სამშაბათი, მარტი 24, 2026

ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქმა თავისი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო

ამ დღეებში საზოგადოებაში რაც ვნახეთ, ეს ერთსულოვნება, ძალიან საშურია, რომ იყოს შენარჩუნებული. სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ცდილობს, ამ მოვლენიდან რაიმე პროცესი პოლიტიკურ შეფასებაში გადაიტანოს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, ყველას სთხოვს, თავი შეიკავოს ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორიც იყო, მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მსახურებასთან დაკავშირებით.

„სირცხვილია უბრალოდ ამ დღეებში საკამათო თემების ძალით მონახვა, რომ კიდევ ხელოვნურად მოხდეს მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა მხარედ. ამიტომ სასურველი იქნება, არც წამოიწიოს ეს თემები და ნუ ავყვებით მსგავს თემებს, როგორც მგლოვიარე ოჯახი არ აჰყვება წვრილმანებს. პატრიარქისადმი ჩვენი პატივის მიგება იქნება, რომ ნუ ავყვებით მეორად თემებს, რომლებსაც მოაქვს მხოლოდ განხეთქილება საზოგადოებაში. რაიმე საეჭვო ინფორმაცია თუ გავრცელდება, გადაამოწმეთ წყაროსთან, ოფიციალურ წყაროსთან. მუდმივად მზად ვართ, რეალობა მოგაწოდოთ და აგიხსნათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში.

„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო – გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია ეს გასაღებიო, აქ არის თუ იქ არისო, მაგით მეტად რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით შეკითხვაზე ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი სირცხვილია და ხალხს გლოვა უნდა აცადონ.

„ტელევიზიები არ ირჩევენ მომავალ პატრიარქს, სირცხვილია, დააცადეთ ხალხს გლოვა. მოვრჩეთ ამ თემებზე ლაპარაკს. ძალიან დიდი სირცხვილი და უკულტურობაა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პატრიარქის გადარჩენილები“ – ისტორიები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ

უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.ისტორიები პატრიარქის მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ნიჭზე, გაეგო ადამიანის გასაჭირის შესახებ, მის სიცოცხლეშიც არაერთხელ გვსმენია და ბევრი ამ რწმენის ძალამ მიიყვანა მასთან, თუმცა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ მის მიერ გადარჩენილებზე. ის ხშირად ხვდებოდა და ანუგეშებდა მწუხარე დედებს, ლოცულობდა მათთვის და მათთან ერთად, ამხნევებდა პირადი ტრაგედიებით დამძიმებულ ადამიანებს და ტკივილს უმსუბუქებდა.გლოვის დღეებში ბევრი მოვისმინეთ იმის შესახებ, როგორ იხსნა კათოლიკოსმა სასოწარკვეთილებისგან, სიცოცხლე აჩუქა, ცხოვრების აზრი დაუბრუნა, ანუგეშა და გადაარჩინა ადამიანი.რეპორტაჟი პატრიარქის მიერ გადარჩენილებზე, ადამიანებზე, რომელთა ტკივილიც მამობრივად გაითავისა და გაიზიარა.„რწმენა, ქართველი ადამიანისთვის ის სულიერი ძალაა, ის საყრდენია, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი“ – პირველი არის ჟურნალისტები მარიკა შალიკაშვილი და აკაკი გურგენიშვილი შეხვდნენ მათ, ვინც კათოლიკოსმა რწმენითა და მზრუნველობით გადაარჩინა და იმედი დაუბრუნა. 

