სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026

არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციების ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭებათ – საპატრიარქო

არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციების ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“,- წერია საპატრიარქოს არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციების ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, – წერია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება, შემდეგ შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და დაშლის

დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები სახლებში დაიჭირონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.მისი თქმით, ამ რუსულ შავ ჭირს მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება, ვიდრე არ გაიმარჯვებს.„დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს, ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოლცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე, ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ“, – წერს სააკაშვილი.

მანანა კობახიძე – ბევრი ვიშრომე, ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – აღვიდგენ ადვოკატთა ასოციაციის წევრობას, როგორც...

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანმა რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა.“მე იმ ეტაპზე დავაყენე თვითაცილება, როცა მომიწია საქმესთან უშუალოდ შეხება, მანამდე ის არ იყო ჩემი განხილვის საგანი. ანუ, როდესაც პლენუმზე გადმოვიდა საქმე, მე დავაყენე კანონიდან გამომდინარე ეს შუამდგომლობა, როგორც ჩემმა შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა მიკარნახა", - აცხადებს მანანა კობახიძე „რადიო თავისუფლებასთან“.მანანა კობახიძის თქმით, თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება მისი „დამოუკიდებელი ნაბიჯი“ იყო და თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო."სპეკულაციებისთვის ყოველთვის არის სივრცე. მოვისმინე ათასგვარი კომენტარი და ვფიქრობ, არ უნდა ვუპასუხო მათ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყოფილი მოსამართლე ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა მაინც მავალდებულებს, ამ თემაზე ამის იქით აღარ ვისაუბრო. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ „რადიო თავისუფლებასთან“.კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს მის პოლიტიკურ წარსულსაც: ის პარტიის დამფუძნებელია, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს."ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია და თუკი, ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე განიხილავდა საქმეს - რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?” - ამბობს კობახიძე.მანანა კობახიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას: „თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას“.მანანა კობახიძის განმარტებით, მან აცილება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით მოითხოვა, რაც დასაბუთებული ჰქონდა შუამდგომლობაში.“პრემიერმა თქვა, ის პოლიტიკოსი რომ იყო წარსულში, 14 წლის წინ და "ქართული ოცნების" დამფუძნებელიო, ეს არ არის საფუძველი აცილებისთვისო, მაგრამ მე ჩემს შუამდგომლობაში და დასაბუთებულ არგუმენტაციაში ვხსნი, რომ აქ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის, რომ მე პოლიტიკოსი ვიყავი. მე აცილება მოვითხოვე კუმულაციურად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით: კერძოდ, მე ვიყავი ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ადვოკატი, არაერთი მწვავე დისკუსია და პოლიტიკური დებატი მქონია საჯარო ტრიბუნიდან, მათ შორის პარლამენტიდან, სადაც ღიად მოვუწოდებდი რომ ამ სისტემური დარღვევებისთვის, კონკრეტული დანაშაულებისთვის მათ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და საერთოდ წასულიყვნენ პოლიტიკიდან", - ამბობს მანანა კობახიძე "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.მანანა კობახიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ მის უახლოეს გეგმებზეც ისაუბრა. ის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს.„ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ ; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს - აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.შეგახსენებთ, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩიეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი – „ოცნების” წევრები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, ივანიშვილთან შეხვედრა სიტუაციის დამშვიდებას ემსახურებოდა – პარტიების აკრძალვის შემთხვევაში კი შესაძლოა დეკემბერშიც ვნახოთ გარკვეული მკაცრი...

