ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც დათესეს, იმას იმკიან – იმუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და საკუთარ პარტიაში აქვთ არჩევნები, ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას და საკუთარი პოლიტიკური ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებულები

მათ აქვთ ერთი კრედო – საკუთარი გაფუჭებული ურჩევნიათ სხვის გაკეთებულს. ეს დამოკიდებულება ჩანს ყველაფერში. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკური რადიკალური ჯგუფი, აქამდე ე.წ. მთავარი ოპოზიცია, თუმცა დღეს დაშლის პირას მისული პარტია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პარტიაში არსებული დაჯგუფებები ცდილობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით ივაჭრონ და ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, იუსტიციის მინისტრის დღევანდელი ბრიფინგით გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მაღალი სტანდარტი დაცული და არის მზადყოფნა, რომ სააკაშვილმა, ისევე როგორც სხვა პატიმრებმა, მიიღონ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.

„ისინი ტკეპნიან საკუთარ მძიმე პოლიტიკურ ბიოგრაფიას და ცდილობენ, რომ ხალხს ხელახლა მიჰყიდონ და ხალხი დაარწმუნონ, თუმცა საკუთარ ამომრჩევლებსაც აღარ სჯერათ მათი. ზუსტად ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ ის, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დაჯგუფებები ცდილობენ ივაჭრონ მათივე თანაგუნდელის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩაუვარდათ ყველაფერი ნაცარში – არეულობა უნდოდათ, ცდილობდნენ ქვეყანა ჩაერთოთ ისეთ პროცესში, რაც დამღუპველი იქნებოდა, ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეელახათ ევროპაში და დღემდე აგრძელებენ ამ ყველაფერს. სინამდვილეში, რაც დათესეს, იმას იმკიან. იმუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და აგერ საკუთარ პარტიაში აქვთ რიგგარეშე არჩევნები, ითხოვდნენ პოლიტიკური ლიდერების გადაყენებას და დღეს საკუთარი პოლიტიკური ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებული; ისინი აანონსებდნენ ცხელ შემოდგომას, თუმცა როგორც ხედავთ, საკმაოდ ნორმალური კლიმატია.

შიგნით მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მემკვიდრეობის – შავი ფულის, ტელევიზიებზე გავლენის გადანაწილების პროცესი, კეზერაშვილის გაყოფის პროცესი, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ იქნება უფრო კომიკური და აგრესიული. სხვათა შორის, ჩემი ვარაუდია, რომ ნიკა მელია უახლოს დღეებში ისაუბრებს უფრო მეტს, გამოვა და თავად მოჰყვება, როგორ აძალებდნენ ეს ლიდერები, რომლებიც ახლა მოხსნას უპირებენ, წასულიყო კანონის წინააღმდეგ, როგორმე შესულიყო ციხეში და ამით გამოეწვიათ დესტაბილიზაცია. სინამდვილეში, სააკაშვილის საკითხიც არის ამ გაკოტრებული დღის წესრიგიდან გამოსვლის მცდელობა. მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის გეგმა, ამიტომ ისევ სააკაშვილის ჯანმრთელობით ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია და დაძაბონ ჩვენი საზოგადოება.

მინისტრის ბრიფინგზე გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მაღალი სტანდარტი დაცული და სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სხვა პატიმრებზე, ასევე სააკაშვილის შემთხვევაში არის მზადყოფნა, რომ მან მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება“, – აცხადებს თალაკვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს.მაკრონის თქმით, ის დონალდ ტრამპსა და კატარის ამირას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ „საერთო ინტერესებიდან“ გამომდინარე, დარტყმების შეჩერება „დაუყოვნებლივ“ უნდა განხორციელდეს.„სამოქალაქო მოსახლეობა და მათი ძირითადი საჭიროებები, ასევე ენერგომომარაგების უსაფრთხოება სამხედრო ესკალაციისგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მაკრონმა.

ხუთი კონგრესმენი და სენატორი აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ სანქციები და სხვა ბერკეტები, რათა საქართველომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები შეასრულოს

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენება ცხადია, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს, – ამის შესახებ ხუთი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაშია აღნიშნული.განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე დემოკრატი სენატორები: შელდონ უაითჰაუსი და ჯინ შაჰინი.განცხადების ხელმომწერები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, „ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები შეასრულოს“.„მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, გააუქმონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, ასევე არადემოკრატიული და უსამართლო კანონები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი – ილია მეორე განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს გამჭრიახობით და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ვუსამძიმრებთ საქართველოს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.პატრიარქმა იგნატიუს აფრემ II-მ ილია მეორეს უწოდა „ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“.„განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს ის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით, ვუსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, ასურული მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს, რომ უფალმა საქართველოს წმიდა ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ღვთიური მადლით განამტკიცოს. 

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა.ლოცვის შემდეგ, პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობასა და მთელ ქართველ მრევლს.მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორე საყვარელ ძმად, ქართველი ხალხის დაუვიწყარ მამად და მთავარეპისკოპოსად მოიხსენია.სერბეთის პატრიარქმა ისაუბრა ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობაზეც და აღნიშნა, რომ მისმა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა არამხოლოდ სამწყსოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.ამასთან, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, რომ ილია მეორეს დიდი როლი მიუძღვის რწმენის განმტკიცებაში, ტრადიციის დაცვასა და ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში.

მეუფე დანიელი პატრიარქზე: ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა, მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „ქრონიკასთან“.მისი თქმით, პატრიარქის მიერ დატოვებული ეკლესია მტკიცე საფუძველზე დგას.„ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა და აეღორძინებინა. მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას“, - აღნიშნა მეუფემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

ბოლო სიახლეები