ორშაბათი, მარტი 31, 2025

ანა ბუჩუკური – გერმანიასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“

გერმანიასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელსაც თავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიასთან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

ბუჩუკურის თქმით, ისტორიულად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გერმანია არის საქართველოს მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი.

„გერმანიის ფედერაცია იყო და არის საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, მრავალი წლის მეგობარი. ეს მეგობრობა არც ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებულა, არც წინა ხელისუფლების პირობებში, ისტორიულად, გერმანია არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვანი და ახლო პარტნიორი ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანია გერმანიასთან თანამშრომლობას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ხელისუფლების პერიოდს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის ფედერაცია, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო პოლიტიკური პარტნიორი „ოცნებისთვის“, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ მათ ეს პარტნიორობა, მაგრამ დღეს უკვე ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ე.წ. „ოცნების“ ლიდერები, რომლებსაც გერმანიაში აქვთ განათლება მიღებული, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს ეს, შეიძლება, თეორია ისწავლეს სამართლის, მაგრამ ფაქტია ღირებულებები მათ ვერ უსწავლიათ. საბოლოო ჯამში ის, რაც დღეს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ხდება და ამ გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ოცნებას“. სამწუხარო რეალობაა, მე პირადად ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ ამაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, რომელსაც თავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიასთან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობები უნდა იყოს პერსონალური და საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც კონკრეტულ ინდივიდებს აქვთ ჩადენილი.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამონაკლისი პარტია, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება და ასევე, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია, ასეთი დიდი სარგებელი, არ გაუქმებულიყო. მომავალში რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით. ისე მიდის და ისე იქცევა ხელისუფლება, თუმცა ჩვენ ვართ ის პარტია, გამონაკლისი, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას სახელმწიფოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რომელიც კონკრეტულ ინდივიდებს აქვთ ჩადენილი. პასუხისმგებლობები უნდა იყოს პერსონალური. როდესაც ზოგადად სანქცირებაზე დაიწყო საუბარი ჩვენი გუნდი ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა სანქციების საკითხს, რადგან ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სანქციები ყოველთვის არის ქვეყნისთვის რისკების მომტანი, მას თავისი რისკები ყოველთვის აქვს, მაგრამ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე როდესაც ვსაუბრობთ, როდესაც არის ცუდსა და უარეს შორის არჩევანი, ვირჩევთ იმას, რომელიც არის ნაკლებად დამაზიანებელი. შესაბამისად, იმის ნაცვლად საქართველოს და საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებს გაუუქმდეთ უვიზო მიმოსვლის სარგებელი, ამ პირობებში გვირჩევნია, რომ კონკრეტულ ინდივიდებს დაეკისროთ ეს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდით და გახარიაც, რომ პასუხისმგებლობები აუცილებლად იქნებოდა პერსონალური“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის

მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, პლატფორის წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პოლიტიკური შეუთავსებლობები და ერთად იბრძოლონ.„მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი – დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში – აპრილის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.მომდევნო 1 თვე, სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება,~ ხანმოკლე წვიმა, სეტყვა, გამოდარება და ა.შ„1 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდი არის მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 2 აპრილს, დღის ბოლოდან, დასავლეთ საქართველოში დაიწყება წვიმა ელჭექით.3-ში, უმეტეს რაიონში იქნება წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი და ტემპერატურაც დაიკლებს, 12-17 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, 18 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა და იქროლებს ძლიერი ქარი.მომდევნო დღეებში, 4 აპრილიდან, ცოტას გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

ილონ მასკი მარინ ლე პენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს – რადიკალური მემარცხენეები როცა ვერ იმარჯვებენ, ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას, რათა დააპატიმრონ ოპონენტი

ილონ მასკი საფრანგეთის სასამართლოს მიერ მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.ამერიკელი მილიარდერი და ტრამპის მრჩეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.„რადიკალური მემარცხენეები როდესაც ვერ იმარჯვებენ დემოკრატიულ კენჭისყრაში, ისინი ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას, რათა დააპატიმრონ ოპონენტი. ეს არის სტანდარტული მიდგომა მთელ მსოფლიოში“, – წერს ილონ მასკი.ცნობისთვის, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 5 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მარინ ლე პენის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო

რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მიმდინარეობს. მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.ისინი სკანდირებენ: “დიდება გმირებს!”.გარდა ამისა, თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში. კერძოდ, სტუდენტები იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“.

რა ღირს ბილეთები თბილისი-ლონდონის რეისზე – დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.

ბოლო სიახლეები