პარასკევი, აპრილი 3, 2026

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რა ცვლილებები შევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებში

ვენეციის კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დავაინიცირეთ. ამ ცვლილებების მიზანია, გავაგრძელოთ სასამართლოს რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდისათვის, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გუნდი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 2013 წლიდან მოყოლებული ახორციელებს სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმირებას. ამ რეფორმების შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარმატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების დახვეწა და სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განახორციელა საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა.

ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

  • გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ;
  • საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. სარეიტინგო სიის ფორმირებას. ამის შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები;
  • ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს;
  • გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.

ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ სასამართლოს რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზვიად შალამბერიძე – ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების ილუზია იქმნებოდა, მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ

ოპოზიციაში, საბედნიეროდ, თავიანთ წარსულს და იმ წყენებს ვერ ივიწყებენ, რაც ერთმანეთის მიმართ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.მისი თქმით, ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების ილუზია იქმნებოდა.„გვახსოვს, როგორი ილუზია იქმნებოდა ყველა არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების. ისიც კარგად გვახსოვს, მათი გაერთიანების პროცესი თუ როგორ სრულდებოდა – არჩევნებამდე ან ერთად ვერ მიდიოდნენ, ან არჩევნების შემდეგ იშლებოდნენ. არქივია იმის, ცოტა ხნის წინ ერთამანეთს როგორ მოიხსენიებდნენ. ქართულმა საზოგადოებამ მათი ერთიანობის ეფექტი კარგად დაინახა. გაერთიანდებიან თუ არა, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც არ უნდა იძახონ, მომავალი მთავრობა არიან და რაც არ უნდა ასეთი ზღაპრები მოჰყვნენ. შეუძლიათ, ასეთი ზღაპრები თავიანთ პარტნიორებს მოუყვნენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სამი თვე საქართველოში დიპლომატიის გზა…დიპლომატია არ არის პრივილეგია…ეს არის პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე- ირანის ელჩი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

,,დიპლომატები, როგორც წესი, სტუმრობენ სამინისტროებს — განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს — ასევე სახელმწიფო უწყებებსა და სამთავრობო ოფისებს, ეკლესიებს, მეჩეთებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებს, სამედიცინო დაწესებულებებს, კვლევით და კულტურულ ორგანიზაციებს, უცხოურ საელჩოებს, მუნიციპალიტეტებს, პარტიათა ოფისებს, ოპერებს, თეატრებს, სასაფლაოებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, სტადიონებს, ტურისტულ ცენტრებს, ბაზრებსა და სავაჭრო ზონებს, ქარხნებსა და სამრეწველო-სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს და ბევრ სხვა ადგილსა და რეგიონს.მათი მიზანი დროის გატარება არ არის; იქ იმისთვის მიდიან, რომ გაიცნონ და ესაუბრონ სახელმწიფო მოხელეებს, სასულიერო პირებს, პარტიათა წარმომადგენლებს, მერებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, ინვესტორებს, სამხედროებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, არქიტექტორებს, ფერმერებს, რეჟისორებს, მკვლევრებს, მეცნიერებს, ბანკირებს, სპორტსმენებს, მებაღეებს, გრაფიკოსებს, მოქანდაკეებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, სასტუმროების მფლობელებს და საბოლოოდ იმ ქვეყნის ფართო საზოგადოებას, სადაც ისინი მსახურობენ. დიპლომატებს ევალებათ, ღრმად შეიცნონ ის ქვეყანა, სადაც არიან მივლინებულნი; და ამავე დროს, წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა, კულტურა, ისტორია, საზოგადოება, ხელოვნება, ეკონომიკა, რელიგია, სპორტი, მრეწველობა და სოციალური ცხოვრება. მათ უნდა დაამყარონ სამეცნიერო და საგანმანათლებლო, რელიგიური და სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური, კულტურული და ხელოვნების, სპორტული, სამრეწველო, სავაჭრო და ლიტერატურული ურთიერთობები ორ ერს შორის. დიპლომატები საელჩოში არ სხედან მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაი ან ყავა მიირთვან და ფანჯრიდან ქუჩას უყურონ.ასევე ისინი არ არიან მივლინებულნი მხოლოდ იმისთვის, რომ ისარგებლონ დიპლომატიური პრივილეგიებით. მათ არ უნდა მოახდინონ საზოგადოების დაყოფა, არ უნდა ჩაერთონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში.დიპლომატებმა უნდა ისაუბრონ გამჭვირვალედ საკუთარი ქვეყნის მდგომარეობაზე, მის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე. საელჩო უნდა იყოს დიალოგისა და ურთიერთობების განვითარების გზების ძიების ადგილი. დიპლომატი ვალდებულია, მუდმივად იყოს კავშირში იმ ქვეყნის საზოგადოებასთან, სადაც ის იმყოფება, და იყოს მათთვის ინფორმაციის გამზიარებელი. ის უნდა იყოს ხალხისა და ხელისუფლების გვერდით როგორც სიხარულში, ისე მწუხარებისას. სწორედ ამ საფუძველზე მსურს აღვნიშნო, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, რაც მაქვს პატივი ვიმყოფებოდე საქართველოში, ვეცადე მრავალი ასეთი ადგილი მომენახულებინა და ეს პასუხისმგებლობა პრაქტიკაში განმეხორციელებინა. ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღეს, კოლეგებთან ერთად მივედი პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის საფლავზე, რომელიც იყო საქართველოს პირველი ელჩი ირანში. ცნობილი ქართველი ირანისტის — პროფესორ ნომადი ბართაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მის სახლში მივედი და ოჯახს გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, ზღვა ხალხთან ერთად ავედი სამების საკათედრო ტაძრის კიბეებზე. მისი გარდაცვალების პირველივე საათებში, ამ დიდი სულიერი ლიდერის ნეშტთან, სამძიმარი გამოვუცხადე როგორც ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლებს — მათ შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ შიო მუჯირს — ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს: პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს. ამ სამი თვის განმავლობაში ვესტუმრე ეკლესიებსა და მეჩეთებს, ვესაუბრე მედიას ჩემი კომპეტენციისა და ინფორმაციის ფარგლებში. იმ საკითხებზე, რომლებიც არ ვიცოდი ან რომლებიც ირანის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდა, დუმილი ვარჩიე. არაერთხელ ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა უწყებებში, ასევე ბაზრებსა და მუზეუმებში, შევხვდი ბიზნესმენებსა და ხელოვანებს, ვეწვიე უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებს, ასევე მეურნეობებსა და სამრეწველო ზონებს და მქონდა დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან. რატომ? იმიტომ, რომ მჯერა — დიპლომატმა ხალხთან ერთად უნდა იცხოვროს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კარი დღესაც გავაღეთ, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად პატივი მიაგოს წარმოშობით ქართველი ირანელებისა და სხვათა ხსოვნას, რომლებიც თავდასხმებსა და აგრესიას ემსხვერპლნენ. ეს არ ყოფილა ოფიციალური მოწვევა — ეს გახლდათ საერთო ადამიანური მომენტი. ისევე როგორც ირანელი ხალხი და სახელმწიფო იდგნენ საქართველოს გვერდით დამოუკიდებლობის შემდეგ მძიმე წლებში, ან როდესაც 2006 წლის მძიმე ზამთარში საქართველოს გაზის მიწოდებით დაეხმარნენ. ჩვენ სამი ათასი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით,და მომავალშიც ერთად ვიქნებით. გეოგრაფიამ და ისტორიამ ჩვენი ბედი ერთმანეთთან დააკავშირა''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი

