სამშაბათი, მარტი 3, 2026

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“-2 მარტი – საქართველოს ეროვნული გმირის – გურამ გაბესკირიას დაბადების დღე

2 მარტი – საქართველოს ეროვნული გმირის – გურამ გაბესკირიას დაბადების დღე

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1960-იანი წლების ბოლოს გაბესკირია სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა. მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში გააგრძელა, ბოლოს კი თბილისის „ცსკა“-ში თამაშობდა. 1972 წელს გაბესკირია რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო კატეგორიის ფეხბურთის მსაჯი გახდა. გურამ გაბესკირიას სახელს სოხუმის საფეხბურთო კლუბ „ცხუმის“ დაარსება უკავშირდება, რომელიც ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა. მოგვიანებით, გურამ გაბესკირია კლუბის პრეზიდენტი გახდა, იგი ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. წლების განმავლობაში გურამ გაბესკირია ქალაქ სოხუმის თევზკომბინატის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება – ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხის შემოტანის  ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა კერძოდ -  აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემოტანის ფაქტი.ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული,  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერებისას, აღმოჩენილი იქნა კუსტარულად დამზადებული დამატებითი საწვავის ავზში, მალულად განთავსებული  125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება - ,,მეტამფეტამინი“ შემცველი სითხე.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 

მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის… არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანის მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმის გამო, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე ღამით საჰაერო განგაშის იყო გამოცხადებული.გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების მიმართულებით ცეცხლი "ჰეზბოლამაც" გახსნა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა. მოსახლეობას ამ დრომდე მოუწოდებენ, დარჩნენ თავშესაფრების სიახლოვეს და იმოქმედონ სამხედროების მიერ გაცემული ინსტრუქციებს შესაბამისად.განცხადებას ავრცელებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ირანი აშენებდა ბირთვული იარაღის ახალ ობიექტებს, რომლებზეც იერიშის მიტანა რამდენიმე თვეში შეუძლებელი გახდებოდა. მისი თქმით, სწორედ ამან შექმნა ქვეყანაზე დარტყმების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა."მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის. არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის მცდელობა, მივაღწიოთ იმ მშვიდობას, რომლისკენაც ყველანი მივილტვით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლა თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ - აშშ და ისრაელი ერTად ვქმნით პირობებს, რომ მათ ეს შეძლონ"- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აბას არაღჩი – მარკო რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო

ბატონმა რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.„არასდროს ყოფილა ე.წ. ირანული საფრთხე. ამრიგად, როგორც ამერიკული, ასევე ირანული სისხლის ღვრა „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ მომხრეების კისერზეა. ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს და უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“, – წერს არაღჩი. 

ილია წულაია შუა აღმოსავლეთში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

ბიზნესმენი, კოპმანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, კერძო რეისით უფასო გამოფრენას სთავაზობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.„შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: დღეს, 3 მარტს 16:00 საათზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120-კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14:00-მდე აეროპორტში მოსვლას, გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს, ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში, ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით.ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ. როგორც აღვნიშნე, რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით.ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 23:00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ“, – აღნიშნავს წულაია.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს, არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა

აშშ არ აპირებს, ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.„ის, რაც პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული არის ის, რომ მას არ სურს ქვეყანა ირანის ბირთვული იარაღისგან მხოლოდ მისი მეორე ვადის სამი-ოთხი წელი დაიცვას, მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი და და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას“, – განაცხადა ვენსმა.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, როგორც რეჟიმი აცხადებს, არამედ ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.„დონალდ ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა“, – აღნიშნა ვენსმა.

ბოლო სიახლეები