თუ ვინმეს ჰგონია პუტინი შეშინებულია, ცდება – არსად დამხევი ეგ არაა და არც “დამტორმუზებელი”, – ამის შესახებ “ევროპელი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე Facebook-ში წერს:
“პუტინის გამოსვლას ვუსმენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს კაცი ახლა შეშინებულია და უკან დაიხევს, ძალიან ცდება.
უკიდურესი ცინიზმი, ბოღმით სავსე თვალები, უკიდურესად უხეში გამონათქვამები და ეპითეტები დასავლეთის მიმართ, მუქარა და რაც მთავარია სიცრუე, სიცრუე სიცრუე!
არსად დამხევი ეგ არ არის. არც რაიმეზე “დამტორმუზებელი”.
გააჯანჯღაროს თავი დასავლეთმა და თვალები გაახილოს!” – წერს მამუკა გამყრელიძე.