OnlyFans-ის მფლობელი, მილარდერი უკრაინელი ბიზნესმენი, ლეონიდ რადვინსკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეონიდ რადვინსკი, უკრაინელ-ამერიკელი მეწარმე და პოპულარული პლატფორმის OnlyFans-ის მფლობელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი პრემიუმ კონტენტით, განსაკუთრებით ზრდასრულთა სეგმენტში, 43 წლისა  გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას. თავად კომპანიამ გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა. ოჯახი ითხოვს, რომ მათი კონფიდენციალურობა დაცული იყოს.რადვინსკი პლატფორმის წარმატების სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც 2018 წელს ბრიტანელი დამფუძნებლის, ტიმ სტოკლისგან მისი მშობელი კომპანია, Fenix ​​International, შეიძინა. მისი ხელმძღვანელობით OnlyFans-მა არაჩვეულებრივი ზრდა განიცადა, ფოკუსირებული იყო ზრდასრულთა კონტენტზე და ხელი შეუწყო მრავალი ინდუსტრიის გავლენიანი პირის გაჩენასა და განვითარებას.ნამდვილი გარღვევა პანდემიის დროს მოხდა, როდესაც ლოქდაუნებმა ციფრული პლატფორმების გაფართოება გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში OnlyFans-მა 300 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა, ხოლო მისმა წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს.ამ ზრდის წყალობით, რადვინსკის წმინდა ქონება დაახლოებით 4.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის ფასიანი ციფრული პლატფორმების ბაზარზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.მეწარმის გარდაცვალება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. მთავარი კითხვა ეხება კორპორაციულ მმართველობას და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომდევნო თვეებში იქნება მიღებული.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს.ისრაელის სამხედროების განმარტებით, შტაბი გამოიყენებოდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განყოფილებების საქმიანობის კოორდინირებისა და სიტუაციის შესაფასებლად. ის, ასევე, ბასიჯის ბატალიონებს განაგებდა.„დარტყმამდე სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის, გამოყენებულ იქნა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი სადაზვერვო მონაცემები“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

დეკანოზი შალვა კეკელია – საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული – ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა

ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა, თვითონ წმენდდა ყველაფერს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის სამზადისზე საუბრისას განაცხადა.დეკანოზის თქმით, თინათინ რუხაძე „პატრიარქთან გაიზარდა“, წლები მასთან ერთად იყო.„სიონში ყვავილები რაც იყო, თავისი ხელით დაალაგა, არავის მისცა უფლება, რომ ეს ყვავილები .პატრიარქთან გაიზარდა, წლები მასთან ერთად იყო. 20 წლის წინ გამაგზავნა მასთან უწმინდესმა, გაიგო, რომ ცუდად იყო და მითხრა, რომ მიდი მასთან და პარაკლისი გადაუხადე და აზიარეო. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა.იმდენად საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული, რომ დალაგება რომ დალაგებაა, იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდაა, ამასაც კი თვითონ აკეთებდნენ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.ასევე, დეკანოზმა ისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზეც, შალვა კეკელიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დროებით უნდა შეწყვეტილიყო.„ხომ შეიძლებოდა რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს უწყვეტი . მამა რომ გარდაგეცვალოს, სადმე წახვალ და დადგები? ბაირამობა გადადეს ჩვენმა ძმებმა. რუსთაველზე რომ გადიან ყოველ დღე, აქციებს ვგულისხმობ, ხომ შეიძლებოდა ეს დღეები არ გასულიყვნენ და მერე გაეგრძელებინათ. ეთქვათ, რომ მამა დაიღუპა, ყველანი მამასთან უნდა ვიყოთ ახლა და აქ რა გვინდა. როცა მამა გარდაცვლილი გყავს და ჭირისუფალი ხარ, ჭირისუფალს არ ევალება არსად წასვლა და რაღაცები უნდა გადავდოთ ჩვენი ჭირისუფლობიდან გამომდინარე, ჩვენი მამის სიყვარულის გამო. ამაზე დიდი შენთვის არ უნდა არსებობდეს რამე, მაგრამ ვფიქრობ ეს სექტანტური აზროვნება უფროა. აქციებზე მდგომი ყველა ძალიან მიყვარს და იმიტომ ვეუბნები“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პატრიარქის საფლავის მომლოცველთათვის

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.

ბოლო სიახლეები