ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხე ვადით გახდა. მან ბუნდესტაგის 709 დეპუტატიდან 324 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
9 მარტს მერკელის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ახალ მთავრობაში საკუთარი მინისტრები დაასახელა.
მერკელის მთავრობაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ექვსი მინისტრი ეყოლება:
– ოლაფ შოლცი ქალაქ ჰამბურგის ყოფილი მერი ფინანსთა მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს;
– ჰუბერტუს ჰეილი შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრის პოსტს დაიკავებს;
– ჰეიკო მაასი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტზე წარსდგება;
– კატარინა ბარლი იუსტიციის მინისტრის პოსტს ჩაიბარებს;
– ფრანციკა გიფი საოჯახო საქმეების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება;
– სვენია შულცე გარემოს დაცვის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს;
რაც შეეხება გერმანიის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტ ზიგმარ გაბრიელს ის ახალ მთავრობაში წარმოდგენილი არ იქნება.