სამშაბათი, ივლისი 7, 2026

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის რეზოლუციაში მკაცრი შეფასებებია, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელობებზე

არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირას საპარლამენტო სესიაზე ძალიან პრინციპულ რეზოლუციაზე იმსჯელებენ, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმეს შეეხება.

,,ჩვენ ამ კვირაში სესიაზე გავიტანთ რეზოლუციას,  რომელიც ძალიან პრინციპულია. ამ რეზოლუციაში გაკეთებულია მკაცრი შეფასებები როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიასმკვლელობასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში კონკრეტული მოთხოვნებია, რომელიც ეხება ცხედრის გადმოცემის, გამოძიების ჩატარების და საერთაშორისო მონიტორინგის საკითხს. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან, რადგან არჩილ ტატუნაშვილი საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე

ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თაკო ჩარკვიანმა,  პოდკასტში „მძიმე წერტილი“  მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას  განაცხადა.ჩარკვიანის განცხადებით უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობა იყო ყველა ჩაკეტილი სივრცეებიდან, მათ შორის ციხეებიდან, ინფორმაცია მიეტანა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რასაც ის არ აკეთებდა.„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს  ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი, ნახეთ თქვენ იმიტომ ამბობთ, რომ სააკაშვილს ამართლებთ, არა, არავითარ შემთხვევაში, მე ობიექტურ , რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით. პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაცა მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია  ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა.“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე გულისხმობდა თუ  არა ჩარკვიანი ციხის კადრებს, მან დაუდასტურა, რომ გავრცელებულ ციხის კადრებზე საუბრობდა, რომელზეც ფიქრობს, რომ  დადგმულია.„რა თქმა უნდა,  უშიშროების მდივანი ჰყავდა ბოკერია, კითხვას ვსვამ, რომ ასეთი უბედურებები, იცით მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დადგმული იყო, რა თქმა უნდა, იყო დადგმული,  ,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.ჟურნალისტის კითხვაზე ბოკერიამ გამოიტანა თუ არა ციხის კადრები, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის მას ვერ დააბრალებს კადრების გამოტანას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ბოკერია იყო ის პირი, რომელსაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე.„არა მე ამის თქმა არ მინდა, როდესაც არ ვიცი ვერ დავაბრალებ, მე ვამბობ, რომ ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე. ხომ არ შეიძლება პროკურატურის 60 000 ქეისი იცოდეს  ერთმა პრეზიდენტმა?“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა.ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, პოზიციების კოორდინაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს.კონფერენციის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და სამუშაო სესიებში მიიღებს მონაწილეობას.კონფერენციის დასასრულს, მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.

მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვით სხვადასხვა დაზიანების მქონე სამხედროების ფრონტზე დაბრუნება სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის მეხუთე წელს პირველად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დაავადებების, ჭრილობებისა და სხვა დაზიანების მქონე სამხედროების ფრონტზე დაბრუნება სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს.მედიის ცნობით, მსგავსი პრაქტიკა რუსეთში დიდი ხანია, არსებობს და ყველაზე მკაცრი წესები ყოფილი პატიმრებისთვის მოქმედებს.კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო სამედიცინო შემოწმების უფლება ექნებათ როგორც კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს, ისე მობილიზებულ პირებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ისეთი დაავადებები ან დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლად არის განსაზღვრული.თავდაცვის სამინისტროს გეგმით, ამ დაავადებებისა და დაზიანებების არსებობას არა სპეციალისტთა კომისია, არამედ წინასწარი სამედიცინო შემოწმება დაადგენს, რომლის ჩატარების წესსაც თავად სამხედრო უწყება შეიმუშავებს.წინასწარი შემოწმების შედეგების მიხედვით, სამხედროს ან სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნიან სრულფასოვანი შეფასებისთვის, ან პირდაპირ ფრონტის ხაზზე დააბრუნებენ.

ჯო უილსონი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება

საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა რუსეთისთვის, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანისთვის შესაძლებლობებს ქმნის, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„სამწუხაროდ, საქართველოში ადგილი აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ ჩამოშლას, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გაძლიერებას და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ყველაფერი ტოტალიტარული კურსისკენ შემობრუნების ნიშნებია. ოლიგარქი ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს ემსახურება. დემოკრატიის ჩამოშლა რუსეთისთვის, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანისთვის შესაძლებლობებს ქმნის. ეს საფრთხეს უქმნის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.მისი თქმით, „მედიის შეზღუდვა, პოლიტიკური კონკურენციისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომელთა უმრავლესობაც აშშ-სთან და ევროპასთან უფრო ღრმა პარტნიორობა სურს“.„ინსტიტუტების დასუსტება საფრთხეს უქმნის საქართველოს საიმედოობას შუა დერეფნის თვალსაზრისით და ძირს უთხრის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროგრესს. ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დაჩქარებული ინტეგრაცია მისი ხანგრძლივი უკანონო ოკუპაციის მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს. მოსკოვი კიდევ უფრო უთხრის ძირს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეგიონული სტაბილურობის დასაცავად და დემოკრატიული სტანდარტების შესანარჩუნებლად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე, არ აღიაროს ნებისმიერი შედეგი, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს, პრეზიდენტ პუტინს სურს მისი დასრულება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს.ტრამპს კითხვა დაუსვეს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მასა და ვლადიმერ პუტინს შორის 4 ივლისის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა.„ვფიქრობ პუტინი ზეწოლას არ გრძნობს. მას სურს ომის დასრულება და უკრაინასაც სურს დასრულება. მოლაპარაკებებში ვართ და ვნახოთ, თუ დავასრულებთ ამ საშინელებას. ვფიქრობ, უფრო ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინს სურს ომის დასრულება. ამას მტკიცედ ვამბობ“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები