გაჩნდა. ევაკუირებულია 1000-მდე ადამიანი. ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.მედიაში ვრცელდება კადრები, რომ კვამლი ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩანს.ამასთან, მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან საბერძნეთის კუნძულ კრეტაზეც. ძლიერი ქარის შედეგად, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ტურისტულ საცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.1000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 230 მეხანძრე, რვა სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი და 46 სახანძრო მანქანა მუშაობს, ასევე ჩართულია ათი ვერტმფრენიც.

„ვიცი, რომ ბექა მალე აღარ მეყოლება, ტანჯვით უნდა დაველოდოთ ამ დღეს”- 26 წლის ბიჭის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები ნინო ნადირაშვილი 26 წლის ავადმყოფი შვილის მკურნალობისათვის თანხის შეგროვებას ცდილობს.ბექა გრემელაშვილს 12 წელია, კრუნჩხვითი შფოთვითი აშლილობა, პაროქსიზმული ეპიზოდები, რეზისტენტული დეპრესია, აფექტური და ჰისტრიონული აშლილობა აქვს.დედა ამბობს, რომ შეტევები იმდენად მძიმეა, ავადმყოფი თავს იზიანებს.ექიმების დასკვნით, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად, დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ მკურნალობაა აუცილებელი, რაც 36000 დოლარი ჯდება.ანგარიშის ნომრები:მიმღები Nino NadirashviliGE23BG0000000570764498GE58TB7526445068100005პირადი ნომერი: 20001059036Paypalhttps://paypal.me/NNadirashvili58?country.x=GE...ტელეფონის ნომერი +995 500 10 43 59

იური უშაკოვი – ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასრულების საკითხი, – ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.უშაკოვმა ასევე თქვა, რომ საუბრის დროს არ განხილულა აშშ-ის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება.გარდა ამისა, უშაკოვის ცნობით, მოლაპარაკებები სტამბოლში დარჩება რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივ ფორმატად.როგორც იური უშაკოვმა განაცხადა, დონალდ ტრამპთან საუბარში რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების მნიშვნელობას.როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა რუსეთის წვლილი ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.„აღნიშნული იყო, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ არა მხოლოდ მოკავშირეობა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, არამედ ასევე უფრო ღრმა ისტორიული ფესვები“,  – თქვა უშაკოვმა.მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა ასევე გამოთქვა რუსული მხარის მზადყოფნა, გააგრძელოს მოლაპარაკებების პროცესი კიევთან.ამასთან, უშაკოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის თავის მიზნებზე, რაც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას გულისხმობს.როგორც უშაკოვმა აღნიშნა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით 4 ივლისს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გამოიკითხება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 4 ივლისს გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანია დაბარებული.როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ივანე მაჭავარიანი უწყებაში 13:00 საათზე მივა.როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ბოლო სიახლეები