დღეს არსებულ სიტუაციას რომ შევხედოთ, “ქართული ოცნების” რეიტინგი და მხარდაჭერა იმდენად დაბალია და საზოგადოებაში უკმაყოფილება იმდენად მაღალია, დაბალრეიტინგულ პარტიებსაც კი კონკურენტებად განიხილავენ და მიაჩნიათ, რომ მათგანაც საფრთხე მოდის , - ამის შესახებ “ჯერ საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ხატიაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.“ქართულმა ოცნებამ” როდესაც საზღვარგარეთ არჩევნები წააგო, მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენს მილიონამდე ემიგრანტს ხმის მიცემა აუკრძალა. აქაც იგივე პრინციპია, ქვეყანაში ოპოზიციის მხარდამჭერი მილიონამდე ადამიანი “ქართული ოცნებისთვის” არის საფრთხე, იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ამიტომ ისეთ ნაბიჯს დგამენ, რომლითაც პარტიებს გააუქმებენ და ამ ადამიანებს არჩევანის უფლებას ართმევენ. ამ ყველაფერს ისევ და ისევ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ძალიან სერიოზული ტრიგერი გახდეს და ბევრი პროცესი დაიძრას.მსგავსი ნაბიჯები რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია - რაც უფრო მძიმე სიტუაცია იქნება და რაც უფრო გადავა საქართველო რუხი ზონის რეჟიმში, ეს მით უფრო არის რუსეთის ინტერესებში, რადგან მას არ უნდა, რომ თავის საზღვრებთან ქვეყნები დემოკრატიულად ვითარდებოდნენ, რადგან ის ამაში საფრთხეს ხედავს. არ ვიცი, ეს გეგმა სად არის დაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.მეორე მომენტია ის, რომ ახლა გეოპოლიტიკური ტურბულენტობაა, ვნახეთ ამერიკის პოზიციები, ვნახეთ, რომ ევროპაშიც არეულობაა, იგივე საფრანგეთში. გარდა ამისა, ევროპა გადართულია უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობაზე და, შესაბამისად, ისეთი სიტუაცია დადგა, რომ შესაძლოა, “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის ახლა ვერავინ ვერ მოიცლის, ამ ნაბიჯს გადადგამენ და აქედან მშრალად გამოვლენ. თუმცა, თუ ეს გადაწყვეტილება რეალურად იქნება მიღებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამას მკვეთრი ნაბიჯები და კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, დეკემბერშიც კი ვნახოთ გარკვეული ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან.მე ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება ის პერსპექტივა, რომ თითქოს რაღაც დალაგება მიდის აშშ-თან. უფრო მეტიც, ამერიკას, მიუხედავად თავისი საგარეო პოლიტიკის მინუსებისა, ყოველთვის გვესმის ასეთი პოზიცია, რომ ისინი მხარს უჭერენ გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, პარტიების აკრძალვა პირდაპირ ართმევს ხმის უფლებას ადამიანებს, ამით კი ამერიკა არ იქნება კმაყოფილი.ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ტრიგერი როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე ეს შეიძლება გახდეს მაკონსოლიდირებელი ფაქტი ქართულ საზოგადოებაშიც.ამდენი თვის განმავლობაში ოპოზიციაში რომ გარკვეული პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ხერხდება გაერთიანება, ასეთ კრიტიკულ მომენტში შესაძლოა სწორედ ის მუხტი გაჩნდეს, რაც მათ გააერთიანებს”, - აღნიშნა ხატიაშვილმა.კითხვაზე, როგორ შეხვდება პარტიების გაუქმებას ბრიუსელი და რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით ანდაც უვიზო მიმოსვლის ნაწილში და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებზე, ხატიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ევროკავშირი გარკვეულ სანქციებსა თუ ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ის არ ელოდება.“ის ფაქტი, რომ ჩვენ ვშორდებით ევროკავშირს, უკვე ასახულია საქართველოს არაერთ მოქალაქეზე. არაერთი პროექტი გაჩერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში ბევრი რამ შეფერხდა და ეს უკვე გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე.ზოგადად, ის სიტუაცია, რაც საქართველოში არის და ის კანონმდებლობა, რაც იქნა მიღებული ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა მოქალაქეს ეხება პირდაპირ თუ ირიბად.ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებას პირველ რიგში, გავლენა ექნება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში იქნება გამოქვეყნებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გაცილებით კრიტიკული ანგარიში, ვიდრე ეს იყო შარშან.რაც შეეხება ბრიუსელის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ სანქციების იქნება ინიცირებული, თუმცა, ეს სავარაუდოდ, იანვრის თვეში ან იანვრის შემდეგ მოხდება, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ლიეტუვა გახდება. წელს ქმედით ნაბიჯებს, როგორიც არის მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, არ ველოდები.მე მაინც ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირი არ წავა იმ ნაბიჯზე, რომელიც ქართველ ხალხს დააზიანებს. მას აქვს როგორც ეკონომიკური ბერკეტები, ისე სასანქციო ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოყენებული, ეს, რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკას დააზიანებს. ამაზე პასუხისმგებელი კი “ქართული ოცნება” იქნება”, - აღნიშნა ხატიაშვილმა.მან შაბათს გამართული უმრავლესობის სხდომაც შეაფასა, რომელსაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.ხატიაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” ახლა კრიზისშია და ეს შეხვედრა გუნდის შიგნით სიტუაციის დეესკალაციას ისახავდა მიზნად.“ზოგადად, როდესაც “ქართული ოცნება” შიდა კრიზისშია ხოლმე, ადრეც გვინახავს ასეთი ტიპის შეხვედრები და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა, გარკვეულწილად, მიმართული იყო იმისკენ, რომ გუნდის შიგნით სიტუაციის დეესკალაცია მომხდარიყო.აშკარა არის, რომ ქართული ოცნების” შიგნით გარკვეული პრობლემები არსებობს, გარკვეული უთანხმოება, იგივე შიში… გრიგოლ ლილუაშვილი 2020 წელს წარმოიდგენდა, რომ ციხეში აღმოჩნდებოდა ან ირაკლი ღარიბაშვილი ივარაუდებდა 2021 წელს, რომ ის ციხეში მოხვდებოდა? მდინარაძე ერთი წლის წინ წარმოიდგენდა, რომ ის ყველანაირ თანამდებობას ჩამოშორდებოდა? როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” წევრები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და არ აქვთ გარანტია, რომ ორ წელიწადში ისინიც იმავე ადგილას არ აღმოჩნდებიან. აქედან გამომდინარე, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს შეხვედრაც, რომ დამშვიდებულიყო სიტუაცია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მოახდენდა ეს შეხვედრა გუნდის შიგნით კონსოლიდაციას”, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

