ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება ქმნის ყველანაირ საფუძველს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში უნდა იყვნენ. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სახელმწიფოებრივ მიდგომას, ჯანსაღ ინტერესებს, არსებულ მდგომარეობას თუ მაღლა დააყენებს ვინმე და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელებს და ეს ვიწროპარტიული ინტერესი გადის რევოლუციაზე, დესტრუქციაზე. თუ ამით არ იხელმძღვანელებენ, სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება ქმნის ყველანაირ საფუძველს, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ პარლამენტში. ხალხს მანდატი მათთვის არ მიუცია რევოლუციისა და დესტრუქციისთვის. მათ მისცეს მათი წარმომადგებლობისთვის და წარმომადგენლობა დემოკრატიულ პირობებში ნიშნავს მათ ხელთარსებული ბერკეტების რეალიზებას და არა რევოლუციასა და დესტეუქციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.