ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

ანტონიუ კოშტა – რუსეთს არ უნდა მივცეთ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმატების მოპოვების საშუალება, როდესაც ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის

ერთადერთი გზა წინ, სამართლიანი და მდგრად მშვიდობაა, რომელიც განმტკიცებულია საერთაშორისო სამართლით, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვის პატივისცემით. რუსეთს არ უნდა მივცეთ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმატების მოპოვების საშუალება, როდესაც ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

კოშტას თქმით, ევროპა მიესალმება მდგრადი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევას.

„ჩვენ მივესალმებით ყველა ძალისხმევას მდგრადი მშვიდობისკენ, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ჩვენი პარტნიორების მიერ, რუსეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან სერიოზულად და მიიღოს ის, რომ ვერ გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

ასევე, კოშტამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ბიუროკრატია, ეს არის ტრანსფორმაცია, რომელსაც მოაქვს რეალური სარგებელი უკრაინელი ხალხისთვის.

„ევროკავშირის ინსტიტუტებთან ტექნიკური მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ გზაზე უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.დეკანოზი კონსტანტინე ხვალიდან, 25 თებერვლიდან დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე.მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კონსტანტინე“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მიიღო რეზოლუცია, რომელსაც საქართველომაც დაუჭირა მხარი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა“.ტექსტში კიდევ ერთხელ დადასტურდა ასამბლეის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ, სამხედრო ტყვეების გაცვლისა და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებისკენ.რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. 51-მა თავი შეიკავა, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებულმა შტატი, ჩინეთი და უნგრეთი.

მიხეილ ყაველაშვილი – მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს, ასეც მოხდა, დღეს ვეღარავინ ბედავს გაპროტესტებას

ფიზიკურად გვებრძოდნენ, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა უცებ მეორე დღეს, გვქონდა შეტყობინება აშშ-ის საელჩოდან, რომ არაფრის დიდებით არ მოვახდინოთ ინიციირება, რადგან ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, დავიწყებთ აქციებს, პირდაპირ გახდა ჩემთვის ნათელი, რამდენი ორგანიზაციაა დამოკიდებული ამ ძალებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.მისივე შეფასებით, კანონის მიღების შედეგები სახეზეა, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ინფორმირებულია.„პირველ დღეებში, როცა ეს ნაბიჯი გადავდგით, ჩვენს მომხრეებშიც გამოიწვია გაუგებრობა, რატომ ვიღებთ გამჭვირვალობის კანონს და რა საჭიროა ეს ვნებათაღელვა. ვხედავდით, ჩვენ ხომ გვქონდა ურთიერთობა ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, ამ ფონდების ხელმძღვანელებთან და უბრალოდ, როგორც პარტნიორები, მეგობრები ვთხოვდით, რომ ეს თქვენ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ჩადიან, პასუხისმგებლობა თქვენზეა და იქნებ გავარკვიოთ, რა ხდება. გახსოვთ მათი პასუხი,  რეაგირება ნული, პირიქით, იყო ეს ყველაფერი. გვახსოვს, აღარ მოვყვები მოვლენებს, მაგრამ საკმაოდ რთული დღეები გადაიტანა მაშინ ჩვენმა ქვეყანამ, დედაქალაქმა, თითოეულმა ჩვენთგანმა, თითოეული ჩვენთაგანი გამოიწრთო. ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რას ვიცავდით. პარლამენტში ჩემი კოლეგები ბევრი პანიკაში, შეშინებული იყვნენ, მაგრამ დაინახეს ჩვენი ბრძოლის პრინციპულობა, სამართლიანობა. ჩვენი გავიტანეთ ბოლომდე. ეს არის ტესტი. ხვალ, ზეგ, რამოდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, რის გამო ხდებოდა პროტესტი საქართველოში, ამხელა ვნებათაღელვა, გამჭვირვალობაზეა საუბარი. წარმოგიდგენიათ, ადამიანები თავს უფლებას აძლევდნენ, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ამხელა სიკეთე აქვთ საქართველოში განხორციელებული და კანონის ინიციირებას, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან. იმდენად აბსურდში ჩავარდნენ, რომ ამის განხილვაზე იყო მთელი ეს ვნებათაღელვა. ეს საჩვენებელი იქნება, რა საზოგადოება უნდა გყავდეს შენ, როცა ნებისმიერი აქტი, მითუმეტეს საკანონმდებლო პარლამენტში, რა დაწერილი უნდა იყოს, რომ იმის წაკითხვაც ვერ შეძლო. რა შიში უნდა გქონდეს, თუ შენ თავისუფალი, ჯანსაღად მოაზროვნე, სამართლიანი ადამიანი ხარ. აქ საუბარია, მე არ მომწონს, მაგრამ უნდა წავიკითხო და თქვენთან უნდა შემოვიდე პოლემიკაში, უნდა გითხრათ, რომ ეს კანონი ამიტომ და ამიტომ არის მიუღებელია, ამიტომ და ამიტომ არ მომწონს ეს მუხლი. ამ აბსურდზე მაქვს საუბარი. დღესაც კი, ზოგს რცხვენია, მაგრამ დღესაც ხშირად აჩვენებენ, რომ არა, არ გავბედოთ, არ შევიდეთ ამ პროცესში, რომ კანონი განვიხილოთ. პარლამენტში კანონის ინიციირებაზეა საუბარი, რაც ევალება პარლამენტარს, რომ განიხილოს, თავისი აზრი გამოთქვას და შემდეგ უთხრას საზოგადიებას, თავის მომხრეებს, რომ ამ კანონში ეს არის მიუღებელი, ამიტომ დამიდექით გვერდით და ამ ყველაფერს წინ აღვუდგეთ. ფიზიკურად გვებრძოდნენ, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა უცებ მეორე დღეს. გვქონდა შეტყობინება აშშ-ის საელჩოდან, რომ არაფრის დიდებით არ მოვახდინოთ ინიციირება, რადგან ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, დავიწყებთ აქციებს. პირდაპირ გახდა ჩემთვის ნათელი, რამდენი ორგანიზაციაა დამოკიდებული ამ ძალებზე. ყველაფერი იკადრეს, რაც არაადამიანურია და საზოგადოებას თავისი სახე დაანახეს. ეს იყო ერთ-ერთი გამოცდა ჩვენი ქვეყნის, უფრო ძლიერები გავხდით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.მისივე თქმით, საზოგადოებას თუ მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის მხარეს და ამის გამოძახილია, რომ დღეს ვეღარავინ ვეღარ ბედავს ამის გაპროტესტებას.„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ნაბიჯი თამამად გადადგა, შემდეგ მოგვიწია რაღაც ეტაპზე უკან დახევა, ისევ ჩვენი მოქალაქეების გამო, რადგან იქ იყო ბევრი ინფორმაცია მსხვერპლზე ოპოზიციის მხრიდან. იძულებული ვიყავით, რაღაცები სხვანაირად გაგვეკეთებინა, მაგრამ დავინახეთ მთლიანად სურათი, ეს ხალხი ვისზე და რაზეა დამოკიდებული. ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო. გაგრძელდა კიდევაც, მილევად რეჟიმშია. მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს. ასეც მოხდა და ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს ვეღარავინ ვეღარ ბედავს ამის გაპროტესტებას. იმაზე უფრო მკაცრი კანონი მიიღო პარლამენტმა. ხომ მარტივი იყო ჩემთვის შეფასებისთვის, ეს ადამიანები ვისზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეს დღესაც გრძელდება. ეს ადამიანები არიან მძევლები ამ ძალის, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაელოდება მათ გამოსწორებას და შეგნებას, ვისაც აქვს ამის სურვილი, გულწრფელია და უყვარს თავის სამშობლო, ამაზე ანალიზს გააკეთებს, თუ მართლა გულწრფელია, პატრიოტია და უყვარს თავის სამშობლო, სხვანაირად შეხედავს და სხვანაირად დაიწყებს ცხოვრებას. ეს არ გულისხმობს, გინდა თუ არა ხელისუფლება შეიყვარე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდი და ა.შ. მაგრამ შენ რომ ამით პოზიციონირებ, რომ იღუპება ჩვენი ქვეყანა, ყველაფერს რუსულს არქმევდნენ და დაინახე რომ ეს იყო საპნის ბუშტი, პირიქით იყო ყველაფერი, მოგატყუეს, გაგიყვანეს გარეთ, გქონდა აგრესია შენი ხელისუფლების მიმართ და ეს ყველაფერი იყო სიცრუე, ვინც შენ ეს ყველაფერი თავზე მოგახვია, დღეს ხომ უნდა გაბედო. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ვაკეთებთ არჩევანს, თუ ამას შენ თვითონ ვერ გაბედავ, სახელმწიფო ვერ დაგელოდება. სახელმწიფოს თავის როლი აქვს, თავისი გზა აქვს. ვიმეორებ, ჩვენ გამოცდილება შევიძინეთ, გავძლიერდით და დღეს უკვე დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას, რომელსაც ეს ადამიანები ვერც მისდევენ, ვერც აცნობიერებენ, ვერც ანალიზს აკეთებენ. ისევ რუსულ კანონში არიან ჩარჩენილი და დღეს გამოწვევები სხვა აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას. საბედნიეროდ, დაიწყო ამაზე უკვე მსჯელობა სხვადასხვა ტელევიზიაში“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი, არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი, იმედი მაქვს, ურთიერთობები ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე...

მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი. იმედი მაქვს, საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ყაველაშვილმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებაზე, რომ საქართველოს მეგობრები დღეს უნგრეთი და სლოვაკეთი არიან.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ელჩი იქნება, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ სხვა, ვერავის მისცემენ საშუალებას, დააზიანონ საქართველოს მიერ განსაზღვრული გზა, რაც არის სახელმწიფოს გაძლიერება, ეროვნული ინტერესები და ღირებულებები.„ძალიან სამწუხაროა, როცა ასე გააუფასურა გერმანიის როლი საქართველოს განვითარებასთან მიმართებით ამ ადამიანმა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა გერმანიასთან, ყოველთვის იყვნენ ანგარიშგასაწევი მათი ელჩები, მათი აზრი ჩვენს საზოგადოებაში. ამ ადამიანმა იმდენად დააკნინა თავისი ხელისუფლება და ქვეყანა, რომ უკვე ღიმილის მომგვრელია მისი განცხადებები. შეფასებაც მიჭირს, რომ მსგავსი განცხადებებით გამოირჩევა ეს ადამიანი და არაერთი განცხადება გაუკეთებია, ხომ? სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, რადგან ვიცით გერმანიის ფასი. არ შეიძლება, გერმანია იყოს ფიშერი. ჩვენ ვიცით მისი ისტორია, შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ კარგი იყო, იმედი მაქვს, აუცილებლად აღდგება და ჩადგება ისევ იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო ჩვენს ქვეყნებს შორის.დარწმუნებული ვარ, თავად გერმანიაში არის პრობლემა ამგვარი ქმედებებიდან გამომდინარე. მათი რეიტინგებიდანაც ჩანს, რომ ძალიან რთული მდგომარეობა აქვს არსებულ ხელისუფლებას და მსგავს ადამიანებს. ვგულისხმობ საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერას, ამას ყველა ვხედავთ. უნგრეთზე და სლოვაკეთზე საუბრობს და ვერ ბედავს, ტრამპს უთხრას რამე. ევროკავშირში ტრამპის დასაყრდენი ეს ორი ქვეყანაა. ვნახეთ რუბიოს ვიზიტები ამ ორ ქვეყანაში. აქ სასტვენებით დასდევდნენ, როცა ორბანი იყო ჩამოსული.ერთი ქსელია, ერთი ძალიდან იმართება მთელი ეს პროცესები, ბატონი ფიშერიც ამ პროცესების ნაწილია, ამიტომაც საუბრობს უნგრეთზე და ორბანზე ამ კონტექსტში. ვერ ბედავს, რა თქმა უნდა, ტრამპთან მიმართებით მსგავს განცხადებას. იცის, რა პასუხიც ელოდება.ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკვირდებით, ვიცით, ვგრძნობთ კიდეც ამ პროცესებს. ჩვენი პასუხი რა არის, როგორ იქცევა საქართველო, საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება – რა თქმა უნდა, ჩვენ თავს არ ვხრით და საკადრის პასუხს აუცილებლად ვცემთ და გავცემთ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი განსაზღვრული გზა გვაქვს. რომელიმე ელჩი იქნება, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ პარლამენტის კომიტეტის წევრი, ვერ მივცემთ საშუალებას, მათ დააზიანონ ჩვენი მთავარი გზა. რა არის ჩვენი მთავარი გზა – სახელმწიფოს გაძლიერება, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ეს პროცესები ჩვენ თვალწინ ვითარდება.  ამ გამოწვევებმა ჩვენ საკმაოდ ბევრი გვასწავლა, გავუძელით და გავძლიერდით. პარლამენტში გამოსვლისას ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო დღეს არის ბევრად ძლიერი. წლების წინ, მსგავსი განცხადებებით შეიძლება, ძალიან ბევრი პანიკაში ჩავარდნილიყო ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ დღეს ღიმილის მომგვრელია მსგავსი განცხადებები. ყველა ხედავს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროა, რომ დასაცინი ხდება ჩვენს საზოგადოებაში გერმანიის ელჩი. აი, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ჩვენ ვერ შევცვლით.ეს მათი არჩევანი, მათი დამოკიდებულებაა, მაგრამ ჩვენს განსაზღვრულ გზას, რომელზეც ვპოზიციონირებთ და ყოველდღიურ რეჟიმში ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას, რა გვინდა, რა გზა ავირჩიეთ და საით მივდივართ, ამ გზას ჰყავს გულშემატკივარი, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს საზღვრებს გარეთაც და აფასებენ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციებს. ჩვენ ყველასთან თანასწორუფლებიანად ვმოქმედებთ, ვინც კი ცდილობს, ჩვენთან გულწრფელი და თანასწორი ურთიერთობა განახორციელოს და ხდება კიდეც ეს პროცესები. დღე და კვირა არ გავა, რომ არ ჩამოვიდეს ვინმე საქართველოში, ან ჩვენ არ ვესტუმროთ რომელიმე ქვეყანას და იქ სწორედ ეს ჯანსაღი ურთიერთობები ვითარდება. ჩვენს გარშემოც, ჩვენს მეზობლებთან მიმართებითაც შეგვიძლია ეს ვთქვათ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოპოზიციის რადიკალური ფრთა საქართველოში დავალებების შემსრულებელია და სამწუხაროდ, ფიშერიც იმავე გზას ადგას.„არ მინდა, ახლა ამ სპეკულაციებზე ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, დააკვირდით, ეს ადამიანები, ფიშერიც, მანამდე ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა, რომელსაც რთულია, ოპოზიცია უწოდო, პირდაპირი დავალებების შემსრულებელი და ამ სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტიტების არ მცნობი არიან, ვერ დავარქმევთ მათ ოპოზიციას, გახსოვთ, ტრამპზე რა მოწოდებები იყო მათი მხრიდან, სლოვაკეთსა და უნგრეთზე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. გახსოვთ საქართველოში ჩამოსული პრემიერი, როგორ დახვდნენ და როგორ მოუწყვეს აქციები ამ ადამიანს. ვნახეთ შემდეგ მისი სტუმრობა აშშ-ის პრეზიდენტთან და აქ დუმან, აქ ჩერდებიან, ვერ ბედავენ ტრამპის კრიტიკას. იქ სადღაც კულუარებში ამბობენ, მაგრამ საჯაროდ ამას ვერ ახორციელებენ. რა თქმა უნდა, ერთი ფეხის გადაბრუნება და პირდაპირ დაიწყება ტრამპის კრიტიკაც და ძაგებაც. არც ეს მიკვირს, რადგან ეს ადამიანები არიან დავალების შემსრულებლები და ბატონი ფიშერი, ჩვენდა სამწუხაროდ, იმავე გზას ადგას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა – ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, ძალიან კარგი ურთიერთობები. საზოგადოებამ იცის, მაგრამ მაინც მინდა, შევახსენო, რომ ჩემი პირველი ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. იყო შეფასებები – აი, ხომ ხედავთ, სად მიდის ყაველაშვილი, დიქტატორთან, ავტორიტართან, რა სახელმწიფოში წავიდა და ალიევი ჰყავდათ მოხსენიებული, როგორც ავტორიტარი და დიქტატორი, ამ ძალას, რომელიც აძაგებს ორბანს, რომელიც არის ფიშერის და ამ რადიკალური ფრთის აზრის გამგრძელებელი.  გახსოვთ ასევე, ევრობიუროკრატია როგორ მოიხსენიებდა ჩვენს მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს და დღეს ვნახეთ აბსოლუტურად შეცვლილი პოზიციები. თავად ვიხილე ეს ყველაფერი, ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი, როგორ დადგა რიგი  ევრობიუროკრატების, რომ შეხვედროდნენ ალიევს. ჩემ თვალწინ ხდებოდა. მართლაც ღიმილის მომგვრელი იყო, უბრალოდ არ მივეცი ჩემ თავს უფლება, ეს ყველაფერი გადამეღო, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ დამიჯეროს, რომ ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ტრამპა მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ამაზე მაქვს საუბარი. ოპოზიციაზე უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ ყოვლად უპრინციპო, ყოველგვარი ხედვის გარეშე, არსებული რაღაც წარმონაქმნი, ძალაა, რომელიც მილევადია, წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების უმცირესობის უმცირესობას, თუმცა ცდილობს, ამ ტექნოლოგიებით, გარე ძალების დაფინანსებით და საშუალებებით, რითაც ეხმარებიან, წარმოჩნდეს, თითქოს რამეს წარმოადგენენ. მხოლოდ არიან დავალებების შემსრულებლები და მავნე ძალა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები, ქართული სახელებით და გვარებით, არიან ამ დავალებების შემსრულებლები. მგონი, ესეც მილევად რეჟიმშია. მთავარია, ჩვენი საზოგადოება ინფორმირებულია მათ ქმედებებზე, მათ ხედვებზე, რა უნდათ და ეს პროცესი არ ჩერდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გია ხუხაშვილი – ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია...

