პარასკევი, ოქტომბერი 24, 2025

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

ანზორ ერქომაიშვილი 80 წლისა გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ინფორმაციას ანსამბლი რუსთავი ოფიციალურ გვერდზე  ავრცელებს.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმდინარეობდა მსჯელობა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.თავად ღარიბაშვილს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია.წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

ლევან იოსელიანი: დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობას, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც,...

ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ სამასი დღის განმავლობაში ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.მისივე თქმით, მთავარია, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული.„დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობას, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც, 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის, ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.საუბარია განცხადებაზე, სადაც ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. ამ კანონებით შეუძლებელი იქნება, ევროკავშირის წევრი გახდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ“.„ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის პრინციპებთან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი – ისტორიამ მაქცია საქართველოს დამოუკიდებლობის, წარმატების სიმბოლოდ მთელი მსოფლიოსთვის, სწორედ ამიტომ მომწამლეს ციხეში და მისჯიან ახალ-ახალ სასჯელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაიკითხა.როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ახლა მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძვრება.„ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ დღეს ჩატარდა ჩემი „დაკითხვა“ 4 ოქტომბრის მოვლენებზე, ვითომ მოსამართლესთან ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის „პროკურატურის“ ინიციატივით. 4 ოქტომბერს რუსთაველზე შეიკრიბა ასობით ათასი ადამიანი და სწორედ სახალხო კრებამ დიდწილად განაპირობა ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი. ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ. უკვე მეხუთე წელია, პატიმრობაში ვარ გამოგონილი ბრალდებებით. რუსული პროვინციული ტირანიის წარმომადგენლებს განვუცხადე, რომ ისინი წარმოადგნენ საქართველოს მტრებს. ისინი მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან, თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები, პრაქტიკულად, სრულ იზოლაციაში, სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში, მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ. ასევე მეკითხებოდნენ ჩემს პოსტებზე, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალადობისკენ მოწოდებას, ვინაიდან მე ისტორიაში ვარ შესული, როგორც მთელს მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი და ასევე სათავეში ვედექი დემოკრატიულ მოძრაობას მთელი უკრაინის მასშტაბით. ჩემი ტყვეობა და ნებისმიერი ახალი ბრალდებები არის სწორედ რუსეთის და მათი აქაური დამქაშების შურისძიება წარმატებულ ქართულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩემი ბრძოლისთვის, საქართველოს და უკრაინის რუსული კლანჭებიდან გადარჩენისთვის.ჩემი იმიტომ კი არ ეშინიათ, რომ სახალხო კრებაში ვიყავი ჩართული, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწეული სრულიად მშვიდობიანად. ეშინიათ, რადგან ისტორიამ მაქცია საქართველოს დამოუკიდებლობისა და წარმატების სიმბოლოდ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ მომწამლეს ციხეში და ამიტომ მისჯიან ახალ-ახალ სასჯელებს. კიდევ იცით, რა იყო ჩემთვის დასმული მთავარი კითხვა, რომლის გარშემო ტრიალებდა დაკითხვა, ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვღადაობ, რას გულისხმობდიო შარშანდელ პოსტში, რომ ხალხმა უნდა გადაიღოს სელფი ივანიშვილის ზვიგენის ფონზეო. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა პირდაპირ ივანიშვილის დაწერილი იყო. ხვდებით, სად ვართ?! ნახეთ, როგორ უყვარს ეს ზვიგენი, რომ მთელი ე.წ. პროკურატურა ჩემგან ზვიგენის დამცველად გადააქცია და თუ დღევანდლის შემდეგ ვინმე საქართველოში ან საქართველოს გარეთ იტყვის, რომ მე არ ვარ პოლიტიკური პატიმარი, ის მართლა იმსახურებს ივანიშვილის ზვიგენების ახლო გაცნობას. ე.ი. ახლა ჩემ წინააღმდეგ აღიძვრება ახალი საქმე „ივანიშვილის ზვიგენის შევიწროებაზე“. იყო პიჯაკების საქმე, ახლა იწყება ზვიგენების საქმე. საქმეს ერქმევა ალბათ ასე „ივანიშვილის ზვიგენი და პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ“ ვფიქრობ, წერილობითი ბოდიში ხომ არ გავუგზავნო ზვიგენს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პაველ ჰერჩინსკი – მიმდინარეობს ორი პროცესი, ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება – ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება

მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ელჩის განმარტებით, ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს კი ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს.„რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს, მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ორი პროცესი. ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება - მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ და ეს დისკუსია კვლავაც გაგრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს და ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იქნება - წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, შეაჩერონ ის სრულად თუ ნაწილობრივ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, სპეკულირება არ შემიძლია და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია და ის მიიღება კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.რაც შეეხება შეფასებას, როგორ ახდენს საქართველო იმ რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის მხრიდან მიიღო მაშინ, როდესაც მას მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ელჩმა განმარტა, რომ 4 ნოემბერს, გაფართოების უახლოესი ანგარიში იქნება წარმოდგენილი საქართველოსთან დაკავშირებით.„ის იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურად აღწერილი იქნება, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს საქართველოს სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი. 4 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დღეს გაიმართება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომელსაც გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ამავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას თბილისში იმისთვის, რათა გავცე დეტალურ კითხვებს პასუხი, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო“, - განაცხადა ელჩმა.

ბოლო სიახლეები