დონალდ ტრამპი – მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი – სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი. სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.შეგახსენებთ, საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა. შაბათს სხვადასხვა ქალაქში აგრესიული ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაიწვა მუნიციპალიტეტის შენობა, გაიძარცვა მაღაზიები. კვირას დაპირისპირებები მოხდა პარიზსა და მარსელში, სადაც სავაჭრო ობიექტების გაძარცვის მცდელობების აღსაკვეთად საპოლიციო ძალები ჩაერივნენ.საპროტესტო გამოსვლები მოსახლეობის უკმაყოფილებამ გამოიწვია, რაც ცხოვრების ხარჯების ზრდას, საჯარო სერვისების მუშაობის გაუარესებასა და სკოლებში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან

„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ იტალიის მილანის უნივერსიტეტის UNIMONT HUB-ის კვლევით ცენტრთან, შოტლანდიის მაღალმთიანი რეგიონებისა და კუნძულების უნივერსიტეტთან (University of the Highlands and Islands – UHI) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (BOKU). სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობა ქმნის საფუძველს გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შესასწავლად“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის (Norwegian Geotechnical Institute – NGI) წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, NGI-ის აზიის რეგიონული მენეჯერი და ტექნიკური ექსპერტი, დოქტორი რაჯინდერ ბჰასინი გაეცნო ფაკულტეტის საქმიანობასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. სტუმარმა დაათვალიერა სამთო საქმისა და გეოლოგიური მიმართულების მუზეუმები, ასევე მიწისქვეშა ნაგებობათა სასწავლო-კვლევითი ობიექტები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საინჟინრო გეოლოგიის, მიწისქვეშა მშენებლობისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ტექნიკური და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით მუშაობის გაგრძელებაზე მხარეთა შეთანხმება და მზადყოფნაა. როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნორვეგიის გეოტექნიკურ ინსტიტუტს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და შესაბამის დარგებში ახალი თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარებას.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს სამთო საქმის, გამოყენებითი გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, შრომის უსაფრთხოებისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით არ შემოიფარგლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს განვითარება, რომელშიც აკადემიური ცოდნა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული პრაქტიკულ საქმიანობასთან, ინოვაციურ კვლევებთან და თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრასთან. ამ თვალსაზრისით, ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლის, დოქტორ რაჯინდერ ბჰასინის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ფაკულტეტისთვის. NGI საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობს გეოტექნიკის, კლდოვანი ქანების მექანიკის, გრუნტების საინჟინრო თვისებების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების მიმართულებებით.ვფიქრობთ, NGI-სთან თანამშრომლობამ შესაძლოა შექმნას ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობისთვის, პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიულად მიგვაჩნია თემატური სამეცნიერო სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე კვლევითი მეთოდების განხილვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების მომზადება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებული პრიორიტეტების, არსებული შესაძლებლობებისა და შემდგომი სამუშაო შეხვედრების საფუძველზე.მიუხედავად იმისა, რომ NGI კვლევითი ინსტიტუტია და არა უნივერსიტეტი, მისი დარგობრივი გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობისთვის. ამ თანამშრომლობის განვითარება არ გამორიცხავს სამომავლოდ ნორვეგიის უნივერსიტეტებთან გაცილებით ფართო აკადემიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც. ჩვენი მიზანია, თანამშრომლობა ეტაპობრივად განვითარდეს და კონკრეტულ შედეგებში აისახოს. პრიორიტეტებად განვიხილავთ საინჟინრო გეოლოგიისა და მიწისქვეშა მშენებლობის კუთხით ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი თემების განსაზღვრას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

ბოლო სიახლეები