შალვა პაპუაშვილი – გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, მაგრამ საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ

საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველასთვის ცხადია საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა.„საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება, ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ. გასაგებია, რომ ამის სურვილი თუ ამოცანაცა, გასაგებია ირანსა და ამერიკას შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობაც, თუმცა ყველას მიმართ მოწოდება მექნებოდა, საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იყოს გამოყენებული ერთმანეთში ურთიერთობების გასარკვევად. ყველასთვის ცხადია საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა. ამ კრიზისულ სიტუაციაში, ისევე როგორც უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა თუ სხვა კრიზისებისა და ომების დროს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ხშირად ხდებოდა, ხდება და ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც იქნება, ჩვენთვის მთავარია, საქართველომ ყველა ეს პროცესი მშვიდობიანად გაიაროს. ხედავთ, რომ შესაბამისი ინსტრუმენტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით და საუბრებით ამას ვაღწევთ და დღეს წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე – უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ

უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.„ხომ ხედავთ, ვისგან ისმის კრიტიკა – უსამშობლო მოღალეტეებისგან და აგენტურისგან, ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს. ამაში ჩართულები იყვნენ წლების განმავლობაში, ფულს იღებდნენ, გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს და აფასებს. კარგად ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და სარწმუნოებას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე – საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ

საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ თბილსიის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.„ეს ადამიანები ნომრიანი აგენტები და მოღალატეები არიან. ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ისინი ქვეყნის გარედან ფინანასდებიან, რომ თავიანთ პატრონებს ემსახურონ და იყვნენ მოღალატეები. არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ხან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, ხან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაუქმებას და ა.შ. მათ ქართველებსაც ვერ ვუწოდებ. სწორედ ეს მოღალატეები ჩადიოდნენ ბრიუსელში, კაბინეტებში დარბოდნენ და თავადაც არ მალავდნენ, რომ ამით იყვნენ დაკავებული.შესაბამისად, ის, რომ მათ დღეს ქართულ საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებული და გაფარჩაკებულები არიან, თავიანთი გადადგმული ნაბიჯების შედეგად მიიღეს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, ვინ ვის ემსახურება. ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოსთან და ქართველების ინტერესებთან ამ ადამიანებს არანაირი საერთო არ აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები