კვირა, დეკემბერი 29, 2024

ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 1 500-ზე მეტი თანამშრომელი. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია. დადასტურდა, რომ ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია. ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩოი სანგ-მოკმა ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეაში 1997 წლის შემდეგ, როდესაც კორეის ავიახაზების Boeing 747 ჩამოვარდა გუამის ჯუნგლებში, რის შედეგადაც 228 ადამიანი დაიღუპა.

შსს – პარლამენტის წინ დღეს დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დღევანდელ აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი თავისუფალია. პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე ადმინისტრაციული წესით რამდენიმე საათის წინ დააკავეს, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. „ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მეექვსე პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

მამუკა ხაზარაძე – რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით

პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან! რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო! რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თავისუფალი, ქართველი ხალხის უპირატესობა! ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავასრულებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას! ჩვენ ერთად დავასრულებთ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში და წავიყვანთ საქართველოს ევროპაში!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეს დატოვებს.  

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი, დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის საინტერესო

მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი. „მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები