ჩვენი პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს თქვენი და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს.
„ჩვენი გუნდის პოზიცია ძალიან გულწრფელია ამ და სხვა შემთხვევებზეც. პარტია იმისთვის არის პარტია, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. დღეს ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჩვენი გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ცოტა მიკვირს ხოლმე, ერთი მხრივ რადიკალურ განცხადებას აკეთებენ, არ ეხება ყველას, მაგრამ მეორე მხრივ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ემზადებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის. ეს ჰგავს რაღაცნაირად არჩევნებზე მიპარვის მცდელობას“,- განაცხადა ბუჩკურმა.