საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქ შიო მესამის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ წელს პირველად 17 მაისი ილია მეორის გარეშე აღინიშნება.
„პირველად აღვნიშნავთ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილიაII ის გარეშე. პირველად შედგება ეს დღე ახლად არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, შიო III ის პატრიარქობაში.2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

