ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტი ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს

მიმდინარე კვირაში კონსულტაციებს ვამთავრებთ, საქართველოს პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით ძალიან პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის ცნობით, რეზოლუციის პროექტზე უმცირესობასთან კონსულტაციები დღეს გაიმართება.

„ეს იმ ქვეყნის პარლამენტია, რომელმაც ბრძოლითა და თავდადებით დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ამ კვირაში კონსულტაციებს ვამთავრებთ, საქართველოს პარლამენტი ძალიან პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, სადაც ამ ფაქტზე პრინციპული შეფასებები იქნება და პრინციპული ქმედებები იქნება მოთხოვნილი. წინასწარი ინფორმაციით, ამ რეზოლუციას ექნება როგორც უმცირესობის, ასევე სხვა პარტიების მხარდაჭერაც. საქართველოში ბევრი პარტიაა და მრავალპარტიული დემოკრატია გვაქვს, მაგრამ სამშობლო ყველას ერთი გვაქვს. მზად ვართ, რეზოლუციაში ყველა ის მოქმედება ავსახოთ, რომელიც მომავალში ოკუპირებული ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებების დაცვას უფრო უკეთ უზრუნველყოფს, მათ შორის განიხილება ოპოზიციის წიმადადებებიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – მოლდოვის, როგორ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, მით უმეტეს საქართველოს, არავის ვეჯიბრებით, ვპასუხობთ ყველას, ვინც გვეუბნება ტყუილს, თითქოს მოლდოვა საქართველოს უსწრებს

ზოგადად, მოლდოვის, როგორ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, მით უმეტეს საქართველოს, როდესაც ევროპის საერთაშორისო ინსტანციებისა და სხვადასხვა ინსტიტუტის დასკვნებში საქართველო მოლდოვაზე წინ არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს შესაშური არაფერი აქვს, პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური.„ჩვენ საერთოდ არ გამოგვიხატავს რეაქცია მოლდოვის არც წინსვლაზე და არც უკუსვლაზე. უბრალოდ, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ ვტოვებთ ევრობიუროკრატიის ჩინოსნებსა და მათ განცხადებებს, როდესაც გვეუბნებიან, რომ მოლდოვა საქართველოს უსწრებს. მოლდოვას მხოლოდ ამ კონტექსტში ვახსენიებთ, დანარჩენი კი მათი საქმეა: სხვა სახელმწიფოს შეუერთდებიან თუ არა, დსთ-ში დარჩებიან, გამოვლენ თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი გადასაწყვეტია.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს შესაშური არაფერი აქვს. პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური. ჩახედონ საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, დასკვნებსა და შეფასებებს, ნახავენ, რას წერენ თავად ევროპული ინსტიტუტები, რა პოზიციაზეა საქართველო და რა პოზიციაზე – მოლდოვა.ვიმეორებ, ჩვენ არავის ვეჯიბრებით. უბრალოდ, ვპასუხობთ ყველას, ვინც გვეუბნება ტყუილს, თითქოს მოლდოვა საქართველოს უსწრებს. როგორ უსწრებს საქართველოს, როდესაც, თავად ამ ინსტიტუტების შეფასებებით, მოლდოვა არის ყოველთვის საქართველოზე უკან? მეორე საკითხია, რას გააკეთებს მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე, მისი გადასაწყვეტია. ჩვენ კი ვიცით, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ის, რაც დღეს ევრობიუროკრატიაში ხდება, აჩვენებს, რომ ნამდვილად არ არსებობს არანაირი სურვილი, მიგვიღონ ასეთი ტიპის პირობებით, როდესაც გვეუბნებიან, სუვერენიტეტის ჩაგვაბარეთ ჩვენ, ბრიუსელს და ისე შემოდით, ამ პირობებით ჩვენ ვერსად შევალთ. რამდენადაც ვიცით, მოლდოვას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული სურვილი, რომ სხვა სახელმწიფოს უნდა შეუერთდეს და ამ გზით შევიდეს ევროპაში. ეს მათი და მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია.ჩვენ არავის ვეჯიბრებით და, მით უმეტეს, არავის გვშურს. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, მაგრამ როდესაც შედარებები კეთდება, სწორი შედარებები რა არის, ამის კონსტატაციას ვაკეთებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, „საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით“.

ეკა ბესელია – პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა – უკვე დანიშნული პროცესები კი ნიშნავს, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ, ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება...

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა და საკონსტიტუციო სარჩელი უპრეცედენტოა - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რეპრესიული პოლიტიკა კულმინაციურ ფაზაში გადადის! აპირებენ, რომ პარტიების ერთი ხელის მოსმით განადგურების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განუცხადა.ბესელიას შეფასებით, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესს აყენებს უდიდესს ზიანს და საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს ანადგურებს, არამედ აზიანებს თვითონ “ქართულ ოცნებას“.„ეს იქნება ევროკავშირისათვის გაგზავნილი „მესიჯი“, რომ არ გვაინტერესებს რას ამბობს ევროკავშირი, ევროკომისია და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მეორე მხრივ, უკვე დანიშნული პროცესები ნიშნავს იმას, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ - თავმჯდომარე შეიცვალა და ორ მოსამართლე გააწესეს. ფაქტია, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვერ ირჩევს, რადგან კვორუმი არ ჰყოფნის. საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და გამომდინარე იმათგან ვინც ჰყავთ, პლენუმისთვის უფრო დაბალი კვორუმი იქნება. ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად და ფორსირებულად მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი თვალსაზრისით საზიანო პროცესი იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.რაც შეეხება მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დატოვებას, ბესელიას თქმით, თუ კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, ხოლო თუ აიძულეს, „ეს უკვე დანაშაულია და ამაზე კობახიძემ თავად უნდა ისაუბროს“.ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ სულ ჰქონდა განცდა იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე მანანა კობახიძეს პროტესტი უნდა ჰქონოდა.„მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას მივესალმები. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ძალიან მძიმე დავალებები მისცეს. სულ მიკვირდა - პროტესტი ალბათ ჰქონდა, მაგრამ ამ პროტესტის გამოხატვას აქამდე ალბათ ვერ ახერხებდა. წლებია მანანა კობახიძეს ვიცნობ. ვმეგობრობდით პარლამენტამდე და “ქართულ ოცნებამდე“. პარლამენტში რამდენიმე წელი გვერდი-გვერდ ვისხედით და ერთად ვმუშაობდით. მისი საქმეებიდან გამომდინარე, სულ მქონდა განცდა იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე, რომელიც ადამიანის უფლებებს სისტემურად აზიანებდა, მას პროტესტი უნდა ჰქონოდა.არ ვიცი, რაიმე ზეწოლა იყო მასზე თუ თავად დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ მან საკუთარი კრიტიკული პოზიცია გამოხატა, როდესაც განრიდების მოთხოვნა დააყენა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება არ სურდა.ეს კარგია, რადგან იურიდიული პროფესია ასეთ პრინციპულ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდხანს იმახსოვრებს. პროფესიული იმიჯი და სანდოობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მაღალია, რაც არ შეიძლება პოლიტიკური გუნდის ან ვინმეს დავალების საპირწონე იყოს, ვისთანაც ანგარიშვალდებული ხარ. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსამართლის თავისუფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გამართლება არა აქვს, რის გამო შეიძლება მოსამართლემ ეს თავისუფლება დაკარგოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნიკა გვარამია – „ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ – საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ...

„ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ - საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.გვარამიას თქმით, პარტიების გაუქმება დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.”ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა „ქოცებს“ იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო.ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და სისუსტედ მიიჩნევენ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ - პარტიების გაუქმება - დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ "მოძალადე" პოლიტიკოსები და პარტიები.არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან - ევროკავშირისგან“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს – ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ?! – მივმართავ პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია –...

“კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.ოქიტაშვილის თქმით, თინა რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის“.ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.„დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი!!ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ!!თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ?!ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ ?! ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის?!რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას?!იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.ცნობისთვის, ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე?!„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია!!“ - ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?!ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანებთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით.დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც "მამუც" (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკარო!!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი აღარ ხარ!!მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან?!რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობები?!რატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილი?!სწორი ნათქვამია "ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო"!!დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი!!საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.რა თანხები დაიხარჯა?!ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები?!როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირადღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!მე აღარ ვაპირებ დუმილს!ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ! პ.ს - "ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის"“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

„ქართული ოცნება“ – ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ, ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს.ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება და გამრავლების ხელშეწყობა.„„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია.ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს, კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ.ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ, ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა.ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მთაწმინდის ტერიტორიაზე პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა და გავრცელება. კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი აღნიშნულ ტყეში გადაშენების პირასაა, მათი ხელახალი გაშვება კი ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბოლო სიახლეები