ჩემი აზრით, სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, რადგან სანქციები კონკრეტულ შედეგებზე გადის. კი ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, ეჭვი მაქვს, რომ არც იციან რა რეაქცია ჰქონდეთ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე ისაუბრა.ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება.ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, მედიაკომპანიებს საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული სირთულეები შეექმნათ. მისი თქმით, ეს შეეხება როგორც ანგარიშების მომსახურებას, ისე თანამშრომლების ხელფასების გაცემას.„ჯერ ტკივილი არ უგრძნიათ, მაგრამ უკვე კარგად იგრძნო ბიზნესმა. დღეს ან ხვალ „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“ უნდა დახურონ „იმედის“ და POSTV-ის ანგარიშები. მოგეხსენებათ, ფულის მიმტანი ბევრი კომპანიის დამფუძნებლები რეგისტრირებულები არიან ოფშორულ ზონებში, ხოლო მათი უმრავლესობა ბრიტანულ იურისდიქციაში არის მოხვედრილი. სანქციების ერთ-ერთი პუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ სანქცირებულ კომპანიებთან ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა არის დასჯადი. ეჭვი მაქვს, რომ კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც კომუნიკაცია ჰქონდათ "იმედთან", ხელშეუხებლობაში არიან ასეთ იურისდიქციასთან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.ხუხაშვილის თქმით, სანქციების პირობებში კომპანიებს შეიძლება გაუჭირდეთ საბანკო ანგარიშების გახსნა და თანამშრომლებისთვის ხელფასების დარიგება, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თანამშრომლები სხვა კომპანიებში გაფორმდებიან. მისი შეფასებით, ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწევთ სანქციების მოთხოვნების გათვალისწინება.ხუხაშვილი ასევე საუბრობს ტელეკომპანია „იმედის“ ფინანსურ მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, კომპანიას მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს. მისი შეფასებით, სანქციების პირობებში ტელეკომპანიას საქმიანობის გაგრძელება შესაძლოა დამატებითი სირთულეებით მოუწიოს.„ანგარიშებს ვერ გახსნიან, ხელფასებს ვერ დაარიგებენ თუ სხვადასხვა კომპანიებში არ გააფორმეს ყველა თანამშრომელი, მაგრამ იქაც მიწვდება ეს სანქციები და ვინც გააფორმებს მათ, ისინიც ფრთხილად იყვნენ. ანგარიშები ყველა ბანკმა უნდა დახუროს. რას იზამს ახლა რუხაძე ნიანგის ცრემლებს რომ ღვრიდა? გაუხსნას ახლა ანგარიშები „იმედს“ და POSTV-ის „ლიბერთი ბანკში“.ვირთხები გარბიან გემიდან, როდესაც ხედავენ საფრთხეში არიან. ბოლომდე ისარგებლა „იმედით“ და მერე სხვებს შეტენა. „იმედს“ ნახევარ მილიარდამდე აქვს ვალები და ის ჩიხლაძეებს და ვიღაცებს აკიდეს. ეს ვალი ბიჭებმა და გოგოებმა ისე ვაჟკაცურად აიკიდეს, რომ აზრზე არ არიან.პრაქტიკულად, მთლიანად შავ ბუღალტერიაზე უნდა გადავიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი“ ბანკს გაუხარდათ სანქციები, რადგან აწუხებდნენ, ფულს არიცხინებდნენ“,- აცხადებს ხუხაშვილი.ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ დასანქცირებული ორი ტელეკომპანიის სიას „რუსთავი 2“-ც დაემატოს.ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ პროცესები „დომინოს პრინციპით“ განვითარდება და დიდი ბრიტანეთის შემდეგ გადაწყვეტილებები ევროპულმა სტრუქტურებმაც მიიღონ.„ამ სიას დაემატება „რუსთავი 2“ და არა მარტო ის. ბრიტანეთი პირველი მერცხალია, მოვლენები დომინოს პრინციპით განვითარდება. ამას მოჰყვება ევროპის სანქციები. ბრიტანელები და ევროპელები კოორდინირებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ჯიუტობს, ამერიკულ დემოკრატიასაც სხვა გზა არ ექნება. ცოტა ხანში ისინიც შეუერთდებიან“,- აცხადებს ხუხაშვილი.ხუხაშვილმა ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძის განცხადებაც შეაფასა, სადაც გორდულაძემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა - ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს“.ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ 2007 წელს „იმედის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რაც, მისი თქმით, დასავლეთის ზეწოლის ფონზე მოხდა.„ჯერ ბრიტანეთს დააბრალეს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა. ის არის კარიკატურული პერსონაჟი. საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა მოხდა 2007 წელს „იმედში“. სწორედ „იმედის“ ქეისს მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და არჩევნების დანიშვნა, რაც დასავლეთის ზეწოლით მოხდა. ახლა გამოდის ეს კარიკატურული პერსონაჟი და ამბობს, რომ თურმე უცხოელებს დაუვალებიათ სააკაშვილისთვის „იმედის“ დარბევა“,- აცხადებს ანალიტიკოსი.

ბოლო სიახლეები